VIN-კოდის მნიშნვნელობა და ახსნა

28.10.2021

VIN-კოდის მნიშნვნელობა და ახსნა

რას ნიშნავს 17 ნიშნიანი VIN-კოდი?

VIN კოდი დღესდღობით მანქანის მთავარი ამომცნობი  და სპეციალური იდენტიფიკატორია, იშიფრება როგორც Vehicle Identification Number და შეიძლება ითქვას, რომ იგივეა, რაც ადამიანისთვის თითის ანაბეჭდი. აქედან გამომდინარე გამორიცხულია, რომ ორ რმელიმე მანქანას ერთნაირი კოდი ჰქონდეს. ის შედგება 17 სიმბოლოსგან, რომელიც შეიცავს ლათინური ანბანის ასოებსა და ციფრისგან. VIN-კოდის გაშიფვრისას შეგვიძლია გავიგოთ რა უნიკალური შესაძლებლობები და სპეციფიკაციები აქვს მანქანას. აღსანიშნავია, რომ კოდის იმ მოდელს რომელსაც დღესდღეობით გამოვიყენებთ, 1981 წლიდან არის შემოღებული.

რას ნიშნავს ციფრები და ლათინური ანბანის ასოები?

მაგალითისათვის, ავიღოთ ვინ კოდი 1HGBH41JXMN109186.

1-ლი სიმბოლო ნიშნავს სად იქნა მანქანა აწყობილი

  • 1,4,5 შექმნილია აშშ-ში2
  • 2 – კანადაში
  • 3 მექსიკაში
  • 6 და 7 – ოკეანიაში (ავსტრალია, ახალი ზელანდია, ა.შ.)
  • 8 და 9 სამხრეთ ამერიკაში
  • A,B,C,D,E,F,G da H – აფრიკაში
  • J,K,L,M,N,P და R – აზიაში
  • S,T,U,V,W,X,Y და Z – ევროპაში

მომდევნო 2 სიმბოლო აღნიშნავს  მანქანის მწარმოებელს

  • B,C,D – Chrysler, Dodge
  • FA, FB, FC, FD, FM, FT – Ford
  • G – თუ ამ სიმბოლოთი იწყება, მაშინ ის არის General Motors
  • J4 – Jeep
  • L – Lincoln USA
  • ME – Mercury USA
  • NX – NUMMI USA
  • P3 – Plymouth USA
  • YV – Mazda USA (AutoAlliance)
  • ZV – Ford (AutoAlliance)

მომდევნო 5 სიმბოლო აღნიშნავს მანქანის ბრენდს, ძრავის მოცულობას და ტიპს

მე-9 ნიშანი აღნიშნავს მანქანის უსაფრთხოების კოდს

მე-10 ნიშანი აღნიშნავს მანქანის წელს

  • B-დან Y-is ჩათვლით არის 1981 წლიდან 2001-წლამდე ასოების შესაბამისად
  • 1-დან 9-ის ჩათვლით 2001 წლიდან 2009-მდე ციფრების შესაბამისად
  • 2010 წლიდან 2030 წლის ჩათვლით ისევ თავიდან ითვლება ანბანის მიხედვით

მე-11 ნიშანი აღნიშნავს ქარხანის შენობის ნომერს, რომელშიც ეს მანქანა ააწყვეს

ბოლო 6 ნიშანი, ჩვენს მაგალითზე 109186 აღნიშნავს მანქანის სერიულ ნომერს, ანუ რომელი იყო მანქანა რიგითობით

სასარგებლო ბმულები თქვენი მანქანისთვის VIN-კოდის შესამოწმებლად:

ბმული 1
ბმული 2
ბმული 3

გამოგვყევით ჩვენს ფეისბუქის გვერდზე

Დაკავშირებული სტატიები
avtolizingi
ukulizingi
leasing

ტოპ 10 ფილმი ავტომოყვარულებისთვის

27.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

წინა წამყვანი თუ უკანა წამყვანი მოჭიდების სისტემები: რომელია თქვენთვის შესაფერისი

20.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

მანქანის ჰიგიენის გზამკვლევი: თქვენი მანქანის სისუფთავე და უსაფრთხო შენარჩუნება

17.10.2023
sales