რატომ სკუტერი?

20.07.2022

რატომ სკუტერი?

სავარაუდოდ, ბევრჯერ გექნებათ გაგებული მსგავსი კითხვა – რატომ სკუტერი? უამრავი სატრანსპორტო საშუალება არსებობს გადასაადგილებლად. თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და თითოეულს თავისი განსაკუთრებული მომხმარებელი ჰყავს. ზოგს დიდი მანქანა მოსწონს, ზოგს პატარა, სედანის ტიპის. ზოგისთვის ავტომობილი სულაც არაა ძირითადი ან საყვარელი გადაადგილების საშუალება და უპირატესობას სრულიად სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს ანიჭებენ. მაგალითისთვის, ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება სკუტერი, მოპედი, ველოსიპედი თუ სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში და ზოგიერთი მძღოლისთვის განსაკუთრებული მახასიათებლებისაა.

მოცემულ ბლოგში მოგო გაგიზიარებთ იმ უპირატესობებს, რომლებიც ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებს, მაგალიტად, სკუტერს გააჩნია.

გადატვირთულ ქუჩებში გადაადგილების სწრაფი საშუალება

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც სკუტერზე საუბრისას შეიძლება გაგვახსენდეს არის მისი მობილურობა. დღეს, როდესაც ქალაქში გადაადგილება მოითხოვს დიდ დროს საცობებისა თუ პარკირების პრობლემის გამო, ეს საკითხები სულაც არ ადარდებს სკუტერით მოსიარულე ადამიანს. ნებისმიერი ტიპის საცობში, ნებისმიერი ხარისხით გადატვირთულ საპარგინგე ადგილზე, სკუტერს მისი ზომებიდან გამომდინარე მარტივად შეუძლია ერთი ობიექტიდან მეორეზე გადაადგილება და ასევე ამრტივად შეუძლია საპარკინგე ადგილის მოძიება. ეს ყველაფერი მისი კომპაქტურობითაა გამოწვეული და საბოლოოდ სკუტერით მოსარგებლე ადამიანი ახერხებს სწრაფად, მოკლე დროში გადაადგილებას.

დაბალი საბაზრო ღირებულება

როდესაც ვუბრუნდებით მთავარ საკვლევ კითხვას – რატომ სკუტერი, პასუხის დანახვა მარტივია ფასიდან გამომდინარე. სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, სკუტერის საბაზრო ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის, განსხვავებით ავტომობილებისაგან. ახალ მდგომარეობაში სკუტერის შეძენა დაახლოებით 4 000 ₾-დან 10 000 ლარის შუალედშია შესაძლებელი. მეორად მდგომარეობაში სკუტერის შეძენა კი 2 000 ლარადაცაა შესაძლებელი.

ეკონომიურობა

გარდა იმისა, რომ დაბალ ფასადაა სკუტერის შეძენა შესაძლებელი, მისი მოვლა და მოხმარებაც დაბალ ხარჯებს უკავშირდება. ერთის მხრივ, მისი ნაწილები და შეკეთება სულაც არ უკავშირდება დიდ ხარჯებს და ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მისი საწვავის დაბალი ხარჯებია.

ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებს 100 კილომეტრის დასაფარად ესაჭიროებათ დაახლოებით 2-3 ლიტრი საწვავი მაშინ, როდესაც ზოგიერთ ავტომობილს 10-15 ლიტრი საწვავი სჭირდება იგივე მანძილის დასაფარად.

დამატებითი შემოსავლის წყარო

ზემოთ ცამოთვლილი მიზეზების გამო, მისი ეკონომიურობის, ხელმისაწვდომობის თუ მობილურობის მიზეზით, სკუტერი და სხვა ორითვლიანი სატრანსპორტო საშუალებები საუკეთესო გამოსავალია ზოგიერთი საქმიანობისათვის. ამ საქმიანობებს შორისაა მიტანის სერვისი. ქალაქში სწრაფად გადაადგილების საშუალება, საწვავის ნაკლები ხარჯები თუ სატრანსპორტო საშუალების დაბალი საბაზრო ღირებულება საკმარისი ჩამონათვალია იმისთვის, რომ მიტანის სერვისში მუშაობით დაინტერესებულ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება უღირდეს. საბოლოოდ სკუტერი მართლაც ხელსაყრელი გამოსავალია დამატებითი შემოსავლის დასაგენერირებლად.

ეკომეგობრულობა

ნებისმიერ მოტორიან მოწყობილობებთან შედარებით, მოპედი, სკუტერი თუ სხვა ორთვლიანი ტრანსპორტო საშუალებები წარმოქმნიან 50%-ით ნაკლებ ნახშირბადის დიოქსიდს, ანუ  CO2-ს. ამასთან ერთად, სკუტერი ავტომობილთან შედარებით ნაკლებ დროს ატარებს გზაში, მაგალითად, საცობში დიდი ხნით დგომა მას სულაც არ უწევს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამატებით, ამ მიზეზითაც კიდევ უფრო ნაკლები ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფა უწევს ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებას.

იხილეთ სტატია: სკუტერი და ეკოლოგია

მოგო და სკუტერ ლიზინგი

ბლოგში სკუტერის დაბალი საბაზრო ღირებულების შესახებაა აღნიშნული. ეს მომხმარებელთა მხრიდან მის ხელმსიაწვდომობაზე მიუთითებს. ამ ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ზრდი ის, რომ სკუტერითა თუ სხვა ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებებით დაინტერესებულ ადამიანებს მოგო სთავაზობს სკუტერ ლიზინგს. სკუტერ ლიზინგი ერთიანი თანხის არ არსებობის შემთხვევაში მომხმარებლებს უადვილებს სკუტერის შეძენას და მის საქმიანი თუ არასაქმიანი მიზნით გამოყენებას.

იხილეთ მოგოს პროდუქტები: ავტოლიზინგი | უკულიზინგი | სატვირთო მნქანის ლიზინგი რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | avtolombardi

Დაკავშირებული სტატიები
avtolizingi
ukulizingi
leasing

ტოპ 10 ფილმი ავტომოყვარულებისთვის

27.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

წინა წამყვანი თუ უკანა წამყვანი მოჭიდების სისტემები: რომელია თქვენთვის შესაფერისი

20.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

მანქანის ჰიგიენის გზამკვლევი: თქვენი მანქანის სისუფთავე და უსაფრთხო შენარჩუნება

17.10.2023
sales