გაიცანით სლაიდერი - მოგოს მასკოტი
18.03.2026

გაიცანით სლაიდერი - მხიარული მასკოტი მოგოს ვებსაიტის ყველაზე პოპულარული კუთხიდან!
როდესაც მომხმარებლები ცდილობენ დათვალონ ლიზინგისა და უკულიზინგის თანხები, უმეტესობა საბოლოოდ ერთსა და იმავე ადგილას ხვდება ჩვენს ვებსაიტზე - იქ, სადაც რეალური გადაწყვეტილებაა მისაღები.
ეს არის ადგილი, სადაც ისევ და ისევ ბრუნდებით, როდესაც ამოწმებთ რომელი პირობა იქნება ყველაზე მისაღები.
თუმცა, იცოდე, რომ ეს ასევე არის მოგოს ვებსაიტის ყველაზე საყვარელი ნაწილი და სწორედ ამ ადგილიდან დაიბადა რაღაც ახალი - საინტერესო და ამავე დროს ძალიან სასარგებლო!
მასკოტი, რომელიც გაჩნდა იქიდან, სადაც მომხმარებლები ყველაზე მეტ დროს ატარებენ.
სლაიდერი არ შექმნილა სამუშაო მაგიდასთან, არც საკონფერენციო ოთახში და არც ვინმე შემოქმედებითი ადამიანის თავში!
სლაიდერი მოდის იმ ადგილიდან, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად იყენებენ - სივრციდან, სადაც ადამიანები ადარებენ პირობებს, ამოწმებენ რიცხვებს, ცვლიან პარამეტრებს და იღებენ რეალურ გადაწყვეტილებებს ლიზინგთან ან უკულიზინგთან დაკავშირებით.
ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ვებსაიტის ეს ნაწილი ყოველთვის აქტიურია - სავსეა მოძრაობით, კლიკებით, დაბრუნებული მომხმარებლებითა და ცნობისმოყვარე ვიზიტორებით…
და სწორედ აქიდან მოდის სლაიდერი!
სლაიდერი არის ამ მოძრაობის სიმბოლო - ცოცხალი, მოქნილი, თერგივით მუდმივად მოძრავი და მყინვარწვერივით - ყოველთვის ყურადღებით.
ის იჭიმება სხვადასხვა ფორმაში, ხატავს მანქანის კონტურს, გვაჩვენებს გულის სიმბოლოს სიყვარულის გამოსახატად, მიუთითებს მნიშვნელოვან დეტალებზე... და ზოგჯერ, ძალიანაც სახალისო ხდება.
მისი მიზანი ძალიან მარტივია - ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება გახადოს უფრო მსუბუქი, გასაგები და სახალისო.
რატომ გამოიყურება სლაიდერი ასე
ალბათ შენიშნავდით, რომ სლაიდერს ძალიან მოქნილი ხასიათი აქვს: ის იხრება, იკეცება, მოძრაობს და ქმნის ფორმებს, რომლებიც ნაცნობად გეჩვენებათ მაშინ, როცა სხვადასხვა ვარიანტებს ადარებთ ერთმანეთთან.
ის ასახავს იმას, თუ როგორ იქცევიან მომხმარებლები ჩვენს საიტზე - არჩევენ, ადარებენ, ცვლიან პარამეტრებს, ბრუნდებიან უკან და ისევ ამოწმებენ ყველაფერს, სანამ საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სლაიდერი უბრალოდ მასკოტი არ არის - ის არის სიმარტივისა და მეგობრული გამოცდილების პატარა სიმბოლო.
სად შეხვდებით სლაიდერს?
სლაიდერი ჩნდება სწორედ იქ, სადაც ის ყველაზე მეტად გჭირდებათ - იმ ადგილებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება:
- როცა ამოწმებთ ლიზინგის ყოველთვიურ შენატანს
- როცა გაინტერესებთ რა თანხის მიღება გინდათ მანქანის უკულიზინგისთვის
- როცა იყენებთ კალკულატორს, რომ გაიგოთ თქვენი სავალდებულო პერიოდი
საქართველოში მოგოს ბევრი მომხმარებელი სწორედ სესხის კალკულატორით იწყებს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების შემოწმებას.
და როცა ამ ყველაზე პოპულარულ ნაწილს უბრუნდებით, სლაიდერი უკვე იქ გხვდებათ - ხელს გიქნევთ, მოძრაობს ან უბრალოდ სწორ მიმართულებას გაჩვენებთ.
არა იმისთვის, რომ გითხრათ რა უნდა აირჩიოთ.
უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენი გზა გახდეს უფრო გასაგები და ცოტა უფრო სასიამოვნოც.
რატომ არის სლაიდერი მნიშვნელოვანი
ფინანსური გადაწყვეტილებები ხშირად სერიოზულია და ზოგჯერ შეიძლება ცოტა დამაბნეველიც კი…
მაგრამ ასე სულაც არ უნდა იყოს.
სლაიდერი ეხმარება პროცესს გახდეს:
- უფრო მარტივი
- უფრო გასაგები
- უფრო პოზიტიური
- და დიახ - ცოტათი უფრო სახალისოც
ის პატარა პერსონაჟია, მაგრამ დიდი მიზანი აქვს - თქვენი გამოცდილება მოგოსთან გახადოს უფრო მარტივი, უფრო ადამიანური და უფრო კომფორტული.
დიდი გადაწყვეტილებები - პატარა მეგობრის დახმარებით!