სასარგებლო რჩევები ლიზინგით სარგებლობამდე

08.12.2021

სასარგებლო რჩევები ლიზინგით სარგებლობამდე

ალბათ შეგხვედრიათ სტატიები და ბლოგები თუ რა არის ლიზინგი,  უკულიზინგი, რა უპირატესობები აქვს მას, თუმცა ყველა მომხმარებლის საჭიროება ინდივიდუალურია. სანამ ლიზინგით ისარგებლებთ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს სერვისი თქვენზე მორგებულია. მოხმარებამდე აუცილებელია, რომ მაქსიმალურად ბევრი ან უბრალოდ თქვენთვის საჭირო  ინფორმაცია მიიღოთ აღნიშნულ პროდუქტზე. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და იმაში,  ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ, როგორც მომხმარებელმა, მიიღოთ მაქსიმალური სარგებებელი.

1.     ნამდვილად გსურთ ლიზინგით სარგებლობა?

შეიძლება მანქანა არასდროს გყოლიათ და ახლა გინდათ პირველი ავტომობილის შეძენა, ან იქნებ უკვე გყავთ მანქანა, რომელიც აღარ მოგწონთ და უბრალოდ განახლება გსურთ? თუკი ერთიანი თანხა არ გაქვთ, მაგრამ ავტომობილის შეძენა რაც შეიძლება მოკლე დროში გინდათ, ბევრი ალტერნატივა, მრავალი ფინანსური ორგანიზაცია და ამ პრობლეის მოგვარების გზა არსებობს. არსებობს ავტო სესხი, ავტო ლიზინგი ან უკულიზინგი. მოგო გთავაზობთ ლიზინგისა და უკულიზინგის სერვისებს. ლიზინგი იმ შემთხვევაში შეგიზლიათ გამოიყენოთ, თუკი ამჟამად არ გყავთ მანაქნა და შეძენა გსურთ. უკულიზინგით სარგებლობა კი მაშინ შეგიძლიათ, როცა უკვე გყავთ ავტომობილი და მისი განახლება ან უბრალოდ მანქანის სანაცვლოდ ფულის მიღება და ამ ფულით სხვა საჭიროებების დაფარვა გნებავთ.

დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი წინა ბლოგი: რა არის უკულიზინგი?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს საჭიროებებზე ყველაზე მორგებული ლიზინგი შეიძლება იყოს, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა გაიზროთ მისი არსი. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ლიზინგი არის ავტომობილის ეტაპობრივი შეძენა საკუთრებაში. ესე იგი რაღაც ეტაპზე, თქვენ იყენებთ ავტომობილს, ამავდროულად ამ ქონებისთვის იხდით გარკვეულ თანხას, თუმცა თანხის გადახდის პროცესი ჰგავს არა ქირავნობას, არამედ თქვენ იხდით ფულს იმისთვის, რომ საბოლოოდ ავტომობილი თქვენივე საკუთრება გახდეს.

2.     ლიზინგით სარგებლობის პირობები

თუკი გადაწყვეტთ, რომ მანქანის შესაძენად თქვენზე  ყველაზე მეტად მორგებული სერვისი ლიზინგია, უმჯობესია მის წესებსა და პირობებს გაეცნოთ. მოდით, განვიხილოთ მოგოს მაგალითზე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ლიზინგით მიღებული მაქსიმალური თანხა შეიძლება იყოს 100 000 ლარი. ლიზინგის გადახდის პერიოდი კი 3-დან 84 თვემდეა. გარდა ამ პირობებისა, უნდა იცოდეთ რა ეტაპების გავლა მოგიწევთ ლიზინგის აღებამდე მოგოში. თავდაპირველად უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელზე პასუხსაც 24 საათის განმავლობაში მიიღებთ. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მოგიწევთ მოგოს ფილიალში მისვლა და ხელშეკრულების გაკეთება.

3.     შეარჩიეთ თქვენზე მორგებული  ავტომობილი

განაცხადის გაკეთებამდე შეიძლება ჯერ კიდევ არ გქონდეთ  სასურველი ავტომობილი შერჩეული, თუმცა თუ თქვენი განაცხადი დადებითად განიხილა მოგომ და ხელშეკრულების დასადებად ფილიალში დაგიბარათ, ამ ეტაპისთვის ნამდვილად საჭიროა, რომ არჩეული გქონდეთ სასურველი მანქანა.

მანქანის არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ თქვენს საჭიროებებს. რა მიზნისთვის ყიდულობთ მანქანას? როგორ გზებზე მოგიწევთ სიარული?  ვიწრო ქუჩებში, გრუნტიან გზაზე თუ ავტობანზე? რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, კონკრეტული სტატუსი  და მანქანის ბრენდი თუ უბრალოდ მისი ეკნომიურობა (ძრავის ეკონომიურობა, შენახვისა და მოვლის ხარჯები)?  

ხშირად მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ავტომობილის ღირებულებაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ავტომობილის იაფად შეძენა შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს სამომავლოდ ეკონომიური გადაწყვეტილება. ავტომობილის ეკონომიურობაზე საუბრისას შესაძენ ღირებულებაზე უფრო მნიშვნელოვანი ის ხარჯებია, რომელიც მოხმარების პროცესში შეიძლება დასჭირდეს მანქანას. აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენს წვავს თქვენი შერჩეული ავტომობილი, მარტივია თუ არა მისი ნაწილების შეძენა და რა ფასად, როგორი ცვეთა აქვს და ა.შ.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: ავტოლომბარდი | Lombardi | avto Lombardi | უკულიზინგი

Related articles
avtolizingi
leasing
ukulizingi

31.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

24.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

17.07.2023

Information about services provided by AS mogo: AS mogo offers leasing, reverse leasing and consumer credit services. Leasing and reverse leasing services are available with a loan term from 3 to 84 months and a loan amount from 500 to 15000 EUR. Consumer credit service is available with a loan term from 3 to 48 months with a loan amount from 100 to 3000 EUR, maximum interest rate per year - 90%. * Representative example of leasing or reverse leasing for Gold client / Standard client: Loan term - 36 months, loan rate 20.40% /45.60%, APR - 26.83% /69.51%, processing fee - 5% / 10% of the loan amount, monthly payment 176.56 EUR / 254.59 EUR. Loan amount - 5000.00 EUR (total amount for payment 6658.92 EUR / 9165.24 EUR, given that the loan is repaid on time). Representative example of a consumer loan: Loan term - 48 months, loan rate - 42.00%, APR - 51.11%, processing fee - 0 EUR. Loan amount - 3000.00 EUR, monthly payment - 129.92 EUR (total amount for payment 6236.16 EUR, taking into account that the loan is repaid on time).

28-09-2023 16:48:41