ხშირად დასმული კითხვები

ავტო ლიზინგი

განაცხადის შევსება

  • ვის შეუძლია შეავსოს განაცხადი ლიზინგზე?

    განაცხადის შევსება შეუძლია ფიზიკურ პირებს 21 წლის ზემოთ და იურიდიულ პირებს.

  • რა ეტაპებია საჭირო ავტო ლიზინგის ხელშეკრულების გასაფორმებლად?

    1. შეარჩიე სასურველი ავტომობილი და შეავსე განაცხადი ჩვენს ვებ-გვერდზე www.mogo.ge
    2. განაცხადის განხილვა მოხდება 30 წუთში
    3. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მობრძანდებით მოგოს ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად
    4. ხელშეკრულების გაფორმებისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის კომპანიის სახელზე გადაფორმებისთანავე ჩვენ გაფინანსებთ, თქვენ კი იწყებთ მანქანის მართვას.

  • როდის არის აუცილებელი თავდები?

    ფიზიკური პირის შემთხვევაში თავდების საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად, განაცხადის მიხედვით. იურიდიული პირის შემთხვევაში თავდები აუცილებელია.

  • შემიძლია თუ არა ავტო ლიზინგით სარგებლობა თუ მაქვს სხვა საკრედიტო ვალდებულებები?

    დიახ, თუ თქვენი შემოსავლები აკმაყოფილებს საკრედიტო მოთხოვნებს.

ავტომობილის შესახებ

  • რა ეტაპებია საჭირო ავტომობილის შესაძენად?

    აირჩიე სასურველი ავტომობილი და შეავსე განაცხადი ვებ-გვერდზე mogo.ge . განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ავტომობილზე. განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი სპეციალისტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოდი მოგოს ნებისმიერ ფილიალში, გადააფორმე ავტომობილი და გააფორმე ხელშეკრულება.

  • რა დოკუმენტებია საჭირო ლიზინგის გასაფორმებლად?

    ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მართვის მოწმობა , ავტომობილის ტექნიკური პასპორტი და საბანკო ანგარიშის ნომერი.

  • აუცილებელია თუ არა ავტომობილის დაზღვევა?

    ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

  • როგორ ხდება ავტომობილის შეფასება?

    მანქანას აფასებენ მოგოს პროფესიონალი შემფასებლები. პირველადი შემოწმება ხდება დისტანციურად, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კი უკვე ადგილზე.

  • იურიდიულად როგორ ფორმდება ავტომობილი?

    ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შენ გენიჭება ავტომობილის მართვის უფლება, ხოლო მოგო ხდება მფლობელი- სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. შენ შეგეძლება მართო მანქანა საქართველოს ტერიტორიაზე. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას იხდის ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირი.

გადახდები

  • რა გზით ხდება ყოველთვიური შენატანის გადახდა?

    გადახდა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით, ბანკის ფილიალიდან და Express pay-ს საშუალებით.

  • გადარიცხვის შემდეგ რამდენი ხანი სჭირდება თანხის ანგარიშზე ასახვას?

    თუ გადახდა ხორციელდება იმავე ბანკიდან, თანხა აისახება რამდენიმე წუთში. თუ გადმორიცხვა ხდება სხვა ბანკიდან, თანხა შეიძლება აისახოს მომდევნო სამუშაო დღეს. გადახდის განხორციელების შემდეგ შენ მიიღებ ტექსტურ შეტყობინებას შენი მობილურის ნომერზე.

  • როგორ მოვიქცე, თუ მსურს მანქანის გაყიდვა სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე?

    ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე ან მოგვმართე სერვის ცენტრში და მიიღე დეტალური ინფორმაცია.

  • შესაძლებელია თუ არა ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება?

    ვალდებულების ვადაზე ადრე დაფარვა შესაძლებელია სალიზინგო ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. წინსწრების საკომისიო დამოკიდებულია ვადაზე.

  • როგორ მოვიქცე თუ ვერ ვფარავ სალიზინგო თანხას?

    თუ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როცა არ შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგი გადახდა, შევეცდებით თქვენთან ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.
    თუ დროულად დაფარვის პრობლემა შეგექმნათ:
    დაგვიკავშირდი, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, რათა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. გაახანგრძლივე ლიზინგის ხელშეკრულების ვადა- შეცვალე გადახდის თარიღი ან გადაავადე მიმდინარე თვის სალიზინგო თანხა.
    მოგოში თითოეული კლიენტისადმი მიდგომა ინდივიდუალურია - მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით და ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციაში.

  • რა არის საჭირო ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ?

    სალიზინგო თანხის სრულად დაფარვის შემდეგ დაგვიკავშირდი და მოგვაწოდე ინფორმაცია, რომ გსურს ავტომობილის გადაფორმება შენს სახელზე. მოდი ნებისმიერ ფილიალში და აიღე უკან გადაფორმების მინდობილობა.

  • შესაძლებელია თუ არა სალიზინგო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება/გადავადება?

    დიახ, სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე ან მოდი ფილიალში.

  • როგორ მოვიქცე თუ შევიცვალე საკონტაქტო ინფორმაცია?

    ცვლილების შესახებ შეგვატყობინეთ ცხელ ხაზზე (032) 22 44 600 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე info@mogo.ge