ავტო ლიზინგი ბიზნესის დასაწყებად

30.11.2021

ავტო ლიზინგი ბიზნესის დასაწყებად

ლიზინგი მომხმარებლებისათვის ასოცირდება ხოლმე ფიზიკური პირებისათვის პირადი კომფორტის შექმნის ერთ-ერთ საშუალებასთან. ერთიანი თანხის არ არსებობის შემთხვევაში, ლიზინგი პრობლემის გადაჭრის გზას გთავაზობთ. თქვენ იღებთ ერთიან თანხას, არ გიწევთ ფულის შეგროვება რამდენიმე წლის განმავლობაში და მომენტალურად ყიდულობთ სასურველ მანქანას. მანქანას, რომელიც თქვენი პირადი კომფორტის წყარო ხდება, თუმცა გიფიქრიათ იმაზე, რომ ლიზინგით სარგებლობა არა მხოლოდ პერსონალურ კომფორტს, არამედ თქვენი ბიზნესის გაფართოებასა და ხელშეწყობასაც  უკავშირდება?

ლიზინგით სარგებლობა იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუკი თქვენი ბიზნესი ან ახლად წამოწყებული საქმე, პატარა სტარტაპი გსურთ, რომ სამომავლოდ არც ისე პატარა იყოს, თუკი თქვენი თანამშრომლების რაოდენობა და კომპანიის საქმიანობის საჭიროება უფრო და უფრო მზარდი ხდება, დიდი ალბათობით ტრანსპორტის შეძენის საჭიროებაც მალე დადგება.

შესაძლებელია ისიც, რომ  ჯერ სულაც არ გაქვთ ბიზნესი და მიზეზი სწორედ ისაა, რომ თქვენი სასურველი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი საჭიროება ავტომობილია, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა გჭრდებათ. სწორედ ამ მომენტიდან შეგიძლიათ მიმართოთ ფინანსურ ორგანიზაციებს, უფრო კონკრეტულად,  უნდა გააკეთოთ ლიზინგი იურიდიული პირებისათვის. ახლა კი უფრო დეტალურად მივყვეთ რა ეტაპების გავლა შეიძლება დაგჭირდეთ იმისთვის, რომ აიღოთ ლიზინგი თქვენი ბიზნესისათვის:

1.     შეარჩიეთ სასურველი ავტომობილი

ყველა საქმიანობის სპეციფიკა განსხვავებულია, სწორედ ამ მიზეზით კარგად უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა ტიპის ავტომობილი გამოადგება თქვენს ბიზნესს. შესაძლოა თქვენთვის ძრავის ეკონომიურობა იყოს უპირატესი, შესაძლოა მანქანის ტევადობა. მანქანის შერჩევისას ხშირად ისიც გასათვალისწინებელია თუ  რა ტიპის გზაზე მოუწევს ავტომობილს სიარული – ქალაქის ვიწრო ქუჩებში, გრუნტიან გზაზე თუ ავტობანზე? ისიც გასათვალისწინებელია თუ რა ტიპის ძრავს ანიჭებთ უპირატესობას – ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილი გირჩევნიათ თუ ჰიბრიდი ან ელექტრომობილი? მოგოს ლიზინგის შემთხვევაში, სასურველი ტიპის ავტომობილის მოძებნაში მოგოს პარტნიორი www.autosale.ge დაგეხმარებათ.

2.     რა უნდა გაითვალისწინოს იურიდიულმა პირმა ლიზინგის განაცხადის გაკეთებისას?

სასურველი მანქანის შერჩევის შემდეგ უკვე განაცხადის შევსებაც შეგიძლიათ, თუმცა სანამ განაცხადს გააკეთებთ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი. თუ ლიზინგის გაკეთება გინდათ ბიზნესისათვის და არა პირადი მოხმარების მიზნით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჭიროა თავდების არსებობა.

3.     როგორია პროცესი განაცხადის გაკეთებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე იურიდიული პირებისათვის?

შეარჩევთ თუ არა სასურველ ავტომობილს, ამის მიუხედავად შეგიძლიათ გააკეთოთ სალიზინგო განაცხადი, რომელზე დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაშიც უკვე დგება ხელშეკრულების გაკეთების დრო. ამ ეტაპზე კი, როგორც იურიდიულ პირს, ნამდვილად გაქვთ თავდების მოძებნის აუცილებლობა. ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია მიბრძადეთ მოგოს ფილიალში. გარდა ხელშეკრულების გაფორმებისა, შსს-ს მომსახურების სააგენტოში თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილი ან ავტომობილები მოგოს სახელზე გადაფორმდება და ამ ეტაპიდან უკვე სალიზინგო კომპანია გაფინანსებთ. ამ დროს უკვე თქვენ გაქვთ საშუალება შეიძინოთ შერჩეული მანქანა, რომელიც სალიზინგო ხელშეკრულების დასრულებამდე სალიზინგო კომპანიის საკუთრებაშია. ამ ეტაპიდან, როგორც იურიდიულ პირს ავტომობილით სარგებლობის უფლება გაქვთ და ხელშეკრულების დასრულების შემდეგ უკვე იურიდიული პირის საკუთრებაში გადადის ეს ქონება.

მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი ბლოგები, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო მეტი გაიგოთ თუ რა არის ლიზინგი? და რატომ არის ის ავტომობილის შეძენის ყველაზე სწრაფი გზა.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: manqanis lizingi | ra aris lizingi | lizingi | avto lizingi

Related articles