სპეც. ტექნიკის ლიზინგი – მოგოს ახალი პროდუქტი

24.03.2022

სპეც. ტექნიკის ლიზინგი – მოგოს ახალი პროდუქტი

მოგო მრავალი სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს და ამით ცდილობს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. მხოლოდ ავტომობილი არ არის ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ადამიანს გადაადგილებაში ეხმარება ან მისი შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფს. ავტომობილის გარდა, ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები, იქნება ეს სკუტერი თუ მოპედი, ტრანზიტ მოდელები, რომლებიც ტვირთვის გადატანას უზრუნვლეყოფენ, იმ ტექნიკის ჩამონათვალია, რომლებიც დღეს ერთ-ერთი ან ერთადერთი შემოსავლის წყარო შეიძლებაიყოს მომხმარებლისათვის. სწორედ ამ მიზეზით, მოგომ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს ეს სატრანსპორტო საშუალებები მძღოლებისათვის და ავტო და სკუტერ ლიზინგთან ერთად შექმნა კიდევ ერთი ახალი პროდუქტი – სპეც ტექნიკის ლიზინგი.

რა არის სპეც. ტექნიკის ლიზინგი?

ეს გულისხმობს ტრანზიტ მოდელების ანუ გადამზიდის ტიპის ავტომობილების ლიზინგს. ეს სერვისი დაეხმარება იურიდიულ პირებსა თუ ფიზიკურ პირებს, რომელთა საქმიანობაც ტვირთის გადაზიდვას უკავშირდება.

სპეც ტექნიკა | ტექნიკის ლიზინგი | სპრინტერის ლიზინიგი | truck leasing | mogo.ge

რა პირობებითაა შესაძლებელი სპეც ლიზინგით სარგებლობა მოგოში?

იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს და ლიზინგით შეიძინოს სპეც. ტექნიკა, უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე წინაპირობა:

  • აუცილებელია, რომ ავტომანქანა იყოს 1997 წლის შემდეგ გამოშვებული;
  • B კატეგორიის;
  • წონა უნდა იყოს  3.5 ტონამდე;
  • და უნდა იყოს ამ 5 მოდელიდან ერთ-ერთი :
  1. Ford – Transit
  2. Daihatsu – Hijet
  3. Suzuki – Curry Truck
  4. Subaru – Sambar-truck
  5. Mitsubishi – Minicub

როგორ მუშაობს სპეც ტექნიკის ლიზინგი?

სპეც ტექნიკის ლიზინგით სარგებლობისას მომხმარებელმა უნდა გაიაროს ზუსტად ის ეტაპები, რომელთა გავლაც სხვა სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგით სარგებლობის დროსაა აუცილებელი.  ეტაპები შემდეგია:

სასურველი სპეც ტექნიკის შერჩევა – თავდაპირველად, მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს გადამზიდის ტიპის ის მოდელი, რომელიც ჯდება ზემთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებში (კონკრეტული გამოშვების წელი, კატეგორია, წონა, მოდელი).

გასათვალისწინებელია, რომ თუკი მომხმარებელს ჯერ არ აქვს შერჩეული სასურველი სპეც ტექნიკა, შეუძლია მაინც შეავსოს სპეც ეტქნიკის ლიზინგის განაცხადი. განაცხადის დადებითად განხილვის შემდეგ კი აუცილებელი ხდება მომხმარებელს კონკრეტული მოდელი ჰქონდეს შერჩეული.

განაცხადის შევსება – ეს ეტაპი გულისხმობს მოგოს ვებ-გვერდზე სპეც ტექნიკის ლიზინგის მოთხოვნის განაცხადის ფორმის შევსებას.  განაცხადის ფორმა სულ რამდენიმე ველის შევსებას, მომხმარებელზე ინფორმაციის მითითებას ითვალისწინებს. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს პირადი ინფორმაცია საკუთარ თავზე, ესენია: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი.

ხელშეკრულების გაფორმება – თუკი განაცხადი დადებითად განიხილება, მომხმარებელი უკვე უნდა მიბრძანდეს მოგოს ფილიალში და გააფორმოს სალიზინგო ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების ეტაპზე ასევე აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების კომპანიის, მოგოს, სახელზე გადაფორმება. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ამ პროცედურის გავლის შემდეგ მოგო უკვე აფინანსებს სპეც ტექნიკას, რის შედეგადაც შერჩეული სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა და დამატებითი შემოსავლის გენერირება შესაძლებელი ხდება.

სპეც ტექნიკა | ტექნიკის ლიზინგი | სპრინტერის ლიზინიგი | truck leasing | mogo.ge

როგორ ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi  | ავტო ლომბარდი | avto sesxi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi

Related articles