ხშირად დასმული კითხვები

უკულიზინგი

განაცხადის შევსება

  • ვის შეუძლია შეავსოს განაცხადი?

    განაცხადის შევსება შეუძლია ფიზიკურ პირებს 21 წლის ზემოთ და იურიდიულ პირებს.

  • რა ეტაპებია საჭირო ავტომობილით დაფინანსების მისაღებად?

    1. შეავსე განაცხადი ჩვენს ვებ-გვერდზე www.mogo.ge
    2. განაცხადის განხილვა მოხდება 30 წუთში
    3. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მობრძანდებით მოგოს ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად
    4. ხელშეკრულების გაფორმებისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის კომპანიის სახელზე გადაფორმებისთანავე იღებთ დაფინანსებას, თქვენ კი აგრძელებთ მანქანის მართვას.

  • რა დოკუმენტებია საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად?

    ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მართვის მოწმობა, ავტომობილის ტექნიკური პასპორტი და საბანკო ანგარიშის ნომერი.

  • რა შემთხვევაში ხდება ავტომობილის შეფასება ადგილზე?

    ხელშეკრულების გაფორმების წინ მოგოს სპეციალისტი ყოველთვის პირადად ამოწმებს ავტომობილს.

  • როგორ ხდება ავტომობილის შეფასება?

    მანქანას აფასებენ მოგოს პროფესიონალი შემფასებლები. პირველადი შემოწმება ხდება დისტანციურად, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კი უკვე ადგილზე.

  • იურიდიულად როგორ ფორმდება ავტომობილი?

    ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შენ გენიჭება ავტომობილის მართვის უფლება, ხოლო მოგო ხდება მფლობელი- სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. შენ შეგეძლება მართო მანქანა საქართველოს ტერიტორიაზე. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას იხდის ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირი.

  • აუცილებელია თუ არა ავტომობილის დაზღვევა?

    ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის.

  • რომელი მხარე იხდის ავტომობილის გადაფორმების ხარჯს?

    ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შენ გენიჭება ავტომობილის მართვის უფლება, ხოლო მოგო ხდება მფლობელი- სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. გადაფორმების თანხას იხდის ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირი. მომსახურების სტანდარტული ღირებულება არის 72 ლარი.

  • შემიძლია თუ დაფინანსების მიღება თუ უკვე მაქვს სხვა საკრედიტო ვალდებულებები?

    დიახ, თუ თქვენი შემოსავლები აკმაყოფილებს საკრედიტო მოთხოვნებს.

გადახდები

  • რა გზით ხდება ყოველთვიური თანხის გადახდა?

    გადახდა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით, ბანკის ფილიალიდან და Express pay-ს საშუალებით.

  • გადარიცხვის შემდეგ რამდენი ხანი სჭირდება თანხის ანგარიშზე ასახვას?

    თუ გადახდა ხორციელდება იმავე ბანკიდან, თანხა აისახება რამდენიმე წუთში. თუ გადმორიცხვა ხდება სხვა ბანკიდან, თანხა შეიძლება აისახოს მომდევნო სამუშაო დღეს. გადახდის განხორციელების შემდეგ შენ მიიღებ ტექსტურ შეტყობინებას შენი მობილურის ნომერზე.

  • როგორ მოვიქცე, თუ მსურს მანქანის გაყიდვა სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე?

    ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ან მოგვმართეთ სერვის ცენტრში და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.

  • შესაძლებელია თუ არა ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება?

    ვალდებულების ვადაზე ადრე დაფარვა შესაძლებელია სალიზინგო ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. წინსწრების საკომისიო დამოკიდებულია ვადაზე.

  • როგორ მოვიქცე თუ ვერ ვფარავ სალიზინგო თანხას?

    თუ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როცა არ შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგი გადახდა, შევეცდებით თქვენთან ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.
    თუ დროულად დაფარვის პრობლემა შეგექმნათ:
    დაგვიკავშირდი, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, რათა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. გაახანგრძლივე ლიზინგის ხელშეკრულების ვადა- შეცვალე გადახდის თარიღი ან გადაავადე მიმდინარე თვის სალიზინგო თანხა.
    მოგოში თითოეული კლიენტისადმი მიდგომა ინდივიდუალურია - მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით და ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციაში.

  • რა არის საჭირო ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ?

    სალიზინგო თანხის სრულად დაფარვის შემდეგ დაგვიკავშირდი და მოგვაწოდე ინფორმაცია, რომ გსურს ავტომობილის გადაფორმება შენს სახელზე. მოდი ნებისმიერ ფილიალში და აიღე უკან გადაფორმების მინდობილობა.

  • შესაძლებელია თუ არა სალიზინგო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება/გადავადება?

    დიახ, სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე ან მოდი ფილიალში.

  • როგორ მოვიქცე თუ შევიცვალე საკონტაქტო ინფორმაცია?

    ცვლილების შესახებ შეგვატყობინეთ ცხელ ხაზზე (032) 22 44 600 ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე info@mogo.ge