ხელშეკრულების პირობები

ხელშეკრულების გაფორმება

1. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (მოგო) უდგენს მეორე მხარეს (ლიზინგის მიმღები) და რომელთა მეშვეობითაც ხდება კანონით დადგენილი ნორმების შემვსები წესების დადგენა.

ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების  მნიშვნელოვანი პირობები, რომლებიც განსხვავებულია თითოეული კლიენტისათვის, ერთიანობაში ქმნის სალიზინგო მომსახურების ხელშეკრულებას ‘მოგო’-სა და თითოეულ კლიენტს შორის.

2. ხელშეკრულების საგანი

2.1. ლიზინგის მისაღებად ლიზინგის მიმღები კისრულობს ვალდებულებას საკუთრებაში გადასცეს ‘მოგო’-ს სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ‘მოგო’კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს ლიზინგის მიმღებს ან გამყიდველს სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი.

2.2. მას შემდეგ, რაც ‘მოგო’ მიიღებს სატრანსპორტო საშუალებას საკუთრებაში, ‘მოგო’ წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ლიზინგის მიმღებს უფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს და აგრეთვე გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ლიზინგის მიმღები კი იღებს სატრანსპორტო საშუალებას ლიზინგით, გამოსყიდვის უფლებით და აგრეთვე გადაიხადოს სახელშეკრულებო გადასახდელები ხელშეკრულების შესაბამისად.

2.3 მას შემდეგ, რაც ლიზინგის მიმღები სრულად დაფარავს საერთო თანხას, რომელიც ექვემდებარება ლიზინგის მიმღების მიერ დაბრუნებას, იგი ვალდებულია არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ასეთი დაფარვის სრულად განხორციელებიდან, გადაიფორმოს სატრანსპორტო საშუალება საკუთარ სახელზე მომსახურების სააგენტოში.

3. განაცხადი ლიზინგის მისაღებად და ლიზინგის გაცემა

3.1. ხელშეკრულების დასადებად, ლიზინგის მიმღები ავსებს განაცხადს ლიზინგის მისაღებად ‘მოგო’-ს სახელზე, რომლის შევსებაც ხდება კლიენტთა მომსახურების ცენტრში.

3.2 ლიზინგის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას ‘მოგო’ იღებს საკუთარი შეხედულებისამებრ და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ლიზინგის მიმღებს.

3.3. კლიენტთა მომსახურების ცენტრში ხელშეკრულების პირობები განიხილება და შემდგომში იქვე, ლიზინგის მიმღების თანდასწრებით ხდება

ლიზინგის ხელშეკრულების დადება. ლიზინგის მისაღებად განაცხადის გაკეთება და ლიზინგის ხელშეკრულების პირობათა განხილვა არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს მოაწერს ყველა მხარე.

3.4. ‘მოგოს’ გააჩნია უფლება უარი განაცხადოს ლიზინგის მიმღებისათვის სესხის გაცემაზე, ამ უკანასკნელისათვის შეტყობინების გზით. ‘მოგო’ არ არის

ვალდებული დაასაბუთოს უარი ლიზინგის გაცემაზე. ლიზინგის მიმღები აღნიშნულზე აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას.

3.5. ლიზინგის მიმღებს გააჩნია უფლება შეუზღუდავი რაოდენობით განახორციელოს განაცხადი ლიზინგის მისაღებად. ‘მოგო’ არ განიხილავს

განაცხადს ლიზინგის მისაღებად და არ მიიღებს ლიზინგის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, თუ ლიზინგის მიმღებმა დაარღვია ‘მოგო’-სთან ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების რომელიმე პირობა.

4. სატრანსპორტო საშუალების შეძენა და მიღება

4.1. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ლიზინგის მიმღები გადაუხდის ‘მოგო’-ს სახელშეკრულებო საკომისიოს, თუ ასეთი გათვალისწინებულია ხელშეკრულების პირველი ნაწილით.

