რა არის უკულიზინგი

01.12.2021

რა არის უკულიზინგი

ალბათ ბევრი გსმენიათ ლიზინგზე და მის მნიშვნელობაზე. ამ დრომდე ალბათ ბევრი სტატია, ბლოგი ან პოსტი გინახავთ ლიზინგზე და მის უპირატესობებზე. როდის შეგიძლიათ აიღოთ ლიზინგი? მაშინ, ოდესაც ავტომობილის შეძენა გსურთ, თუცა ამისთვის არ გაქვთ ერთიანი თანხა. ამ დროს თქვენ აკეთებთ სალიზინგო განაცხადს და იღებთ სალიზინგო კომპანიისგან იღებთ თქვენთვის სასურველ ერთიან თანხას, რომლის საშუალებითაც მომენტალურად შეგიძლიათ სასურველი ავტომობილის შეძენა.

მაში, როდესაც ავტომანქანა არ გყავთ და ამ ქონების შეძენა გსურთ, გასაგებია რომ ამ სურვილის ასრულებაში ლიზინგი გეხმარებათ, თუმცა რა ხდება მაშინ, თუკი თქვენ უკვე გყავთ მანქანა, თუმცა გსურთ მისი განახლება ან უბრალოდ გსურთ მანქანის სანაცვლოდ ფული მიიღოთ, თანაც ისე, რომ რეალურად ისევ თქვენს მოხმარებაში რჩებოდეს ავტომობილი.

1.     რა არის უკულიზინგი და როგორ მუშაობს?

უკულიზინგი ეს არის ავტომობილის უზრუნველყოფით თანხის მიღების საშუალება საფინანსო ორგანიზაციისგან, ამ შემთხვევაში სალიზინგო კომპანიისგან. აღსანიშნავია, რომ უკულიზინგით მიღებული თანხა მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი მიზნობრიობით.

დავუშვათ დაგჭირდათ თანხა პირადი მიზნებისათვის. ამ დროს სალიზინგო კომპანიას შეგიძლათ შესთავაზოთ, რომ შეიძინოს თქვენი ავტომობილი, რომელიც ლიზინგითვე გადმოგეცემათ. პრაქტიკულად უკულიზინგი გულისხმობს იმას, რომ თქვენივე ავტომობილის უზრუნველყოფით, სალიზინგო კომპანიისგან იღებთ თანხას, რომელსაც მოიხმართ პირადი მიზნებისათვის და პარალელურად თქვენ  აგრძელებთ თქვენივე ავტომობილის მოხმარებას, რომლისთვისაც შემდგომში ყოველთვიურად გადაიხდით სალიზინგო გადასახადს. ამ პერიოდში ავტომობილი არის სალიზინგო კომპანიის საკუთრება (თუმცა თქვენ მანქანით სარგებლობის უფლება გაქვთ), სალიზინგო ხელშეკრულების ამოწურვისა და ვალდებულების დაფარვის შემდეგ კი თქვენ საკუთრებაშივე ბრუნდება იგივე ავტომობილი.

2.     რა შემოთავაზება და პირობები აქვს უკულიზინგს, როგორც მოგოს პროდუქტს?

თუ გინდათ რომ გამოიყენოთ უკულიზინგი, უნდა იცოდეთ რამდენიმე პირობა, თუ რას გთავაზობთ კონკრეტულად ეს საზლიზინგო კომპანია.

მოგო უკულიზინგით სარგებლობისას ანუ მანაქნით უზრუნველყოფით მომხხმარებელს აძლევს მაქსიმუმ 100 000 ლარს. მას მერე რაც აიღებ კუთვნილ თანახს, დგება დრო, რომ სალიზინგო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაფარო უზრუნველყოფაში ჩადებული ავტომობილისათვის. ამისთვის 3-84 თვის შუალედით შეგიძლიათ რო იხადოთ სალიზინგო ვალდებულებით დაკისრებული ყოვლეთვიური გადასახადი. დაფინანსებას რაც შეეხება, მოგოს ექსპერტი შეაფასებენ თქვენი ავტომობილის საბაზრო ღირებულებას და მოგცემენ საბაზრო ღირებულების 100%-ს, თუმცა ამისთვის  გასათავლისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მანქანის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. რაც შეეხება იურიდიულ ნაწილს, როგორც უკვე ვახსენეთ, უკულიზინგით სარგებლობისას, სალიზინგი ხელშეკრულების დასრულებამდე ავტომობილი გადადის სალიზინგო კომპანიის მფლობელობაში (თუცა მოხმარების უფლეაბ ისევ მომხმარებელს ანუ თქვენ გაქვთ, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი ავტომობილი თქვენ საკუთრებაში ბრუნდება.

3.     რა პროცესების გავლაა საჭირო უკულიზინგისთვის?

უკულიზინგის პროცესი საკმაოდ მარტივია. მოდით, განვიხილოთ მოგოს მაგალითზე. საიტზე www.mogo.ge  თქვენ ნახავთ უკულიზინგის განცხადების ფორმას, რომელშიც საჭიროა მიუთითოთ ინფორმაცია თქვენზე და თქვენს ავტომობილზე.

პირადი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში დაგჭირდებათ სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაბაების თარიღისა და საკონტაქტოს მითითება. რაც შეეხება ინფორმაციას ავტომობილზე, აქ მოგიწევთ დააზუსტოთ: მანქანის ნომერი, მარკა, მოდელი, გამოშვების წელი, უნდა მიუთითოთ ავტომობილი მარჯვენა საჭიანია თუ მარცხენა, მნიშვნელოვანი დეტალია ასევე საწვავის ტიპი (ბენზინი, დიზელი, აირი, სხვა…), გადაცემათა კოლოფის ტიპი (ავტომატიკა, მექანიკა), ძრავის მოცულობა.  ჩამოთვლილი ინფორმაციის მითითების შემდეგ თქვენ აგზავნით განაცხადს მოგოში და არა უმეტეს 24 საათისა, განაცხადის დადებითად განხილვის შემთხვევაში დაგიკავშირდებიან მოგოს თანამშროლები და დაგიბარებენ ფილიალში. ფილიალში მისვლის ეტაპზე კი თქვენ გააფორმებთ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც აიღებთ იმ რაოდენობის შესაბამის თანხას,  რა ღირებულებითაც შეფასდება თქვენი ავტომობილი.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: ავტოლომბარდი | Lombardi | avto Lombardi | მანქანის ლომბარდი

Related articles
avtolizingi
leasing
ukulizingi

31.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

24.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

17.07.2023

Information about services provided by AS mogo: AS mogo offers leasing, reverse leasing and consumer credit services. Leasing and reverse leasing services are available with a loan term from 3 to 84 months and a loan amount from 500 to 15000 EUR. Consumer credit service is available with a loan term from 3 to 48 months with a loan amount from 100 to 3000 EUR, maximum interest rate per year - 90%. * Representative example of leasing or reverse leasing for Gold client / Standard client: Loan term - 36 months, loan rate 20.40% /45.60%, APR - 26.83% /69.51%, processing fee - 5% / 10% of the loan amount, monthly payment 176.56 EUR / 254.59 EUR. Loan amount - 5000.00 EUR (total amount for payment 6658.92 EUR / 9165.24 EUR, given that the loan is repaid on time). Representative example of a consumer loan: Loan term - 48 months, loan rate - 42.00%, APR - 51.11%, processing fee - 0 EUR. Loan amount - 3000.00 EUR, monthly payment - 129.92 EUR (total amount for payment 6236.16 EUR, taking into account that the loan is repaid on time).

28-09-2023 16:48:43