ბოლო წლების ყველაზე პოპულარული ავტომობილები

21.10.2021

2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში კოვიდ 19-ის მასიურმა გავრცელებამ და პირველმა ლოქდაუნმა უფრო მეტად გაზარდა სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნა. როდესაც არ მუსაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც სავსებით ბუებრივია.

გადავწყვიტეთ  მოგიყვეთ, ჩვენი აზრით, ყველაზე პოპულარულ მანქანებზე ჩვენს ქვეყანაში:

10. VOLKSWAGEN PASSAT

თუ მანქანის გამძლეობას ანიჭებ უპირატესობას, ამასთანავე გსურს სოლიდურად გამოიყურებოდე, მაშინ ეს მანქანა ნამდვილად შენთვისაა

9. VOLKSWAGEN GOLF

ფოტო: topgear.com

გოლფმა წლების განმავლობაში ნამდვილად შეძლო გამძლეობის და სანდოობის დამტკიცება. ის ერთერთ ყველაზე მოთხოვნად მანქანად რჩება

8. TOYOTA VITZ

ფოტო: bestsellingcarsblog.com

კიდევ ერთი ბესტსელერი ქართულ გზებზე – Vitz-ში ეკონომიურობა, გამძლეობა და ბიუჯეტურობა ერთდროულადაა თავმოყრილი

7. BMW X5

ფოტო: Google

საქართველოში ყველა დროის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მანქანა. გამორიცხულია დღეში ერთ X5-ს არ შეხვდე საქართველოს გზებზე.

6. NISSAN SKYLINE

ფოტო: Google

დრიფტის მოყვარულების ყველაზე საყვარელი მანქანა, რომელიც ხელმისაწვდომიცაა და ინდუსტრიის ერთგვარი სტანდარტიც

5. OPEL ASTRA

ფოტო: motoring.com.au

იდეალური „პირველი მანქანა“. თუ ახალბედა მძღოლი ხარ ეს ავტომობილი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებს – ის ერთერთი ყველაზე იაფად შესანახი ავტოა.

4. NISSAN NOTE

ფოტო: carpixel.net

ბოლო წლებში Note-ის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა და კიდევ უფრო იმატებს.

3. TOYOTA PRIUS

ფოტო: pexels.com

როდესაც მანქანა საქართველოში ტაქსის გამოცდას წარმატებით აბარებს, მის მიმართ ზედმეტი კითხვების დასმა საჭირო აღარ არის. გამძლეობა და ეკონომიური წვა – აი ამ მანქანის მთავალი განმსაზღვრელი ფაქტორები.

2. NISSAN TIIDA

ფოტო: wikipedia.com

კიდევ ერთი კომპაქტური მანქანა ჩვენს ჩამონათვალში, რომელიც ქალაქსი გადაადგილებისთვის ძალიან პრაქტიკული მოდელია

1. HONDA FIT

ფოტო: autosale.ge

ბოლო 15 წლის საუკეთესეო ბესტსელერი, ყველაზე პოპულარული მანქანა, რომლის მოთხოვნა თითქმის არასოდეს კლებულობს

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მანქანის შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ ჩვენი ავტოპორტალი autosale.ge დაგეხმარება, ლიზინგის საუკეთესო პირობებისთვის კი შეავსეთ ჩვენი აპლიკაცია mogo.ge-ზე

გამოგვყევით ან მოიწონეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე

შპს „მოგო“ - რეგისტრაციის თარიღი: 2014 წლის 18 მარტი, მარეგისტრირებელი ორგანო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საიდენტიფიკაციო კოდი: 404468688. მისამართი: ოთარ ჩხეიძის 10, თბილისი, 0186, საქართველო. ტელ: 2244600 შპს "მოგო" საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ავტო ლიზინგით . თანხა 1000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ვადა 3-დან 84 თვემდე. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 2.5%-დან 3,45%-მდე.

26-11-2021 20:47:19
გადადი პროდუქციის ფორმაზე