4.2. ხელშეკრულების დადებამდე ლიზინგის მიმღები ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების ვარგისიანობაში და მის შესაბამისობაში ლიზინგის მიმღების მოთხოვნებისადმი და აგრეთვე შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობა. ‘მოგო’ არ აგებს პასუხს სატრანსპორტო საშუალების ხარისხზე და მის შესაბამისობაზე ლიზინგის მიმღების მოთხოვნებისადმი. აღნიშნულზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ გამყიდველი. იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები და გამყიდველი ერთი და იგივე პირია, იგულისხმება და ლიზინგის მიმღების მიერ დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ვარგისიანობა და მის შესაბამისობა ლიზინგის მიმღების მოთხოვნებისადმი და აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობა შესწავლილია ლიზინგის მიმღების მიერ და მისაღებია მისთვის.

4.3. ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ლიზინგის მიმღები ვალდებულია დაარეგისტრიროს სატრანსპორტო საშუალება ‘მოგო’-ს სახელზე და თუ ასეთი გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი პირობების განსაკუთრებულ დებულებებში, წარუდგინოს ‘მოგო’-ს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, ორიგინალის წარდგენის თანხლებით.

4.4. ‘მოგო’ იძენს საკუთრების უფლებას სატრანსპორტო საშუალებაზე და ‘მოგო’ გადასცემს, ხოლო ლიზინგის მიმღები იღებს ფაქტობრივ მფლობელობაში სატრანსპორტო საშუალებას ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდება ‘მოგო’-ს სახელზე და განხორციელდება სტანდარტული პირობების პუნქტ 6.2.-ში მითითებული პირობა. ცალკე აქტი სატრანსპორტო საშუალების გადაცემაზე საჭირო არ არის.

4.5. ხელშეკრულების დადებისას ლიზინგის მიმღები ადასტურებს და გარანტიას იძლევა მასზედ, რომ სატრანსპორტო საშუალებას არ მიადგა რაიმე დაზიანება მომსახურების სააგენტოში ჩატარებული დათვალიერების შემდეგ. სატრანსპორტო საშუალება არ დაზიანებულა ავტო-საგზაო შემთხვევაში ან, თუ დაზიანება წარმოიშვა და სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლიზინგის მიმღებმა აღმოფხვრა მიყენებული დაზიანებანი და აღადგინა სატრანსპორტო საშუალება ისეთ მდგომარეობამდე, რომელიც არ უნდა იყოს უარესი იმ მდგომარეობაზე, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა უკანასკნელი დათვალიერება. ლიზინგის მიმღები ასევე ადასტურებს რომ სატრანსპორტო საშუალებით შესაძლებელი სარგებლობა და მგზავრობა (ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიღება).

5. სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასის გადახდა

5.1. სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება ლიზინგის მიმღებისათვის (ან გამყიდველისათვის, თუ ლიზინგის მიმღები და გამყიდველი სხვადასხვა პირია) პირდაპირ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულებული იქნება ყველა ქვემოთ მითითებული პირობა.

5.1.1. ლიზინგის მიმღებმა დაარეგისტრირა სატრანსპორტო საშუალება მომსახურების სააგენტოში ‘მოგო’-ს სახელზე და, თუ ასეთი გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი პირობების განსაკუთრებული დებულებით, წარუდგინა ‘მოგო’-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის ასლი, რომელშიც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მითითებულია ‘მოგო’;

5.1.2. ლიზინგის მიმღებმა გადაუხადა ‘მოგო’-ს სახელშეკრულებო საკომისიო, თუ ასეთი გათვალისწინებულია;

5.1.3. ლიზინგის მიმღებმა გადასცა ‘მოგო’-ს სატრანსპორტო საშუალების სათადარიგო გასაღების ერთი კომპლექტი, თუ ასეთი გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი პირობების განსაკუთრებული დებულებით;

5.1.4. ხელმოწერილია და ძალაში შესულია დამატებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულება, თუ ასეთი გათვალისწინებულია ხელშეკრულების პირველი ნაწილით;

5.1.5. შესრულებულია სხვა წინარე პირობები სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასის გადასახდელად, რომლებიც მითითებულია მნიშვნელოვანი პირობების განსაკუთრებულ დებულებათა ნაწილში.

