მოპედ დეპო და სკუტერ ლიზინგი მოგოში

22.03.2022

დღეს საქართველოს ბაზარზე ლიზინგის  საკმაოდ ბევრი საფინანსო ორგანიზაცია აწვდის მომხმარებელს, თუმცა უმრავლესობა მათგანი ვერ იტყვის იმას, რომ ლიზინგის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ კლიენტებს. კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც ლიზინგის სერვისი აქვთ, მხოლოდ ავტომობილის ლიზინგის მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს. მოგომ კი დაამატა ახალი პროდუქტი, რომელიც ითვალისწინებს ორთვლიანი გადაადგილების საშუალების ლიზინგით შეძენას. 

რატომ სკუტერ ლიზინგი?

დროთა განმავლობაში მრავალი მძღოლი ანაცვლებს ავტომობილს სკუტერით ან სხვა ორთვლიანი გადაადგილების საშუალებით. სუტერის თუ მოპედის პრაქტიკულობა ქალაქში მოძრაობის დროს, ნამდვილად განაპირობებს ამ სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის ზრდას. ეს ტენდენცია თბილისისა თუ სხვა ქალაქების ქუჩებში უკვე მეტად შესამჩნევია. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა მოგომ, რომ უპასუხოს მომხმარებლის საჭიროებებს და დღეს უკვე შესაძლებელია მოპედისა თუ სკუტერის ლიზინგით შეძენა მოგოს დახმარებით.

მოპედ დეპოს სკუტერები | skuter lizingi | სკუტერის ლიზინგი |moped depot| mogo.ge

როგორ შეიძლება სკუტერ ლიზინგით სარგებლობა?

სკუტერ ლიზინგით სარგებლობა იმავე ნაბიჯებს მოიცავს, რა ნაბიჯებიც ავტო ლიზინგის შემთხვევაშია საჭირო (განაცხადის გაკეთება, ხელშეკრულების გაფორმება, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირება). იხილეთ ვრცლად სასარგებლო რჩევები ლიზინგით სარგებლობამდე, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო ის დეტალია, რომლის თანახმადაც მოგოში ლიზინგით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ახალი და არა – მეორადი ორთვლიანი ტრანსპორტის შეძენის შემთხვევაში. გარდა ამ დეტალისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკუტერ ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მოგოს პარტნიორი სადგომებიდან და ეს სადგომებია Scoot Scoot და Moped Depot.

სკუტერ ლიზინგი მოპედ დეპოში

არსებულ ბლოგში მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას მოპედ დეპოზე – მის პროდუქტსა და სერვისზე.

დაახლოებით 5 წელია მოპედ დეპო საქართველოს ბაზარზე არსებობს და მისი მიზანია, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად გააცნოს მოპედი, მისი დადებითი და პრაქტიკული თვისებებით და ქვეყანაში დაამკვიდროს მოპედი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება.

მოპედ დეპო დღეს მომხმარებელს სთავაზობს:

მოგოსთან თანამშრომლობით კი მომხმარებელს შეუძლია მოპედ დეპოში მოპედის შერჩევა და შეძენა იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას ერთიანი თანხა. ლიზინგი ხომ სწორედ ამ კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს, შეიძინოს ტრანსპორტი ერთიანი ფულის არქონის დროს.

მოპედ დეპოსა და მოგოს თანამშრომლობა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მოპედ დეპოს ვებ-გვერდზე შეარჩიოს ტაივანური ბრენდის Sym-ის ან იტალიური ბრენდის Lamretta-ს მოპედები, საბოლოოდ კი მოპედ ლიზინგის დახმარებით შეიძინოს.

მოპედ დეპო საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს პროდუქტის ფასის დიდი დიაპაზონიდან გამომდინარე. ვებ-გვერდზე (https://mopeddepot.ge) მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს მოპედები, რომელთა ფასიც 3 800-დან 15 000 ლარამდე მერყეობს. მოპედების არჩევანი ნებისმიერი გემოვნების და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელს შეიძლება რომ მოერგოს და ეს იძლევა საშუალებას  ნებისმიერი დანიშნულებით – უბრალოდ მოპედის მართვით სიამოვნების მისაღებად თუ საქმიანი დანიშნულებით შეიძინოს მომხმარებელმა ეს ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მოპედ დეპოს შესახებ იხილეთ აქ. ხოლო თუ უფრო მეტი გაინტერესებთ ლიზინგის შესახებ, იხილეთ ჩვენი ბლოგები: ავტო ლიზინგი თუ ავტო სესხი | რა არის უკულიზინგი

მოპედ დეპოს სკუტერები | skuter lizingi | სკუტერის ლიზინგი |moped depot| mogo.ge

როგორ ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi  | ავტო ლომბარდი | avto sesxi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi

გადადი პროდუქციის ფორმაზე