უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი?!

09.06.2022

უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი?!

გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან ადამიანი არასდროსაა დაზღვეული. არ აქვს მნიშვნელობა ეს ხარჯი კარგ საქმეს ემსახურება თუ არც ისე სასიამოვნოს. შეიძლება ვიღაცას საბაზროზე ბევრად დაბალ ფასად მისი საოცნებო ქონება ჩაუვარდეს ხელში და ამისთვის ძალიან სწრაფად დასჭირდეს ერთიანი დიდი თანხა. შეიძლება ვიღაცას არც ისე სასიამოვნო ხარჯი გამოუჩნდეს და ამისთვის დაჭირდეს მოკლე დროში ფული. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დრო და სიმარტივე. ასეთი გაუთვალისწინებელი სასუამოვნო თუ უსიამოვნო ხარჯებისთვის კი არსებოს ძალიან სწრაფი გამოსავალი ზოგისთვის ავტო ლომბარდის, ზოგისთვის კი უკულიზინგის სახით. და მაინც, რომელია სწორი მოგოს შემთხვევაში – უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი?

რა არის ავტო ლომბარდი და უკულიზინგი?


ორივე სერვისი გულისხმობს მომხმარებლის საკუთრებაში მყოფი ავტომობილის უზრუნველყოფით ფულის სწრაფად მიღების შესაძლებლობას. აღსანიშნავია ის, რომ ორივე სერვისის გამოყენებისას ფულის მიღება არ გულისხმობს ავტომობილით სარგებლობის უფლების დაკარგვას. მთელი კომფორტი იმაშია, რომ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი მანქანის უზრუნველყოფით მიიღოს თანხა და ამასთან ერთად განაგრძოს ამ მანქანით სარგებლობა.

უფრო კონკრეტულად, რა პირობებს უკავშირდება ავტო ლომბარდი?


ავტო ლომბარდით სარგებლობა საკმაოდ მარტივ პროცედურებს უკავშირდება. რაც შეეხება დეტალურ პირობებს, რომელიც მომხმარებლისთვის ყველაზე უფრო საინტერესოა, განსხვავებული საფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში განსხვავებულია, თუმცა შესაძლებელია ზოაგდი სურათის წარმოჩენა. ქართულ კომპანიებში, რომლებიც მომხმარებელს ავტო ლომბარდს სთავაზობენ, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 27-37% შუალედში მერყეობს. თანხის მაქსიმუმი კი, რომელიც შეიძლება მანქანის მფლობელმა მიიღოს, სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში 50 000-დან 100 000 ლარამდე შუალედშია. რაც შეეხება ვალდებულების დაფარვის ვადას, მაქსიმუმ 72 თვეს სთავაზობენ ავტო ლომბარდის სერვისის გამცემი კომპანიები მომხმარებლებს.

უფრო დეტალურად, უკულიზინგის შესახებ

როდესაც მომხმარებელი არჩევანს აკეთებს ავტო ლომბარდსა და უკულიზინგს შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტია ის დეტალები და პირობები, რომლებიც მომხმარებლისთვის შეიძლება თუნდაც სულ ოდნავ უფრო მომგებინიანი აღმოჩნდეს.

მოდით, უკულიზინგთან დაკავშირებული დეტალები განვიხილოთ მოგოს მაგალითზე.

  • საპროცენტო განაკვეთი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვაინ ფაქტორი უკულიზინგით თუ ავტო ლომბარდით, არის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის რაოდენობა. როგორც წესი, ავტო ლომბარდით სარგებლობა უფრო დიდ საპროცენტო განაკვეთს უკავშირდება, ვიდრე ეს უკულიზინგის შემთხვევაშია.

  • მაქსიმალური თანხა

მოგო, მომხმარებლის ავტომობილს აფასებს მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით და თანხის ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც მანქანის უზრუნველყოფის სანაცვლოდ აძლევს მომხმარებელს, არის 100 000 ლარი.

  • გადახდის პერიოდი

როდესაც ადამიანი დიდ ფინანსურ ვალდებულებას იღებს, მისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს ხარგრძლივი პერიოდით შეეძლოს მას ამ ვალდებულების დაფარვა. მოგო, სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით თანხის დაფარვის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს და ეს პერიოდი 84 თვეა.

  • მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკი

არ აქვს მნიშვნელობა, უკულიზინგით სარგებლობს მომხმარებელი თუ ავტო ლომბარდით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მაშინ, როდესაც მომხმარებელი იწყებს ვალდებულების დაფარვას. ბუნებრივია, რომ ადამიანის ყოველდრიურობაში მოულოდნელობები ხდება და თვეებისა თუ წლების წინ დაგეგმილი სიტუაცია ყოველთვის გეგმას არ მიჰყვება. მომხმარებელსაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეექმნას გაუთვალისწინებელი სიტუაცია და გადახდის ეტაპზე შეექმნას პრობლემა. ამ დროს მოგო მომხმარებელს სთავაზობს მასზე მორგებულ, ინდივიდუალურ მომსახურებას.

გადახდის პერიოდის გახანგრძლივება, კონკრეტული თვის გადასახადის გადავადება, წინსწრებით დაფარვა თუ სხვა ნებისმიერი საჭიროება შეიძლება დააკმაყოფილოს მოგომ, თუკი მომხმარებელსა და მოგოს შორის იქნება დროული კომუნიკაცია. აუცილებელია თავიდანვე განისაზღვროს ტერმინების მნიშვნელობა – უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი.

მთავარია ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება ითვალისწინებდეს ორმხრივ, როგორც მოგოს, ისე მომხმარებლის ინტერესებს.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია თუ რა არის უკულიზინგი.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi  | ავტო ლომბარდი | avto sesxi | sesxebi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi | უკულიზინგი  

Related articles