5.2. იმ გადარიცხვის შესრულების მომენტიდან, რომელიც აღნიშნულია სტანდარტული პირობების პუნქტ 5.1-ში მიჩნეულია, რომ ლიზინგის მიმღებმა/გამყიდველმა მიიღო სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი. ფასის გადახდასთან ერთად, ლიზინგის მიმღებს გადაეცემა ლიზინგის საგანი-წინამდებარე ხელშეკრულების პირველი ნაწილის მნიშველოვანი პირობების მე-9 პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალება.

5.3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ლიზინგის მიმღები არ შეასრულებს პირობებს, რომლებიც ჩამოთვლილია სტანდარტული პირობების პუნქტ 6.1-ში ან თუ სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასის გადახდის მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება მესამე პირთა სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთული აღმოჩნდება ან იქნება რაიმე სხვაგვარი აკრძალვის, შეზღუდვებით ან მოთხოვნებით დატვირთული, რაც გაართულებს ‘მოგოს’ უფლების მასზე განხორციელებას, ‘მოგო’ უფლებამოსილია არ გადაიხადოს აღნიშნული ნასყიდობის ფასი. ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ხელშეკრულება არის შეწყვეტილი და ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიფორმოს თავის სახელზე სატრანსპორტო საშუალება შეწყვეტიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის მიმღები არ გადაარეგისტრირებს სატრანსპორტო საშუალებას საკუთარ სახელზე, ‘მოგო’-ს ენიჭება უფლება დაარიცხოს ლიზინგის მიმღებს პირგასამტეხლო ლიზინგის თანხის 0.01%-ი ყოველი დაგვიანებული დღისათვის. ხოლო თუ ლიზინგის მიმღები აგრძელებს სატრანსპორტო საშუალების საკუთარ სახელზე გადარეგისტრირების გაჭიანურებას 30 (ოცდაათი) დღეზე მეტი ვადით, ‘მოგო’ იტოვებს უპირობო უფლებას გამოაცხადოს სატრანსპორტო საშუალება ძებნაში და ცალმხრივად მოხსნას სატრანსპორტო საშუალება აღრიცხვიდან მომსახურების სააგენტოში, რაზეც ლიზინგის მიმღები უპირობოდ თანხმდება და აღიარებს, რომ ასეთი ქმედების განხორციელება ‘მოგო’-ს მხრიდან განპირობებულია ლიზინიგს მიმღების მიერ თავისი ვალდებულების უხეში დარღვევით.

5.4 სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი შესაძლებელია შეიცვალოს მხარეთა დამატებითი შეთანხმების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის გადახდის დღემდე მისი ოდენობა ევროსთან მიმართებაში შემცირდა ან გაიზარდა სატრანსპორტო საშუალების შეძენისათვის გამოყენებული ვალუტის კურსის სულ მცირე 5% (ხუთი პროცენტი) ცვლილებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

5.4.1. დევალვაციის შემთხვევაში - სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ოდენობა იზრდება იმდენი პროცენტით, რა ოდენობითაც მოხდა სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გამოყენებული ვალუტის დევალვაცია ევროსთან მიმართებაში (სულ მცირე, 5%);

5.4.2 რევალვაციის შემთხვევაში - სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ოდენობა მცირდება იმდენი პროცენტით, რა ოდენობითაც მოხდა სატრანსპორტო საშუალების შესაძენად გამოყენებული ვალუტის რევალვაცია ევროსთან მიმართებაში (სულ მცირე, 5%).

5.5 სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ოდენობის ცვლილება, 5.4-ში მითითებულ შემთხვევაში, ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც დადგება 5.4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა და ‘მოგო’-მ სათანადო წერილობითი ფორმით შეატყობინა აღნიშნულის შესახებ ლიზინგის მიმღებს. ლიზინგის მიმღები წინასწარ აცხადებს თანხმობას ასეთ ცვლილებაზე და გრაფიკის შესაბამის გადათვლაზე წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.

