კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კლიენტი წინამდებარე განაცხადის შევსებით ადასტურებს, რომ მის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია აღნიშნულ განაცხადში ზუსტია და ავთენტური.ამასთან კლიენტი ადასტურებს, რომ განაცხადის შევსების დროს იურიდიულად ქმედითუნარიანია და არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული და/ან ფსიქოტროპული ნივთიერების გავლენის ქვეშ.  კლიენტი აცნობიერებს, რომ შპს მოგო ზრუნავს შეგროვილი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე და იღებს შესაბამის ტექნიკურ და საორგანიზაციო ზომებს აღნიშნულ ინფორმაციაზე არა ავტორიზებული წვდომის აღსაკვეთად. აღნიშნული ზომები მოიცავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის კონტროლთან დაკავშირებულ პოლიტიკებს, პროცედურებს და ტექნიკურ ელემენტებს. აღნიშნული ზომები გონივრულად არის ჩამოყალიბებული, რათა მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დაცული იყოს დაკარგვისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, გადაკეთებისა და განადგურებისგან. მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებზე არა ავტორიზებული წვდომის აღკვეთისათვის ხელშესაწყობად, შპს მოგო-ს შეუძლია გამოიყენოს დაშიფვრა, დაცული მაერთებლების დონე, ქსელური დაცვის სისტემები, ფიზიკური საკეტი და გასაღები, შიდა შეზღუდვები, პაროლით დაცვა და უსაფრთხოების სხვა საშუალებები. გარდა ამისა, მოგო  იყენებს სტანდარტული უსაფრთხოების პროტოკოლებს და მექანიზმებს მგრძნობიარე მონაცემების გადაცემისათვის.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამჟღავნდეს კანონით მოთხოვნის შემთხვევაში და როდესაც შპს მოგო-ს კეთილსინდისიერად მიაჩნია, რომ აღნიშნული გამჟღავნება შესაბამისია ამ უკანასკნელის უფლებების დასაცავად და/ან სასამართლო საქმის წარმოების, სასამართლო გადაწყვეტილების ან სამართლებრივი პროცესების დასაკმაყოფილებად. 

შპს მოგო ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

გაგრძელება