სკუტ სკუტ ლიზინგი მოგოში

25.03.2022

ბოლო დროს ქალაქში მრავალი ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება გამოჩნდა. მოთხოვნა კი, მრავალი მიზეზის გამო, უფრო და უფრო იზრდება და ბაზარიც შესაბამისად პასუხობს ამ მოთხოვნას. ერთის მხრივ, გამოჩნდნენ ობიექტები, რომლებიც სკუტერების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ მომხმარებლებს. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ობიექტი, რომელიც სკუტერების შერჩევისა და შეძენის შესაძლებლობას იძლევა, თბილისსა თუ ბათუმში, არის Scoot-Scoot. გარდა ობიექტებისა, რომლებშიც სკუტერის შეძენაა აუცილებელი, არსებობს ასევე საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების შეძენას უმარტივებენ  მომხმარებლებს. მათ შორისაა სალიზინგო კომპანია მოგო.

სკუტ სკუტი და მოგო დამეგობრდნენ. ეს ნიშნავს, რომ მოგო დღეს ახალი პროდუქტით გამოდის ბაზარზე და ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებით დაინტერესებულ პირებს, უფრო კონკრეტულად კი სკუტ სკუტის სკუტერებით დაინტერესებულ ადამიანებს, სთავაზობს სკუტერის ლიზინგით შეძენას.

სკუტ სკუტის შესახებ

სკუტ სკუტი დღეს თბილისისა და ბათუმის მასშტაბით აერთიანებს სკუტერების მაღაზიებსა და ამ სატრანსპორტო საშუალების შეკეთების სერვისს. სკუტ სკუტი დაახლოებით 6 წელია არსებობს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს მეორადი თუ ახალი სკუტერების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს ბრენდებისა თუ საფასო კატეგორიების მიხედვით. იხილეთ სკუტ სკუტის ლოკაციები.

სკუტ სკუი აერთიანებს მსოფლიოში ორბორბლიანი ტანსპროტის წამყვან და ყველაზე მაღალი ხარისხის ბრენდებს: Aprilia, Honda, Vespa და Yamaha. რაც შეეხება საფასო კატეგორიას, დაახლოებით 4 ათასიდან 7 ათას ლარამდე მერყეობს ახალი ორთვლიანი  სატრანსპორტო საშუალების ფასები. ფასის დიდი დიაპაზონი უზრუნველყოფს უფრო მეტი ადამიანისათვის სკუტერის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა მომხმარებელს ლიზინგით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვს. 

სკუტ სკუტის და სააქციო ფასები

სკუტერების ხელმისაწვდომობას სკუტ სკუტის მიმდინარე ფასდაკლება კიდევ უფრო ზრდის, რომელიც 31 მარტამდე გაგრძელდება. სკუტ სკუტი Yamaha-ს და Vespa-ს გარკვეულ მოდელებზე სააქციო ფასებს სთავაზობს მომხმარებლებს. ფასდაკლებები განსხვავებულია და კონკრეტული მოდელების შემთხვევაშ შემდეგნაირია:

  • Yamaha Ray ZR – ფასდაკლება 400 ლარი.   

იხ. დეტალური ინფორმაცია: https://scootscoot.ge/product/yamaha-ray-zr/

  • Vespa VXL კარბურატორზე –  ფასდაკლება 600 ლარი 

იხ. დეტალური ინფორმაცია: https://scootscoot.ge/product/vespa-vxl-bs4/

  • Vespa VXL ინჟექტორი – ფასდაკლება 1000 ლარი

იხ. დეტალური ინფორმაცია: https://scootscoot.ge/product/vespa-vxl-125cc-2/

ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიურად დატვირთული, ჰიბრიდული ძრავით, მსუბუქი ეკონომიური და კომფორტული მოდელი, მათ შეუძლიათ Yamaha Ray ZR-ით დაინტერესდნენ. ხოლო დახვეწილი, კლასიკური სტილის, ხარისხის, ხასიათსა და სიფერადის მოყვარულებისათვის უფრო საინტერესო Vespa-ს სკუტერებია.

სკუტ სკუტის სკუტერები |  skuter lizingi | სკუტერის ლიზინგი |scoot scoot| mogo.ge

მოგოს სკუტერ ლიზინგის შესახებ

მოგოს სკუტერ ლიზინგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთიანი თანხის არარსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა შეიძნოს მისთვის სასურველი ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აუცილებელია, რომ იყოს ახალი და იყოს შერჩეული მისი პარტნიორი სკუტერ სადგომიდან. მოგოს ერთ-ერთი პარტნიორი სკუტერ სადგომი კი სწორედ სკუტ სკუტია.  

როგორ ხდება სკუტერ ლიზინგით სარგებლობა?

სკუტერ ლიზინგით სარგებლობისას მომხმარებელმა უნდა გაიაროს ყველა ის ეტაპი, რომლის გავლაც სხვა სალიზინგო მომსახურების მიღების დროსა არის აუცილებელი. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეირჩეს ახალი სკუტერი სკუტ სკუტის ვებ-გვერდზე – www.scootscoot.ge .

აუცილებელია გადაამოწმოთ არის თუ არა სკუტ სკუტის მარაგში არჩეული მოდელი. შერჩევის შემდეგი ნაბიჯი სკუტერ ლიზინგის განაცხადის გაკეთებაა, რომელშიც მომხმარებელმა უნდა მიუთითოს სკუტ სკუტის ვებ გვერდზე შერჩეული ახალი მოდელის ბმული და ამსთან ერთად უნდა მიუთითოს ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი.

განაცხადის დადებითად განხილვის შემდეგ კი მოგოსთან სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმება და სკუტერის სალიზინგო კომპანიის სახელზე გადაფორმებაა საჭირო.

რატომ მოგო და რატომ სკუტ სკუტი?

სკუტ სკუტი დღეს მომხმარებელს მოტოციკლის შეძენის ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს იქნება ეს მოდელების მრავალფეროვნება თუ ფასის ხელმისაწვდომობა, თუმცა ამ ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ზრდის ლიზინგი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ არ გადადოს ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების შეძენა ერთიანი თანხის არ არსებობის გამო.

სკუტერ ლიზინგი მოგოში და სკუტ სკუტი ამარტივებს სკუტერის შეძენას და მისით გადაადგილებას გადატვირთულ ქუჩებში დროის დაზოგვისა თუ უბრალოდ დამატებითი შემოსავლის გაჩენის მიზნით.

როგორ ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi  | ავტო ლომბარდი | avto sesxi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi

გადადი პროდუქციის ფორმაზე