5.6 სტანდარტული პირობების 5.5 პუნქტში მითითებულ შეტყობინებაში ‘მოგო’ აფიქსირებს სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ოდენობას თანახმად ცვლილებებისა და აგრეთვე ინფორმაციას ახალი გადაუხდელი ოდენობის გამოთვლის შესახებ და კომპეტენტური დაწესებულების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს შესაბამის ცვლილებებს.

6. სახელშეკრულებო გადასახდელები

6.1. ლიზინგის მიმღები კისრულობს ვალდებულებას შეიტანოს სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის შენატანები და დარიცხული სარგებელი იმ ვადაში, ოდენობითა და ვალუტით, რაც დადგენილია გრაფიკით. ‘მოგო’ ადგენს და წარუდგენს ლიზინგის მიმღებს სახელშეკრულებო გადასახდელების ანგარიშებს, რომლებიც შესაძლებელია შეტანილ იქნეს გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებში.

6.2. ლიზინგის მიმღები ახორციელებს გადახდებს ‘მოგო’-ს ანგარიშზე შეტანით/ჩარიცხვით.

6.3. გადარიცხვის გზით შენატანის და ნებისმიერი გადასახდელის განხორციელებისას ლიზინგის მიმღები ვალდებულია დანიშნულების ველში მიუთითოს ხელშეკრულების ნომერი.

6.4. იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები ახორციელებს გადახდას არა 6.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ‘მოგო’-ს აქვს უფლება არ ჩათვალოს ასეთი გადახდა სათანადოდ შესრულებულად მის იდენტიფიცირების მომენტამდე.

6.5. ლიზინგის მიმღებს გააჩნია უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოისყიდოს სატრანსპორტო საშუალება ლიზინგის ვადის დასრულებამდე ‘მოგო’-სათვის სულ მცირე 3 (სამი) დღით ადრე შეტყობინებით. ასეთ შემთხვევაში ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაუხადოს ‘მოგო’-ს სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი და დაგროვილი საპროცენტო სარგებელი. სარგებლის დარიცხვა ხდება მნიშვნელოვანი პირობებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის დღიური ოდენობის მიხედვით.

6.6. ‘მოგო’-ს გააჩნია უფლება დაადგინოს ვალდებულებათა დაფარვის რიგითობა ლიზინგის მიმღებისგან.

6.7. იმ შემთხვევაში, თუ სახელშეკრულებო გადასახდელების ვადა ემთხვევა სადღესასწაულო ან უქმე დღეს, გადასახდელი შესრულებას ექვემდებარება მომდევნო სამუშაო დღეს.

6.8. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ძალაში შევა საგადასახადო დაბეგვრის ან მოსაკრებლების ისეთი რეჟიმი ან დადგება რაიმე ისეთი სხვა შემთხვევა, რომლიც ‘მოგო’-ს დააკისრებს დამატებით გადასახდელებს ან შეამცირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისაღებ გადასახდელებს, ‘მოგო’-ს გააჩნია უფლება შესაბამისად გაზარდოს ან შეამციროს სახელშეკრულებო გადასახდელები ლიზინგის მიმღებთან დამატებითი თანხმობის გარეშე, ამ უკანასკნელისადმი 30 დღიანი წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გზით, რასაც თან დაერთვება განახლებული გრაფიკი ან შესაბამისი ანგარიში.

6.9. მხარეები თანხმდებიან, რომ სახელშეკრულებო გადასახდელთათვის ‘მოგო’ შეადგენს ელექტრონული ფორმის მქონე ანგარიშებს და ისინი ნამდვილად მიიჩნევა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ანგარიშების გაგზავნა ლიზინგის მიმღებისათვის მოხდება ელექტრონული გზავნილით,ხელშეკრულებაში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

 

გთხოვთ, ხელშეკრულების პირობებს სრულად გაეცნოთ ადგილზე, ხელშეკრულების გაფორმების დროს.

 

 

 

?
თანახმა ვარ რომ შემოწმდეს ჩემი საკრედიტო ისტორია