როგორ ავარიდოთ თავი გაუთვალისწინებელ ხარჯებს?

29.07.2022

ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ფინანსების მენეჯმენტის უნარი და იმის გათვალისწინება თუ როგორ უნდა ვიმყოფინოთ ჩვენი სტაბილური თუ არასტაბილური შემოსავალი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გაუთვალისწინებელ ხარჯებს ყველა ინდივიდისათვის ნეგატიური შედეგები მოაქვს. ზოგჯერ კი არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება იმხელა გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომ რთულია მას ფინანსების მენეჯმენტის თუნდაც საუკეთესო უნარით მაინც გაუმკლავდეს ვინმე. ფინანსური ორგანიზაციები კი სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობენ. ამ დროს ადამიანს შეუძლია მიაკითხოს ბანკს, მიკრო საფინანსო ორგანიზაციას და აიღოს სესხი, თუმცა კიდევ არსებობს ერთი გამოსავალი და ეს გამოსავალი არის უკულიზინგი.

იხილეთ სტატია: რა არის უკულიზინგი?

რა არის უკულიზინგი?

უკულიზინგი არის სალიზინგო კომპანია მოგოს პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს მანქანის უზრუნველყოფით თანხას სთავაზობს. სწორედ ესაა პროდუქტი, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯებს იმხელა მნიშვნელობას აღარ ანიჭებს, რამხელაც მის გარეშე იქნებოდა მოსალოდნელი.

თუკი ავტო სესხი და ავტო ლიზინგი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა სასურველი ავტომობილი შესაძენად თანხა მიიღოს, უკულიზინგი გულისხმობს ავტომობილის სანაცვლოდ თანხის მიღებას. ამ სერვისის განსაკუტრებულობა კი იმაშია, რომ მომხმარებელი თან თანხას იღებს საკუთარი ავტომობილის სანაცვლოდ და ამასთან ერთად აგრძელებს მის მოხმარებას.

უფრო კონკრეტულად, მაშინ, როდესაც მომხმარებელს უეცრად გამოუჩნდება გაუთვალისწინებელი ხარჯი, ამ დროს კი მას არც გადანახული თანხა აქვს, ვერც სესხს იღებს ბანკისგან ან საფინანსო ორგანიზაციისგან და ვერც ნაცნობს ესესხება ფულს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიტუაცია გამოუვალია. ასეთ სიტუაციებში გამოსავლად შეიძლება გამოცნდეს უკულიზინგი ისეთი მომხმხარებლისათვის, რომელსაც ჰყავს ავტომობილი. მძღოლს შეუძლია თავისი მანქანა შესთავაზოს სალიზინგო კომპანიას, ამ დროს მოგო ფორმდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ანუ მომხმარებელი რჩება მძღოლი, ავტომობილი ფასდება მისი საბაზრო ღირებულების მაქსიმუმით და შესაბამის თანხას იღებს უკულიზინგით დაინტერესბეული ადამიანი.

გამოდის, რომ თუკი მომხმარებელს დასჭირდება თანხა, მას შეუძლია მოგოს მიაკითხოს და საკუთარი ავტომობილის მოგოსთვის მესაკუთრეობის გადაცემის ხარჯზე მიიღოს გარკვეული ოდენობის თანხა. თანხის მღების და მისი ნებისმიერი მიზნობრიობით გამოყენების შემდეგ კი მომხმარებელი იწყებს მიღებული თანხის უკან დაბრუნებას გარკვეული საპროცენტო განაკვეთის სანაცვლოდ. თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, მომხმარებელი მანქანის მფლობელობასთან ერთად იბრუნებს მესაკუთრეობის უფლებასაც.

რა გამოსავალი არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასარიდებლად ?

ზემოთ თქმული პასუხია იმისა, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალი უკულიზინგია. ეს ხარჯი კი მრავალნაირი შეიძლება იყოს. შეიძლება უეცრად ახალი ბიზნეს წამოწყების იდეა გაუჩნდეს ადამიანს და ამისთვის დასჭირდეს ფული, შეიძლება შენაძენის გაკეთების სურვილი ან საჭიროება დადგეს, ისიც შეიძლება, რომ უსიამოვნო რამ შეემთხვეს ადამიანს და რაღაცის გამოსასწორებლად გახდეს საჭირო დამატებითი თანხა. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მიზნობრიობით შეუძლია ადამიანს უკულიზინგით მიღებული თანხის გამოყენება თანაც ისე, რომ არ შეწყვიტოს ავტომობილის მოხმარება.

რა პროცესის გავლაა საჭირო უკულიზინგით სარგებლობისთვის?

უკულიზინგით სარგებლობა არავის აქვს დაგეგმილი. ეს ის სერვისია, რომელიც მოულოდნელად შეიძლება აღმოჩნდეს დახმარების აღმომჩენი საშუალება. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უკულიზინგის მიღება უკავშირდებოდეს სწრაფ და მარტივ პროცესებს. ეს პროცესები კი შემდეგია, უპირველეს ყოვლისა უკულიზინგთან დაკავშირებით ონლაინ განცხადების გაკეთებაა საჭირო და ეს გულისხმობს სალიზინგო კომპანიისთვის მცირედი ინფორმაციის მიწოდებას მძღოლსა და ავტომობილზე. განცხადების დადებითად განხილვის შემდეგ კი მოგოსთან ხელშეკრულების გაფორმებაა საჭირო. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელმა მანქანის უზრუნველყოფით მიიღოს თანხა. 

ბოლო სტატიები: ლიზინგის მრავალფეროვანი არჩევანი მოგოში | რატომ ლიზინგი | ავტომობილის საბურავების შერჩევა  | ტოპ 10 რჩევა ავტომობილის მოვლისთვის |

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | avtolombardi

გადადი პროდუქციის ფორმაზე