მანქანის ლიზინგის 5 უპირატესობა

10.11.2021

მანქანის ლიზინგის 5 უპირატესობა

როდის და რატომ უნდა ისარგებლო მანქანის ლიზინგით?

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს სრულად ინფორმაცია ავტო ლიზინგის შესახებ, გაეცანი ჩვენს წინა ბლოგს – რა არის ლიზინგი?

ხშირ შემთხვევაში რთულია მანქანის შესაძენად ერთიანი ფულის გამოყოფა. ისიც რთულია, რომ უსასრულოდ  აგროვო ფული იმის იმედად, რომ რამდენიმე წელში სასურველი მანქანის  ღირებულების თანხას შეაგროვებ. თუკი მანქანის შეძენა გადაწყვიტე და ჯერ არ იცი საიდან მოიძიო სახსრები, არც იმაში ხარ დარწუნებული გიღირს თუ არა ლიზინგის სერვისის მიღება, ეს ბლოგი დაგეხმარება დარწმუნდე თუ რატომაა მოგოს ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილება მანქანის შესაძენად.

1.     არ არსებობს უზრუნველყოფაში ქონების ჩადების ვალდებულება

იმისთვის, რომ გამოიყენო მანქანის ლიზინგი,  არაა საჭირო, რომ შენი ქონება ჩადო უზრუნველყოფაში. ეს შესაძლებლობა კარგია იმ შესაძლო რისკების თავიდან ასარიდებლად, რაც დაკავშირებულია უზრუნველყოფაში ჩასადები ქონების დაკარგვასთან.

2.     პროცესის სისწრაფე და სიმარტივე

მას მერე რაც შეარჩევ სასურველ ავტომობილს და შეავსებ განაცხადს ონლაინ, შესაბამისი ჯგუფი განაცხადს განვიხილავს მაქსიმუმ 30 წუთში. დადებითი პასუხის შემთხვევაში მხოლოდ მოგოს ფილიალში მისვლაა საჭირო ხელშეკრულების გასაფორმებლად. ხელშეკრულების გაფორმებისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოში მანქანის კომპანიის სახელზე გადაფორმებისთანავე მოგო დაგიფინანსებს ავტომობილს, შენ კი დაიწყებ მანქანის მართვას.

3.     ლიზინგით სარგებლობა შეგიძლია მაშინაც, როცა სხვა საკრეედიტო ვალდებულებები გაქვს

თუკი შენი შემოსავლები აკმაყოფილებს საკრედიტო მოთხოვნებს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სხვა საკრედიტო ვალდებულებებთან ერთად ლიზინგის სერვისის მიღება.

4.     მოგოს ლიზინგის გამოყენების შემთხვევაში დაზღვევა სავალდებულო არ არის

ხშირად სალიზინგო კომპანებში მანქანის ლიზინგით სარგებლობისთვის  სავალდებულოა ავტო დაზღვევის გაფორმება, თუმცა მოგოს შემთხვევაში ეს ვალდებულება მომხარებელს არ აქვს. ეს დეტალი ბევრი მომხმარებლისთვის დიდი შეღავათი შეიძლება აღოჩნდეს.  

5.     ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მანქანის გამოსყიდვა

მოგოს ავტო ლიზინგი არ გაკისრებს ვალდებულებას, რომ კონკრეტული ვადის გასვლამდე იხადო თანხა. მართალია ლიზინგი იმ მომხმარებლებისთვისაა მოსახერხებელი, რომელთაც ერთიანი ფული არ აქვთ მანქანის შესაძენად, თუმცა შეიძლება კონკრეტულ მომენტში შენთვის უფრო ხელსაყრელი ერთიანი ფულის გადახდა და ამ ვალდებულების დროზე ადრე დასრულება აღმოჩნდეს. მოგოს არ გიწესებს ვადებს. შენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლია თანხის წინსწრებით გადახდა.

ნუ იტყვი უარს იმ საჭიროებაზე ან კომფორტზე, რომელიც მანქანას მოაქვს. გაეცანი მოგოს ლიზინგის პირობებს და შეიძინე შენთვის სასურველი ავტომობილი მარტივად, მოკლე დროში, ერთი განაცხადის შევსებით. შენი მხრიდან უბრალოდ საჭიროა აირჩიო სასურველი ავტომობილი, შეავსო განაცხადი ვებ-გვერდზე mogo.ge. განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ავტომობილზე. განაცხადის გაგზავნის შემდეგ დაგიკავშირდება მოგოს სპეციალისტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოდი მოგოს ნებისმიერ ფილიალში, გადააფორმე ავტომობილი და გააფორმე ხელშეკრულება. ხელშეკრულებისთვის კი  საჭიროა შენი პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მართვის მოწმობა, ავტომობილის ტექნიკური პასპორტი და საბანკო ანგარიშის ნომერი. სულ ესაა. 😊

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | ra aris lizingi | avto lizingi

Related articles
avtolizingi
leasing
ukulizingi

31.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

24.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

17.07.2023

Information about services provided by AS mogo: AS mogo offers leasing, reverse leasing and consumer credit services. Leasing and reverse leasing services are available with a loan term from 3 to 84 months and a loan amount from 500 to 15000 EUR. Consumer credit service is available with a loan term from 3 to 48 months with a loan amount from 100 to 3000 EUR, maximum interest rate per year - 90%. * Representative example of leasing or reverse leasing for Gold client / Standard client: Loan term - 36 months, loan rate 20.40% /45.60%, APR - 26.83% /69.51%, processing fee - 5% / 10% of the loan amount, monthly payment 176.56 EUR / 254.59 EUR. Loan amount - 5000.00 EUR (total amount for payment 6658.92 EUR / 9165.24 EUR, given that the loan is repaid on time). Representative example of a consumer loan: Loan term - 48 months, loan rate - 42.00%, APR - 51.11%, processing fee - 0 EUR. Loan amount - 3000.00 EUR, monthly payment - 129.92 EUR (total amount for payment 6236.16 EUR, taking into account that the loan is repaid on time).

28-09-2023 16:48:44