დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების სისტემა: ფუნქცია და მუშაობის პრინციპი
10.03.2025

დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების სისტემა (ABS – Anti-lock Braking System) თანამედროვე ავტომობილებში უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. იგი განკუთვნილია ბორბლების დაბლოკვის თავიდან ასაცილებლად ძლიერი დამუხრუჭების დროს, რაც მართვაზე კონტროლს ზრდის და ავარიის რისკს ამცირებს.
მოგო გთავაზობთ ავტოლიზინგის სწრაფ და მოქნილ სერვისს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელია 100,000 ლარამდე დაფინანსების მიღება, 84 თვემდე (7 წლამდე) ვადით. ონლაინ განაცხადი სწრაფად მუშავდება, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ავტომობილს უმოკლეს დროში იღებს. ლიზინგის პირობები მოიცავს ავტომობილის მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით შეფასებას... დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ABS მოწყობილობა
ABS სისტემა რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
- სიჩქარის სენსორები – განსაზღვრავენ ბორბლების ბრუნვის სიჩქარეს და აფიქსირებენ მათ შესაძლო დაბლოკვას.
- ჰიდრავლიკური მექანიზმი – არეგულირებს სამუხრუჭე წნევას ბორბლებზე.
- ელექტრონული მართვის ერთეული (ECU) – იღებს მონაცემებს სენსორებისგან და საჭიროების შემთხვევაში დამუხრუჭების პროცესს არეგულირებს.
როგორ მუშაობს დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების სისტემა
როდესაც მძღოლი ძლიერად აჭერს მუხრუჭს, ABS ავტომატურად ამუშავდება. სისტემა აკონტროლებს ბორბლების ბრუნვას და, თუ რომელიმე მათგანი იწყებს დაბლოკვას, ელექტრონული მართვის ერთეული დროებით ამცირებს სამუხრუჭე ძალას კონკრეტულ ბორბალზე. ეს პროცესები ძალიან სწრაფად, წამში რამდენიმე ათჯერ ხდება, რაც საშუალებას აძლევს მძღოლს შეინარჩუნოს კონტროლი და თავიდან აიცილოს მოცურება.
როგორ გავიგოთ, რომ ABS არ მუშაობს?
თუ თქვენი ავტომობილის ABS არ მუშაობს, ამაზე, შესაძლოა, მიუთითებდეს:
- დაფაზე ABS-ის ინდიკატორის ანთება – თუ ABS-ის ნათურა მუდმივად ანთია, შესაძლოა, სისტემა გამორთული ან დაზიანებულია;
- დაბლოკილი ბორბლები დამუხრუჭების დროს – თუ ძლიერი დამუხრუჭებისას ბორბლები იბლოკება და მანქანა სრიალებს, ABS სწორად არ მუშაობს;
- პედლის უცნაური რეაქცია – ABS-ის მუშაობისას მუხრუჭის პედალი ვიბრირებს, მაგრამ თუ ეს არ ხდება, სისტემა შეიძლება გამორთული ან გაუმართავი იყოს.
ABS-ის უპირატესობები
- უსაფრთხოების გაუმჯობესება – ABS ამცირებს სრიალისა და ავარიის რისკს;
- მართვის კონტროლის გაუმჯობესება – სისტემის დახმარებით მძღოლს შეუძლია მართოს ავტომობილი დამუხრუჭების პროცესში;
- მოკლე დამუხრუჭების მანძილი – განსაკუთრებით სრიალა ზედაპირებზე, როგორიცაა სველი ან თოვლიანი გზები;
- მუხრუჭების ხანგრძლივობა – სწორი მუშაობის პირობებში, ABS ეხმარება სამუხრუჭე სისტემას უფრო დიდხანს იმუშაოს დაზიანების გარეშე.
დასკვნა
ABS თანამედროვე ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს მართვის სტაბილურობასა და დამუხრუჭების ეფექტიანობას. მისი გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია უსაფრთხო მგზავრობისთვის, ამიტომ, თუ შეამჩნევთ რაიმე გაუმართაობას, სასურველია, ავტოსერვისს დროულად მიმართოთ.