ავტო ლიზინგი ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება

22.12.2021

ავტო ლიზინგი ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება

დღეს, მაშინ, როდესაც ძალიან სწრაფია ცხოვრების ტემპი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი ავუწყოთ მას. თუ ვერ გავასწრებთ, იქნებ დავეწიოთ მაინც დროს. სწორედ ამ მიზეზით ყველა ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელია ყველაფერი პრაქტიკული, კომფორტული, სწრაფი და მარტივი. ამ დახასიათებას უნდა ექვემდებარებოდეს ისეთი ყოფითი ნივთებიც კი, როგორიც ავტომობილია.

საცობებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაკარგული ზედმეტი წუთებისა და საათების დრო არავის არ აქვს. ამ ყოფითი პრობლემის მოგვარებაში კი ავტომობილი გვეხმარება. დღეს მანქანა არა თუ კომფორტი, არამედ აუცილებლობაა იმისთვის, რომ ჩვენი დღის განმავლობაში დაგეგმილი საქმეები უფრო სწრაფად და მარტივად მოვაგვაროთ.

როცა დროის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ისიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ არც მანქანის შეძენისთვის საკმარისი ფულის შეგროვებაში უნდა დახარჯოს ადამიანმა დრო. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა არსებობს უამრავი ფინანსური ორგანიზაცია, რომლებიც ერთიანი ფულის არმქონე მომხმარებელს ერთიან თანხას სთავაზობენ ხშირად უზრუნველყოფის გარეშე. მათ შორისაა მოგოც, რომელიც გეხმარებათ მიიღოთ ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილება მანქანის შეძენისას და ისარგებლოთ ლიზინგით, ან იქნებ უკულიზინგით? 

  1. მიზეზი N1 – არ გიწევთ მანქნის შეძენისთვის საჭირო თანხის შეგროვება

ავტო ლიზინგი ყელაზე პრაქტიკულია და რატომ – არ გიწევთ უვადო პერიოდით დაიწყოთ ფულის შეგროვება, ამასობაში ვინ იცი, იქნებ ლარიც გაუფასურდეს დოლართან მიმართებაში და კიდევ უფრო გართულდეს მანქანის შეძენა. მოკლედ, არ ღირს მანქანის შეძენის საჭიროების გახანგრძლივება, უმჯობესია მიმართოთ მოგოს და რამდენიმე დღეში დაიწყოთ მანქანის მართვა.

  • მიზეზი N2 – რიგ შემთხვევებში არაა საჭირო თავდები

რიგ შემთხვევებში ლიზინგით სარგებლობისთვის არ გჭირდებათ უზრუნველყოფა, თავდები, სხვა ადამიანები ან საგნები იმისთვის, რომ მოგო თქვენს გადახდისუნარიანობაში დაარწმუნოთ. ძირითად შემთხვევებში  საკმარისია თქვენი სურვილი იმისთვის, რომ ლიზიგით ისარგებლოთ (დავაზუსტოთ, რომ ფიზიკური პირის შემთხვევაში თავდების საჭიროება განისაზღვრება ინდივიდუალურად, განაცხადის მიხედვით. იურიდიული პირის შემთხვევაში კი თავდები აუცილებელია.)

  • მიზეზი N3 – განაცხადის გაკეთების პროცესი

თქვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი ლიზინგით სარგებლობისთვის არის განაცხადის გაკეთება, რომელიც გულისხმობს მოგოს ვებ-გვერდზე – განაცხადის ფორმის შევსებას. სულ რამდენმე წუთია საჭირო ამ განაცხადის გასაკეთებლად, თქვენი მხრიდან ეს არ საჭიროებს არანაირ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას.

  • მიზეზი N4 – ხელშეკრულების გაფორმება

განაცხადის დადებითად განხილვის შემთხვევაში 24 სამუშაო საათში დაგიკავშირდებათ მოგოს წარმომადგენელი და თქვენ მიიღებთ ყველანაირ ინფორმაციას ლიზინგთან დაკავშირებულ თანხებზე, ვადებსა და პირობების შესახებ. შემდეგ ეტაპად კი რჩება ის, რომ მიხვიდეთ მოგოს რომელიმე ფილიალში (რომელიც საქართველოს 5 დიდ ქალაქშია) და გააფორმოთ ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საჭიროა შსს-ს მომსახურების სააგენტოში თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილის სალიზინგო კომპანიის სახელზე გადაფორმება. სულ ესაა სრული პროცესი – ძალიან მარტივი, მომხმარებელზე მორგებული და რაც მთავარია პრაქტიკული.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lombardi| avto lizingi | რჩევები ლიზინგით სარგებლობამდე | mogos manqanebi

Related articles
avtolizingi
leasing
ukulizingi

31.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

24.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

17.07.2023

Information about services provided by AS mogo: AS mogo offers leasing, reverse leasing and consumer credit services. Leasing and reverse leasing services are available with a loan term from 3 to 84 months and a loan amount from 500 to 15000 EUR. Consumer credit service is available with a loan term from 3 to 48 months with a loan amount from 100 to 3000 EUR, maximum interest rate per year - 90%. * Representative example of leasing or reverse leasing for Gold client / Standard client: Loan term - 36 months, loan rate 20.40% /45.60%, APR - 26.83% /69.51%, processing fee - 5% / 10% of the loan amount, monthly payment 176.56 EUR / 254.59 EUR. Loan amount - 5000.00 EUR (total amount for payment 6658.92 EUR / 9165.24 EUR, given that the loan is repaid on time). Representative example of a consumer loan: Loan term - 48 months, loan rate - 42.00%, APR - 51.11%, processing fee - 0 EUR. Loan amount - 3000.00 EUR, monthly payment - 129.92 EUR (total amount for payment 6236.16 EUR, taking into account that the loan is repaid on time).

28-09-2023 16:48:41