მანქანის მოვლის რჩევები მოგოსგან

26.07.2022

ავტომობილი და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება ცვეთადი ნივთია და იმისთვის, რომ ის მომხმარებლისთვის უსაფრთხო და კომფორტის მომტანი იყოს, იმისთვის, რომ ხშირად არ საჭიროებდეს შეკეთებას, აუცილებელია მისი მუდმივი მოვლა. თითოეულმა მძღოლმა უნდა იცოდეს ყველაზე საგულისხმო და საყურადრებო დეტალები, რომლებიც ავტომობილის მოვლისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მოგო გიზიარებთ მანქანის მოვლის რჩევებს, რომლებიც განსაკუთრებით შესაძლოა ახალბედა მძღოლებს გამოადგეთ:

საბურავების სეზონური ცვლილება

საბურავების სწორად შერჩევა აუცილებელია ავტომობილისათვის და მანქანის მოვლისას ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი ზამთრის და ზაფხულის შესაფერისი საბურავების დაყენებაა. საბურავები ძალიან სენსიტიურია ტემპერატურისა და ასფალტის ზედაპირის მიმართ. გამომდინარე აქედან არსებობს სისქის და ზედაპირის მიხედვით განსხვავებული ჭრილების მქონე საბურავები.

ზაფხულში ცხელი ასფალტი განსხვავებული სისქის და ხახუნის ძალინ მქონე საბურავებს საჭიროებს. არასწორი საბურავი სიცხეში შეიძლება მალე გაცვდეს და ამან შესაძლოა დისკის დაზიანებაც კი გამოიწვიოს. ზაფხულის საბურავს აქვს გლუვი ზედაპირი. მისი ზედაპირი საკმაოდ ახლოს ეხება გზას და დიდი მოჭიდება აქვს მზისგან გახურებულ ასფალტზე. როცა ტემპერატურა ეცემა (ჩამოსცდება + 9 -10 გრადუსს), საბურავები ცივდება და კარგავს გზის ზედაპირზე მოჭიდებას. ეს აქვეითებს ავტომობილის მართვას, ქვეითდება მუხრუჭის სიჩქარეც და საბოლოოდ რთული ხდება ავტომობილის დამორჩილება. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ტემპერატურის დაცემასთან ერთად, აუცილებელია ზამთრის საბურავებზე გადასვლა.

იხილეთ 5 მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილის საბურავის შერჩევისას.

 ზამთარში კი აუცილებელია საბურავები, რომლებიც ყინულზე, თოვლზე და ზოგადად დაბალ ტემპერატურაზე უსაფრთხოდ მოძრაობას. ზამთრის საბურავისთვის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მას აქვს დაღარული ზედაპირი. მიზეზი ისაა, რომ  კარგად მოეჭიდოს სველ, თოვლიან ან მოყინულ გზას. ტემპერატურის ზრდასთან ერთად კი (+ 9-10 გრადუსი), ზამთრის საბურავი მარტივად ცვდება. სწორედ ამიტომ, გაზაფხულიდან საჭირო ხდება მისი შეცვლა ზაფხულის საბურავებით.

საბურავების წნევის შემოწმება

მანქანის მოვლის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, საბურავების სეზონური ცვლილიების გარდა, სხვაგვარადაცაა მათი კონტროლი აუცილებელი.  ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილოთ წნევის კონტროლზე. ყოველი 8000-10000 კილომეტრის გავლის შემდეგ აუცილებელია საბურავების წნევის გაკონტროლება იმ მიზეზით, რომ შენარჩუნდეს მათი ბალანსი.  წნევის ბალანსი საბურავებს ეხმარება იმაში, რომ მათ თანაბარი ცვეთა ჰქონდეთ. ამგვარად საბურავები უფრო დიდხანს გაძლებს და მძღოლი თავიდან აირიდებს დამატებით ხარჯებს.

ზეთის შეცვლა

ზეთი მანქანისთვის ის აუცილებელი წყაროა, რომლის გარეშეც ავტომობილის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. ამ მიზეზით, აუცილებელია კარგი ხარისხის ზეთის დროული დამატება ავტომობილისათვის. კერძოდ, ყოველი 8000-12000 კილომეტრის გავლის შემდეგ აუცილებელია ზეთის შეცვლა.

სამუხრუჭე ხუნდები

უსაფრთხოების მიზნით, დაახლოებით ყოველი 30 000 კილომეტრის გავლის შემდეგ, აუცილებელია  სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა.

დამჯდარი ნათურის შეცვლა

დამჯდარი ნათურები გადაადგილებისას ქმნის ხილვადობის პრობლემებს. ამის გამო დამჯდარი ნათურებით გადაადგილებაზე  ჯარმიაც კი არის დაწესებული. იმისთვის რომ მძღოლი უსაფრთხოდ გადაადგილდეს და ჯარიმასაც აარიდოს თავი, აუცილებელია დამჯდარი ნათურების გამოცვლა, რაც ძალიან მარტივი პროცესია, მძღოლისთვის, დამოუკიდებლადაც შესაძლებელია ამის გაკეთება და სულაც არ საჭიროებს ხელოსანთან მანქანის მიყვანას.

მანქანის სალონის დასუფთავება

რაც უფრო სუფთა და მოვლილია მანქანის სალონი, მით უფრო ახლად და ლამაზად გამოიყურება ავტომობილის ინტერიერი.  ინტერიერის მაქსიმალურად შენარჩუნება იმ მდგომარეობაში, როგორიც ის  თავდაპირველად იყო, უნარჩუნებს ავტომობილის მის ღირებულებას. გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა მოწესრიგებულ და ლამაზ ავტომობილში ჯდომა, ეს ფაქტორი განსაკუთრებით მაშინ გამოადგება მძღოლს, როდესაც ავტომობილის გაყიდვას გადაწყვეტს. კარგად შენახული, სუფთა და მოწესრიგებული სალონი მანქანის მაღალ ფასში გაყიდვის არაჩვეულებრივი გარანტია.

ბოლო სტატიები: ლიზინგის მრავალფეროვანი არჩევანი მოგოში | რატომ ლიზინგი | ავტომობილის საბურავების შერჩევა  | 5 მიზეზი რატომ უნდა აირჩიოთ მოგოს სერვისები |

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | avtolombardi

გადადი პროდუქციის ფორმაზე