რა არის და როგორ ვისარგებლოთ უკულიზინგით?

07.04.2022

ფინანსური ორგანიზაციები ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებელს ეხმარებიან, რომ განსხვავებულ სიტუაციებში, სხვადასხვა გზით დაიწყონ შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობა.

ერთიანი თანხის არარსებობის შემთხვევაში ლიზინგით ავტომობილის შეძენაზე მომხმარებელს ალბათ ბევრჯერ სმენია, განსხვავებით უკულიზინგისგან, რომელიც ავტო ლომბარდის მსგავსი პროდუქტია და ავტომობილის დახმარებით ერთჯერადი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

რა არის და როგორ ვისარგებლოთ უკულიზინგით | rogor visargeblo ukulizingit | mogos ukulizingi | avtolombardi | ავტოლომბარდი | mogo.ge

უფრო კონკრეტულად, რა არის უკულიზინგი?

უკულიზინგი არის თანხის მიღების საუკეთესო საშუალება მაშინ, როდესაც ადამიანს საუთრებაში გააჩნია ავტომობილი. უკულიზინგი ავტომობილის უზრუნველყოფით თანხის მიღების შესაძლებლობას იძლევა, თანაც თანხის გამოყენება დასაშვებია ნებისმიერი მიზნობრიობით. 

დავუშვათ, მომხარებელს პირადი მიზნებისათვის დასჭირდა თანხა, მას შეუძლია სალიზინგო კომპანიას, ამ შემთხვევაში მოგოს, შესთავაზოს საკუთარი აქტივის შეძენა. ეს პროცესი შემდეგნაირად გრძელდება: სალიზინგო კომპანია შეიძენს აქტივს, ანუ ავტომობილს და შემდეგ მომხმარებელს ლიზინგითვე გადაეცემა ეს სატრანსპორტო საშუალება. ფაქტობრივად,  უკულიზინგი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა ავტომობილის სანაცვლოდ სალიზნგო კომპანიისგან მიიღოს ფული, თანაც ისე, რომ განაგრძოს ავტომობილის მოხმარება.

გამოდის, რომ თანხის სანაცვლოდ მომხმარებელი სალიზინგო კომპანიას გადასცემს მესაკუთრის უფლებას, თუმცა მფლობელობა, ანუ აქტივით სარგებლობის უფლება, მას რჩება. ყველაფერ ამას კი მოყვება ლიზინთან დაკავშირებული ვალდებულებები, ანუ მომხმარებელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ყოველთვიურად გადაიხადოს სალიზინგო გადასახადი. სალიზინგო ხელშეკრულების დასრულებისა და ვალდებულების დაფარვის შემდეგ კი ავტომობილი მას საკუთრებაში დაუბრუნდება. მეტ-ნაკლებად ეცემა კითხვას პასუხი – რა არის და როგორ ვისარგებლოთ უკულიზინგით?

უკულიზინგთან დაკავშირებული პირობები მოგოში

უკულიზინგით სარგებლობისას მოგოს შემფასებლები ავტომობილს აფასებენ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების უმაღლესი საბაზრო ღირებულებით, თუმა არსებობს ზღვარიც. ავტომობილის უზრუნველყოფით მისაღები თანხის მაქსიმალური რაოდენობა 100 000 ლარია. რაც შეეხება მიღებული თანხის დაფარვის პერიოდს, მაქსიმუმ 84 თვის განმავლობაში შეუძლია მომხმარებელს, რომ დაფაროს  სალიზინგო ვალდებულება.

რა არის და როგორ ვისარგებლოთ უკულიზინგით | rogor visargeblo ukulizingit | mogos ukulizingi | avtolombardi | ავტოლომბარდი | mogo.ge

რა ეტაპების გავლაა საჭირო უკულიზინგის მისაღებად?

უკულიზინგით სარგებლობა მოგოში ძალიან მარტივია და სულ რამდენიმე საფეხურს უკავშირდება:

  • უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მოგოს ვებ-გვერდზე უკულიზინგის განაცხადის ფორმის შევსება. განაცხადის ფორმა მოითხოვს ინფორმაციას ერთის მხრივ მომხმარებელზე, მეორეს მხრივ კი – ავტომობილზე.

  • განაცხადის დადებითად განხილვის შემდეგ მომხმარებელი იღებს შეთავაზებას უკულიზინგზე. ამ შეთავაზებით კი ის იგებს დეტალურ ინფორმაციას თანხაზე, ვადებსა და პირობებზე.

  • თუკი მომხმარებელი თანახმაა მოგოს შეთავაზებაზე, შემდეგი ნაბიჯი უკვე ხელშეკრულების გაფორმებაა მოგოსთან. რა არის და როგორ ვისარგებლოთ უკულიზინგით?

  • მას მერე, რაც მომხმარებელი სალიზინგო კომპანიას გადასცემს ავტომობილის საკუთრების უფლებას, ის იღებს თანხას და ამასთან ერთად განაგრძნობს ამავე ავტომობილის მოხმარებას.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi  | ავტო ლომბარდი | avto sesxi | sesxebi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi | უკულიზინგი  

გადადი პროდუქციის ფორმაზე