სკუტერი და ეკოლოგია

29.04.2022

სკუტერი და ეკოლოგია

ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, მოდით, ვუწოდოთ მას ყველაზე ახალგაზრდული სულისა და თავისუფლების მოყვარული ადამიანების ტრანსპორტი, უამრავი პრაქტიკული მახასიათებლით გამოირჩევა. ამ პრაქტიკულ მახასიათებლებს შორის არის მისი ეკონომიურობა, გადატვირთულ ქალაქის ქუჩებში მოქნილობა, ხელმისაწვდომობა და ეკო მეგობრულობა. ეს უკანასკნელი – სკუტერი და ეკოლოგია, ის დეტალია, რომელზეც დღეს ყველაზე მეტად ალბათ მომავალი თაობის საზრუნავია.  

მანქანის გამონაბოლქვი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარეგანი ეფექტია საქართველოში. განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა კი თბილისშია. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება უკვე დიდი ხანია სცდება დასაშვებ ზღვარს. ყველაფერი ეს გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, უფრო კონკრეტულად იწვევს ასთმას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ფილტვის ფუნქციის რღვევას და სხვა.

ამ პრობლემასთან, ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის გამოცდილება განსხვავებულ ქვეყანაში განსხვავებულია და მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი არჩევანი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას. ერთს მხრივ, გამოსავალია ძველი ავტომობლის შეცვლა ახალი ელექტრო მანქანით. მეორეს მხრივ კი, კიდევ უფრო კარგი გამოსავალი, ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებაა.

რატომაა ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება ეკო მეგობრული?

სკუტერი და მოპედი გამორჩეულია ეკო მეგობრულობით რამდენიმე მიზეზის გამო:

ნაკლები CO2-ის გამოყოფა

ნებისმიერ მოტორიან მოწყობილობებთან შედარებით, სკუტერი, მოპედი და სხვა ორთვლიანი ტრანსპორტი 50%-ით ნაკლებ ნახშირბადის დიოქსიდს ანუ  CO2-ს წარმოქმნის.

ნაკლები წვა

ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებს, 100 კილომეტრის დასაფარად დაახლოებით 2-3 ლიტრი საწვავი სჭირდება მაშინ, როდესაც ზოგიერთ ავტომობილს 10-15 ლიტრი საწვავი ესაჭიროება. ცხადია, რაც უფრო ნაკლები საწვავია საჭირო გარკვეული მანძილის დასაფარად, ნაკლებია CO2-ის წარმოქმნაც. 

გადაადგილებისთვის საჭიროა ცოტა დრო

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნაკლებად აბინძურებს გარემოს სკუტერი თუ მოპედი ისაა, რომ მათ გადასაადგილებალდ მანქანასთან შედარებით ნაკლები დრო სჭირდებათ. თუკი ერთი ადგლიდან მეორემდე გადასაადგილებლად მანქანა შეიძლება საათობით იდგეს საცობში და ამ დროის განმავლობაში ნახშირბადის დიოქსიდით გაჟღინთოს ჰაერი, იგივე პრობლემას არ გამოიწვევს ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება. სკუტერი თუ მოპედი საკმაოდ მოქნილია და არ უწევს გადატვირთულ ქუჩაში საათობით დგომა, მისი გადაადგილების დროს არ ზრდის საცობების პრობლემა ქალაქში. გამომდინარე იქიდან, რომ A პუნქდიდან B პუნქდამდე მისაღწევად სკუტერს არ სჭირდება ბევრი დრო, ამ ტანსპორტის მოხმარებით მძღოლი ჰაერის დაბინძურებასაც ირიდებს თავიდან.

მოგო და სკუტერ ლიზინგი

ჯანსაღი და სუფთა გარემო მოგოსთვისაც მნიშვნელოვანია. მოგო თავისებურად უწყობს ხელს მსგავს პროცესებს და მოხმარებელს ლიზინგის დახმარებით აძლევს შესაძლებლობას, რომ სკუტერი თუ მოპედი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი.

გაზაფხუილდან კიდევ უფრო პრაქტიკული და სასიამოვნო ხდება ორთვლიანი ტრანსპორტის მოხმარება და მოგო კიდევ უფრო ფართო ჩამონათავლს სთავაზობს მომხმარებელს სკუტერისა თუ მოპედის ლიზინგით შესაძენად.

იმისთვის, რომ მომხმარებელმა მოგოს დახმარებით შეიძინოს სკუტერი, სატრანსპორტო საშუალება აუცილებელა იყოს ახალი და ამასთან ერთად, შერჩეული მოგოს პარტნიორი სადგომებიდან.  პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი კი საკმაოდ მრავალფეროვანია:

https://mopeddepot.ge/

http://tvsgeorgia.ge/

https://www.lionsp.ge/

სკუტერლიზინგით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: სკუტერ ლიზინგი

იხილეთ ასევე მოგოს ახალი პროდუქტი სპეც ტექნიკის ლიზინგი და სხვა საინტერესო სტატიები ჩვენს ბლოგზე: ონლაინ ავტოლიზინგი | უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი როგორ ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi | avto sesxi | avto lombardi

Related articles
avtolizingi
leasing
ukulizingi

31.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

24.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

17.07.2023

Information about services provided by AS mogo: AS mogo offers leasing, reverse leasing and consumer credit services. Leasing and reverse leasing services are available with a loan term from 3 to 84 months and a loan amount from 500 to 15000 EUR. Consumer credit service is available with a loan term from 3 to 48 months with a loan amount from 100 to 3000 EUR, maximum interest rate per year - 90%. * Representative example of leasing or reverse leasing for Gold client / Standard client: Loan term - 36 months, loan rate 20.40% /45.60%, APR - 26.83% /69.51%, processing fee - 5% / 10% of the loan amount, monthly payment 176.56 EUR / 254.59 EUR. Loan amount - 5000.00 EUR (total amount for payment 6658.92 EUR / 9165.24 EUR, given that the loan is repaid on time). Representative example of a consumer loan: Loan term - 48 months, loan rate - 42.00%, APR - 51.11%, processing fee - 0 EUR. Loan amount - 3000.00 EUR, monthly payment - 129.92 EUR (total amount for payment 6236.16 EUR, taking into account that the loan is repaid on time).

28-09-2023 16:48:38