სკუტერ ლიზინგი – მოგოს ახალი პროდუქტი

24.02.2022

მოგოს ახალი პროდუქტი აქვს, რომელიც დამატებით კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს. ეს ახალი პროდუქტი კი არის სკუტერ ლიზინგი. ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მომრავლდა სკუტერები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ზოგიერთი მომხმარებელი ამ ტრანსპორტის მართვით იღებს სიამოვნებას; ვიღაც სკუტერით გადაადგილებით საცობების და პარკინგის პრობლემას არიდებს თავს, თანაც საკმაოდ ეფექტურად; ზოგიერთი მომხმარებლისთვის კი სკუტერი უბრალოდ შემოსავლის წყაროა იმ ფონზე, რომ დღეს მიტანის სერვისს სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია იყენებს.

გარდა ზემოთ არსებული ჩამონათვალისა, გაზაფხული და კარგი ამინდი გვიახლოვდება, რაც ამცირებს სკუტერის მართვის დისკომფორტებს და ზრდის ამ ტრანსპორტის გამოყენების პრაქტიკულობას.

როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ სკუტერ ლიზინგით?

აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის საკმაოდ მარტივი და სწრაფი სერვისი აქვს მოგოს.  ეს პროცესი ძალიან ჰგავს ავტო ლიზინგით სარგებლობას თავისი ეტაპებით. სკუტერ ლიზინგის შემთხვევაშიც 4 ძირითადი ნაბიჯი უნდა გაიაროს მომხმარებელმა იმისთვის, რომ საბოლოოდ შეძლოს სასურველი სკუტერის დაფინანსება.

სასურველი სკუტერის შერჩევა

უპირველეს ყოვლისა, მომხმარებლის მხრიდან საჭიროა სასურველი ორთვლიანი გადაადგილების საშუალების შერჩევა, თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს ერთ მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს მოგოს სკუტერ ლიზინგით დაინტერესებულ მომხმარებელს. თუკი ავტო ლიზინგის შემთხვევაში შესაძლებელია მეორადი მანქანის ლიზინგი, სკუტერის ლიზინგის დროს აუცილებელია, რომ სატრანსპორტო საშუალება იყოს ახალი. ამასთან ერთად, ორთვლიანი გადასაადგილებელი საშუალება უნდა შეარჩიოთ მოგოს პარტნიორი, Scoot Scoot და  Moped Depot, სკუტერ სადგომებიდან.

განაცხადის შევსება

სასურველი სატრანსპორტო საშუალების შერჩევის შემდგომ განაცხადის შევსების დრო დგება. სკუტერ ლიზინგი საჭიროებს მოგოს ვებ-გვერდზე ლიზინგის შესაბამისი კატეგორიის არჩევასა და პროდუქტის შესაბამისი კატეგორიის სალიზინგო განაცხადის ფორმის შევსებას. განაცხადის შევსება მომხმარებლის მხრიდან საჭიროებს სულ რაღაც 2 წუთს და გულისხმობს სალიზინგო კომპანიისათვის მომხმარებელსა და სასურველ სატრანსპოტო საშუალებაზე მინიმალური ინფორმაციის მითითებას. ეს ინფორმაცია შემდეგია: სკუტერ ლიზინგით დაინტერესებული პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი და პარტნიორ სკუტერ სადგომებზე შერჩეული  ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების ბმული. ეს ინფორმაცია სრულიად საკმარისია განაცხადის გასაკეთებლად.

ხელშეკრულების გაფორმება

განაცხადზე რეაგირება ძალიან სწრაფად ხდება, თუმცა თუ მომხმარებელს განსაკუთრებულად მოკლე დროში სურს მისი განხილვა, მოგოს ვებ-გვერდზე, განაცხადის ფორმაშივე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მონიშნოს „სწრაფი განხილვის სერვისი“. განაცხადის დადებითად განხილვის შემთხვევაში კი ხელშეკრულების გაფორმების ჯერი დგება. ამ ეტაპზე მომხმარებელი ყველანაირ ინფორმაციას მიიღებს თანხის, ვადების და სხვა პირობების შესახებ. ხელშეკრულების გაფორმება კი მოგოს ფილიალში მისვლას საჭიროებს (იხილეთ მოგოს ფილიალები) . ამ ეტაპზე მოხმარებელსა და მოგოს შორის უნდა გაფორმდეს სალიზინგო ხელშეკრულება.

კიდევ ერთი ბოლო ეტაპი შსს-ს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებაა სალიზინგო კომპანიის სახელზე. ეს გულისხმობს იმას, რომ სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მოგო ხდება სკუტერის მფლობელი და მომხმარებელს ენიჭება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სალიზინგო ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეს, მომხმარებლის სახით, შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე ისარგებლოს მისი სატრანსპორტო საშუალებით და ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმას იხდის მართვის უფლების მქონე პირი.  

როგორ ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi  | ავტო ლომბარდი | avto sesxi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi

გადადი პროდუქციის ფორმაზე