ავტოლიზინგი: შემოსავლის დამატებითი წყარო

27.02.2023

ავტოლიზინგი: შემოსავლის დამატებითი წყარო

ლიზინგი, როგორც დამატებითი შემოსავალი


დამატებითი შემოსავალი არასდროსაა ზედმეტი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტივი ნაბიჯებიც საკმარისია იმისთვის, რომ შემოსავლის ახალი წყარო გაჩნდეს. მთავარია, ადამიანმა კარგად მიმოიხედოს, დააკვირდეს მის გარშემო არსებულ შესაძლებლობებს და აღმოაჩინოს, რომელია ამ შესაძლებლობებიდან მასზე ყველაზე მეტად მორგებული.

ახალი საქმის კეთებას და დამატებითი შემოსავლის გაჩენის შესაძლებლლობას კი იძლევიან ისეთი ორგანიზაციები და ბიზნესები, რომლებზეც აქამდე სულაც არ იფიქრებდით, რომ მათ თქვენი შემოსავლების დაგენერირებაც კი შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია შეიძლება სალიზინგო კომპანიაც იყოს, მგალითად მოგო, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის ავტომობილის მარტივად შესაძენად, ერთიან ფულს სთავაზობს.

ლიზინგი არის შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებმა მოკლე დროში, ზედმეტი იურიდიული ნაბიჯების გარეშე შეიძინონ განსხვავებული ტიპის სატრანსპორტო საშუალებები, მაგალითად: ავტომობილი, სკუტერი, მოპედი ან სპეც ტექნიკა. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, რომ ეს შესაძლებლობა მომხმარებელმა დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციოს?

ლიზინგი საქმის წამოსაწყებად ან გასაუმჯობესებლად

ლიზინგი კარგი დამხმარე საშუალებაა იმისა, რომ ადამიანმა ავტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული ბიზნესი წამოიწყოს. ავტო ლიზინგით მომხმარებელს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, შეუძლია შეიძინოს ერთი ან რამდენიმე ავტომობილი. ადამიანს შეუძლია ერთი ავტომობილი თავადვე გამოიყენოს სამუშაოდ ან შეუძლია რამდენიმე ავტომობილის შეძენა ლიზინგით  და მათი გამოყენება კომპანიის საქმიანობისთვის, გასაქირავებლად ან სხვა გზით ფულის დასაგენერირებლად.

ავტომობილების გარდა, საქმიანობისა და შემოსავლის წყაროს გასაჩენად შესაძლებელია სკუტერის გამოყენება. ამაში დახმარებას მოგოს სკუტერ ლიზინგი სთავაზობს მომხმარებელს. ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, სკუტერის ან მოპედის სახით, ერთის მხრივ, იმის საშუალებას იძლევა, რომ თავად ლიზინგით მოსარგებლემ გამოიყენოს ეს სატრანსპორტო საშუალება და მაგალითისთვის, საკურიერო მომსახურებაში დასაქმებით ანაზღაურება მიიღოს, მეორეს მხრივ კი, კომპანიებს აძლევს საშუალებას, რომ გაფართოვდნენ, განვითარდნენ და საკუთარი მიტანის სერვისის დახვეწისათვის შეიძნონ ორთვლიანი სატრანსპორტი საშუალებები.

სკუტერისა და ავტომობილის გარდა, კიდევ ერთი კარგი საშუალება ახალი საქმიანობის წამოსაწყებად, არის სპეც ტექნიკა, ანუ გადამზიდი ტიპის მანქანები. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების მარტივად შეძენა მოგოს სპეც ტექნიკის ლიზინგითაა შესაძლებელი. გადამზიდი ტიპის მანქანის ფლობით ადამიანს შეუძლია მომსახურება გაუწიოს სხვადასხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს და გაწეული სერვისისა და მომსახურების სანაცვლოდ მიიღოს ანაზღაურება.  

გარდა ლიზინგისა, არსებობს მოგოს კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ასევე შემოსავლის დაგენერირებაში ეხმარება ადამიანებს, თუმცა მხოლოდ იმ მოხმარებლებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ ავტომობილი. ამ პროდუქტს უკულიზინგი ჰქვია. უკულიზინგი იძლევა საშუალებას რომ ავტომობილის სანაცვლოდ მომხმარებელმა მიიღოს თანხა, თანაც ისე, რომ არ შეწყვიტოს თავისი მანქანით სარგებლობა და სალიზინგო კომპანიისგან მიღებული თანხა გამოიყენოს ნებისმიერი მიზნობრიობით. ეს მიზანი კი თავისუფლად შეიძლება ახალი ბიზნესის წამოწყებას ან არსებულის განვითარებას ეხებოდეს. 

მოგოს სხვადასხვა სახეობის ლიზინგზე დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გირჩევთ ესტუმროთ მოგოს ვებგვერდს.

რა პროცესების გავლაა საჭირო ლიზინგით სარგებლობისთვის?

მოგო სატრანსპორტო საშუალების შეძენას ან ავტომობილის სანაცვლოდ თანხის მიღებას ძალიან მოკლე დროში სთავაზობს მომხმარებელს. ონლაინ სასურველი ტიპის სალიზინგო შეთავაზების განცხადების შევსება პირველი და მარტივი ნაბიჯია ლიზინგის მისაღებად. ამას მოყვება  ხელშეკრულების გაფორმება და ავტომობილის კომპანიის სახელზე გადაფორმება. ლიზინგის მიღების პირობებთან დაკავშრებულ მეტ დეტალს შეგიძლიათ გაეცნოთ მოგოს ვებ-გვერდზე: ხშირად დასმული კითხვები.

 

იხილეთ ჩვენი სხვა საინტერესო სტატიები: გაუთვალისწინებელი ხარჯები | მანქანის მოვლა | რატომ სკუტერი | avto sesxi

Დაკავშირებული სტატიები
avtolizingi
ukulizingi
leasing

ტოპ 10 ფილმი ავტომოყვარულებისთვის

27.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

წინა წამყვანი თუ უკანა წამყვანი მოჭიდების სისტემები: რომელია თქვენთვის შესაფერისი

20.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

მანქანის ჰიგიენის გზამკვლევი: თქვენი მანქანის სისუფთავე და უსაფრთხო შენარჩუნება

17.10.2023
sales