ჩვენ შესახებ

ჩვენ ვთავაზობთ ლიზინგს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავტომობილის შესაძენად, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებისთვის. ჩვენი მიზანია მომხმარებელთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც მიიღწევა ჩვენს მომსახურებაზე სრული ინფორმაციის მიწოდებით და თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომით.

მოგოში ლიზინგის მიღება სწრაფი და მარტივია. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი მანქანა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. განაცხადის შევსება შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე , ტელეფონით ან კლიენტთა მომსახურების ცენტრში. ნებისმიერი უზუსტობის ან გაუგებრობის შემთხვევაში, დახმარებას აღმოგიჩენთ კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი. ლიზინგით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმავე დღესვე. ასევე შეგიძლიათ, აირჩიოთ გადახდების თქვენთვის სასურველი რაოდენობა.

რატომ მოგო?

შეავსე განაცხადი ნებისმიერი ადგილიდან

  • შეავსე განაცხადი ჩვენს ვებ-გვერდზე
  • დაგვიკავშირდი (032) 22 44 600
  • ესტუმრე ჩვენს ფილიალებს

ისარგებლე ლიზინგით სწრაფად და მარტივად

  • რთული და ფორმალური პროცედურების გარეშე
  • ლიზინგი იმავე დღეს
  • დაიწყე მართვა დღესვე

მეგობრული გარემო

  • მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი
  • ინდივიდუალური მიდგომა
  • სრული ინფორმაციული მხარდაჭერა

მოგოს რომელი პროდუქტი შეგეფერება?

ავტო ლიზინგი

მოგო გაძლევს საშუალებას მართო სასურველი მანქანა იმავე დღეს. ჩვენ ვაფინანსებთ ავტომობილებს, რომელთა ღირებულება არის 2000 ლარზე მეტი, წლოვანებისა და მარკის შეუზღუდავად.

უკულიზინგი

საკუთარი ავტომობილით შეგიძლია ისარგებლო ლიზინგით და მიიღო 27 000 ლარამდე დაფინანსება იმავე დღეს. ფინანსდება ყველანაირი ავტომობილი, მარკისა და წლოვანების შეუზღუდავად. მიიღე საბაზრო ღირებულების 80%-მდე და გააგრძელე მართვა.

პარტნიორები