5 რამ რაც უნდა გაითვალისწინო ავტოლიზინგის დროს

24.11.2021

5 რამ რაც უნდა გაითვალისწინო ავტოლიზინგის დროს

ნებისმიერი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გულისხმობს, საჭიროებს განსჯას და საკუთარ პეფერენციებზე ჩაფიქრებას, იმისთვის რომ გარიგებაში ყველა მხარე საბოლოოდ კმაყოფილი დარჩეს. არსებობს რამდენიმე საკითხი, რაზეც უნდა დაფიქრდე მანამ, სანამ ლიზინგს აიღებ. გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა განაცხადთან დაკავშრებული დეტალები, ავტომობილთან დაკავშრებული მოთხოვნები, გადახდის მეთოდები და სხვა მრავალი წვრილმანი.

თუ ჯერ კიდევ კარგად არ იცით ლიზინგის შესახებ, ნახეთ ჩვენი ბლოგი: რა არის ლიზინგი?

ამ ბლოგში კი ვისაუბრებთ იმ 5 მნიშვნელოვან ფაქტორზე, რაც უნდა გაითვალისწინოთ ლიზინგის აღებამამდე:

1.     რა უნდა გაითვალისწინო სანამ განაცხადს შეავსებ

თუკი უკვე გადაწყვიტე ავტოლიზინგით სარგებლობა, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, მანქანის შერჩევასთან ერთად, არის განაცხადის შევსება, თუმცა რამდენიმე დეტალია რომლის გათვალისწინებაცაა საჭირო განაცხადის შევსებამდე. მაგალითად, თუკი ფიზიკური პირი ხარ, უნდა გაითვალისწინო, რომ მხოლოდ 21 წლიდან გაქვს განაცხადის გაკეთების იურიდიული უფლება. იურიდიულ პირებს რაც შეეხება, მათაც აქვთ უფლება გააკეთონ განაცხადი, თუმცა ფიზიკური პირებისგან განსხვავებით (როდესაც თავდების საჭიროება ინდივიდუალურად განისაზღვრება), მათ (იურიდიულ პირებს) აუცილებლად მოეთხოვებათ თავდები.

აქვე ისიც დავამატოთ, რომ არც საკრედიტო ვალდებულებების არსებობამ შეგაფერხოს ლიზინგით სარგებლობის სურვილი თუ გაგიჩნდა. თუ თქვენი შემოსავლები საკრედიტო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაშინ არც ლიზინგით სარგებლობაში შეგექმნება პრობლემა.

2.     რა უნდაიცოდე პირველ ეტაპზე – განაცხადის და ხელშეკრულების გაკეთებისას

მას მერე, რაც დარწმუნდები, რომ განაცხადის შესავსებად ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებ, ისღა დაგრჩენია შეხვიდე მოგოს ვებ-გვერდზე www.mogo.ge – შეავსო განაცხადი, რომელსაც მაქსიმუმ 24 საათში განიხილავენ მოგოს თანამშრომლები და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგირეკავენ. ამ დროს უკვე უნდა მიბრძანდეთ მოგოს ფილიალში ხელშეკრულების გასაფორმებლად. შეგახსენებთ, რომ მოგოს ფილიალი საქართველოს 5 დიდ ქალაქშია და სწორედ ამ მიზეზის გამო, ის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.

3.     რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ ლიზინგი გავაფორმოთ

მას მერე რაც მოგოს ფილიალში მიხვალ ხელშეკრულების გასაფორმებლად, უნდა გაითვალისწინო რამდენმე მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის თან ქონა. აუცილებელია ხელშეკრულების გაკეთებისას თან გქონდეს პირადობის დამადასტურებელი  მოწმობა ან პასპორტი, მართვის მოწმობა, ავტომობილის ტექნიკური პასპორტი და ასევე საბანკო ანგარიშის ნომერი. (დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებამდე დარეკეთ მოგოს ცხელ ხაზზე (032) 22 44 600 და დააზუსტე ყველა სასურველი დეტალი.

 

4.     რა უნდა იცოდე ავტომობილის შესახებ

როცა მოგოს ფილიალში ავტო ლიზინგის განაცხადის გასაკეთებლად მიხვალ, ამასთან ერთად საჭიროა შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის კომპანიის სახელზე გადაფორმებაც და ამ ეტაპის შემდეგ სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მოგო ხდება ავტომობილის მფლობელი, ლიზინგით მოსარგებლე კი იღებს ავტომობილის მართვის უფლებას. თქვენ შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი საქართველოს ტერიტორიაზე და გაითავლისწინეთ, რომ საგზაო წესების დარღვევისას, ჯარიმას იხდის მართვის უფლების მქონე პირი და არა მფლობელი, ანუ მოგო.

5.     გადახდის პირობები

მანქანის მართვის უფლება უკვე გაქვთ, ახლა კი გადახდის ჯერია. გადახდები ყოველთვიურია და ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტ ბანკი, ბანკის ფილიალი ან express pay-ს აპარატები. გადახდის პირობების უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კი გადახედეთ ჩვენს წინა ბლოგს – მანქანის ლიზინგის 5 უპირატესობა.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | ra aris lizingi | avto lizingi

Related articles