რა არის ლიზინგი?

03.11.2021

რა არის ლიზინგი?

ლიზინგი დიდი ხანია არსებობს კაცობრიობის ისტორიაში, ფაქტობრივად, ლიზინგით ბაბილონის იმპერიაში სულ მცირე 3000 წლის წინ სარგებლობდნენ. მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ, რომელთაც არ ჰქონიათ შეხება ლიზინგთან, ზუსტად მაინც არ იციან რა არის ლიზინგი და რა სარგებლობის მიღება შეუძლიათ ამ სერვისით.

ლიზინგის აღწერის მარტივი გზა არის იმის თქმა, რომ ის აქტივის დაქირავებას ჰგავს, მაგრამ ეს არაა ზუსტი განმარტება. ზოგი ამბობს, რომ ის სესხს ჰგავს, მაგრამ არც ესაა ზუსტი ახსნა.

და მაინც, რა არის ლიზინგი?

ლიზინგი არის აქტივის დაფინანსების საშუალება. ლიზინგი არ საჭიროებს თქვენგან არანაირი უძრავ / მოძრავი ქონების ჩადებას. დაფინანსებული აქტივი თავად წარმოადგენს უზრუნველყოფის საშუალებას. ლიზინგის სარგებლობის შემთხვევაში, აქტივი რჩება სალიზინგო კომპანის საკუთრებაში იქამდე, სანამ გადასახადის სრული დაფარვა არ მოხდება. ამის შემდეგ კი აქტივი თქვენს საკუთრებაში გადმოდის.

რა არის ავტო ლიზინგი?

ავტო ლიზინგი თქვენი მანქანის შესაძენად ფინანსების მოზიდვის კიდევ ერთი მეთოდია. ტრადიციული ავტო სესხისგან განსხვავებით, ის არის დაფინანსების სახეობა, სადაც ავტომობილის შეძენის ნაცვლად იხდით სატრანსპორტო საშუალების გამოყენების ხარჯს.

ავტომობილის გამოყენება მოიცავს მის ცვეთის ღირებულებას (დროთა განმავლობაში ღირებულების დაკარგვას), მანქნის მიერ გავლილ გარბენს და ნებისმიერ არაბუნებრივ ცვეთას, რომელსაც იწვევთ თქვენი მანქანის ლიზინგის დროს.

როგორც ტრადიციული დაფინანსების შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ გადაიხადოთ ფინანსური გადასახადი (საპროცენტო განაკვეთი) მანქანის შესყიდვის ფასზე. ეს ასეა – მანქანა ფაქტობრივად შეძენილია სალიზინგო კომპანიის მიერ, სანამ ისინი საკუთრებაში გადასცემენ მომხმარებელს, ლიზინგის ვადის გასვლისთანავე. დილერისთვის ის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი გაყიდვისგან.

წარმოიდგინეთ სალიზინგო კომპანია, როგორც საფინანსო ინსტიტუტი – ისინიც იგივეს აკეთებენ. სალიზინგო მომსახურება ბევრ ბანკს აქვს, ამავდროულად არსებობენ ისეთი სალიზინგო კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ამ სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს, მაგალითად: Mogo.ge

რა განსხვავებაა ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს შორის?

როდესაც იღებთ სესხს მანქანის შესაძენად, თქვენი ყოველთვიური გადახდის ნაწილი მიდის ამ მანქანის (სესხის ძირის) გადახდაზე, ხოლო მეორე ნაწილით იხდით ფინანსურ გადასახადს ე.წ საპროცენტო განაკვეთს.

ლიზინგის შემთხვევაში, თქვენ იხდით მანქანის გამოყენების თანხას, პლუს ფინანსურ გადასახადს (საპროცენტო განაკვეთს).

ლიზინგის დროს დაფინანსების საერთო ღირებულება ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ტრადიციული მანქანის სესხი.

ლიზინგის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ სალიზინგო ვადის გასვლის შემდეგ, ავტომობილი გადმოდის თქვენს, როგორც ლიზინგის მიმღების, მფლობელობაში.

მას შემდეგ რაც გაიგებთ ლიზინგის კონცეფციას, ბევრად უფრო ადვილი ხდება ლიზინგის შედარება ტრადიციულ საფინანსო სერვისებთან და იმის ცოდნა, ნამდვილად იღებთ თუ არა სარგებელს ლიზინგის გამოყენებით.

Mogo.ge -ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველაზე სწრაფი ავტო ლიზინგით, შეგიძლიათ ერთ დღეში მიიღოთ სასურველი თანხა და დაიწყოთ საოცნებო ავტომობილის მართვა. შეავსეთ განაცხადი და მიიღეთ 100%-მდე დაფინანსება და თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | avto lizingi | turbo lizingi | mogo myauto



Related articles
avtolizingi
leasing
ukulizingi

31.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

24.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

17.07.2023

Information about services provided by AS mogo: AS mogo offers leasing, reverse leasing and consumer credit services. Leasing and reverse leasing services are available with a loan term from 3 to 84 months and a loan amount from 500 to 15000 EUR. Consumer credit service is available with a loan term from 3 to 48 months with a loan amount from 100 to 3000 EUR, maximum interest rate per year - 90%. * Representative example of leasing or reverse leasing for Gold client / Standard client: Loan term - 36 months, loan rate 20.40% /45.60%, APR - 26.83% /69.51%, processing fee - 5% / 10% of the loan amount, monthly payment 176.56 EUR / 254.59 EUR. Loan amount - 5000.00 EUR (total amount for payment 6658.92 EUR / 9165.24 EUR, given that the loan is repaid on time). Representative example of a consumer loan: Loan term - 48 months, loan rate - 42.00%, APR - 51.11%, processing fee - 0 EUR. Loan amount - 3000.00 EUR, monthly payment - 129.92 EUR (total amount for payment 6236.16 EUR, taking into account that the loan is repaid on time).

28-09-2023 16:48:43