როგორი უნდა იყოს ეკონომიური ავტომობილი?

20.05.2022

ავტომობილის შერჩევისას მომხმარებელს ბევრი კრიტერიუმის გათვალისწინება სურს. ზოგის სურვილი მანქანის ვიზუალს, მის  ინტერიერსა თუ ექსტერიერს უკავშირდება. ზოგისთვის ავტომობილის ტევადობაა მნიშვნელოვანი. ზოგიერთს უბრალოდ გადაადგილებით სიამოვნების მიღება და სწრაფი მანქანა სურს. ყველაზე ხშირად კი მომხმარებლებს ეკონომიური ავტომობილები აინტერესებთ.

რას ნიშნავს მანქანის ეკონომიურობა და როგორი უნდა იყოს ავტომობილი იმისთვის, რომ მისი გამოყენება არა ხარჯებს, არამედ კომფორტს უკავშირდებოდეს მძღოლისათვის? რას ჰქვია ეკონომიური ავტომობილი?

ავტომობილის წვა

იმისთვის, რომ მანქანას ეკონომიური ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი არის მისი წვა. ამ მხრივ გამოირჩევიან ჰიბრიდის მოდელები. ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით ჰიბრიდული ტიპის მანქანები საწვავის ეკონომიურად მოხმარებას სთავაზობს.

რატომაა ჰიბრიდული ავტომობილი ეკონომიური?

ჰიბრიდული მანქანა ერთზე მეტ ენერგიის წყაროს იყენებს დიზელის ან ბენზინის ძრავის  ელექტრო მოტორთან კომბინირებით. ეს რამდენიმე ენერგიის წყარო ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობს. სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ აკუმულირდეს დამუხრუჭების შედეგად წარმოქმნილი ენერგია, რომელიც შემდეგ ბატარეის დასამუხტად გამოიყენება ეს კი თავის მხრივ ამცირებს ელემენტის რეგულარული დამუხტვისთვის საჭირო დროს. საბოლოოდ, ჰიბრიდული ტიპის მანქანა მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის დანახარჯს ტრადიციული ავტომობილებთან შედარებით.

წვის ეკონომიურობის გარდა, ჰიბრიდული მანქანების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრადიციულ, ბენზინის ძრავიან მოდელებთან შედარებით ჰიბრიდული ავტომობილები უფრო  ძვირად ფასობს და მისი ტექნიკური მომსახურებაც  საჭიროებს მეტ დანახარჯებს. 

არსებობს თუ არა წვის მხრივ ეკონომიური მანქანა ბენზინის ძრავზე?

ბენზინის ძრავზე ეკონომიური ავტომობილების ჩამონათვალი არც ისე ცოტაა. მაგალითად:


1) Hyundai Elantraგამოირჩევა დიდი სამგზავრო სივრცით და საწვავის ეკონომიურობით. Elantra ქალაქის ქუჩებში საშუალოდ 8.4 ლიტრ საწვავს, ხოლო ავტომაგისტრალზე 6.5 ლიტრს მოიხმარს.

2) KIA Forte – მას გამოარჩევს დიდი საბარგული, ფართო სალონი და ძლიერი ძრავი. KIA Forte ქალაქის ქუჩებში საშუალოდ 9, ხოლო ავტომაგისტრალზე 6.5 ლიტრ საწვავს საჭიროებს.

3) Ford Fiesta –  გამოირჩევა კომფორტული სალონით. მისი წვა ქალაქში 8.1,  ხოლო ავტომაგისტრალზე 6.3 ლიტრს უტოლდება.

წაიკითხეთ ჩვენი სტატია: მეორადი ავტომობილების შეძენა

ავტომობილის ტექნიკური მომსახურება

მანქანის ეკონომიურობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ის ხარჯებიც, რომელიც სამომავლოდ სხვადასხვა სერვიის ფარგლებშ დასჭირდება. ყველა სატრანსპორტო საშუალება განიცდის ცვეთას და ის საჭიროებს შეკეთებას. ხშირად მომხმარებელს დისკომფორტს უქმნის ის რომ ზოგიერთ მანქანა ძალიან მარტივად ფუჭდება, რთულია მის შესაკეთებლად საჭირო ნაწილების შოვნა ან საშოვნელად მარტივი, თუმცა ძალიან ძვირია. ეს დეტალიც საკმაოდ გასათვალისწინებელია ავტომობილის შერჩევისას იმისთვის, რომ ხშირად გაუთვალისწინებელი ხარჯები არ დასჭირდეს ავტომობილს.

თუ ავტომობილის შეძენა გადაწყვიტეთ, მიაქციეთ ყურადღება იმ 10 ფაქტორს, რომელიც უნდა გაითვალისწინო მეორადი ავტომობილის შეძენისას.

გულისხმობს თუ არა მანქანის იაფად შეძენა მის ეკონომიურობას?

ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომობილის შეძენა საბაზრო ფასზე უფრო იაფად, ყველა მომხმარებლისთვის სასიამოვნო და ამასთან ერთად მომგებიანი შემთხვევაა, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ავტომობილი ეკონომიურია. შეიძლება მანქანა ძალიან ბევრს წვავდეს, ტექნიკურად არ იყოს კარგად გამართული, ხშირად ფუჭდებოდეს, ძნელი იყოს მისი შეკეთებისთვის ნაწილების შოვნა და ა.შ

თუმცა, მიუხედავად ზემოთ თქმულისა, საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებულია მომხმარებელზე და მის პრეფერენციებზე. შესაძლოა ვიღაცისთვის მხოლოდ წვის ეკონომიურობა იყოს მნიშვნელოვანი და არ იყოს გადამწყვეტი მანქანის მაღალი საბაზრო ფასი და ავტომობილის ტექნიკური მომსახურების სიძვირე. ვიღაცისთვის კი შეიძლება პირიქით, ავტომობილის შესაძენი  დაბალი ფასი კონკრეტულ მომენტში უფრო გადამწყვეტი იყოს, ვიდრე ავტომობილისთვის სამომავლოდ საჭირო ყველანაირი ხარჯი.

ისარგელეთ მოგოს სხვადასხვა პროდუქტებით: სკუტერ ლიზინგი, სპეც ტექნიკის ლიზინგი

ასევე წაიკითხეთ სტატია: უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი | ჩვენთან ავტოლიზინგი, სხვაგან ავტოსესხი

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: ავტო ლომბარდი | avto sesxi | sesxebi |avto lombardi | mogos manqanebi

გადადი პროდუქციის ფორმაზე