რა დანიშნულება აქვს ავტომობილს ადამიანის ცხოვრებაში?
21.02.2023
მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნის განვითარების მიხედვით, მოსახლეობის განსხვავებული პროცენტული წილი ფლობს ავტომობილს. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მოსახლეობის 50%-ს ჰყავს ავტომობილი, საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, დაახლოებით 20%, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კი მანქანას მოსახლეობის დაახლოებით 5% ფლობს.
ეს რიცხვები დაახლოებითი, საშუალო მაჩვენებლებია და განსხვავებული კულტურული ღირებულებების, ინფრასტუქტურისა თუ სხვა საჭიროებების ფონზე, კონკრეტული ქვეყნის ჭრილში შეიძლება განსხვავებულ სურათს ვიღებდეთ. შეიძლება რომელიმე ქვეყანა იყოს დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე და მოსახლეობის 5 ან 20 %-ზე მეტი ფლობდეს ავტომობილს. მაგალითად, საქართველო ერთ-ერთი ის გამონაკლისია, რომელსაც საშუალო სტატისტიკიური მონაცემები არ შეესაბამება.
საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3.7 მილიონს შეადგენს, რომელთაგანაც ქვეყნის მასშტაბით 1.3 მილიონს ჰყავს ავტომობილი. გამოდის, რომ მოსახლეობის დაახლოებით 35%-ს ჰყავს ავტომობილი.
ეს რიცხვები გვეუბნება იმას, რომ ადამიანები გარკვეულ პირობებში ამჯობინებენ ავტომობილს, რაც აუცილებლად მეტყველებს იმაზე, რომ მანქანა ადამიანებს კომფორტს უქმნის. ეს კომფორტი კი კონკრეტული დეტალებისგან შედგება:
დამოუკიდებლობის მომნიჭებელი
ავტომობილის ფლობით ადამიანი დამოუკიდებელი და თავისუფალია გადაადგილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში. ლოჯისტიკურად ის არაა დამოკიდებული სხვის გრაფიკზე, დროზე ან სურვილზე. ავტომობილის ფლობა მფლობელს აძლევს იმის თავისუფლებას, რომ მისი ნების მიხედვით ნებისმიერ დროს გადაადგილდეს ნებისმიერ მანძილზე.
დამხმარე დროის ეფექტურად მართვაში
მანქანა ხშირად არის დროის ეფქტურად განაწილების გარანტი. ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო, იმის გამო, რომ გადაადგილების დროს ადამიანი სხვაზე არაა დამოკიდებული, მას შეუძლია დრო საკუთარ გეგმებს მოარგოს, თუმცა იმისთვის, რომ ავტომობილი დროის ეფექტურად მართვის და არა საცობში დროის კარგვის შესაძლებლობას იძლეოდეს, მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საგზაო და სატრანსპორტო სისტემა.
კომფორტი განსხვავებულ კლიმატურ პირობებში
ადამიანის საჭიროებებს არ აინტერესებს ამინდი. გადაადგილების საჭიროებებმა არ იციან სიცივე ან სიცხე, წვიმა ან თოვლი. ზოგიერთი სხვა სატრანსპორტო საშუალებისგან განსხვავებით, ავტომობილი ნამდვილად არის იმ კომფორტის გარანტი, რომელიც ადამიანს სიცხეში სიგრილეს, სიცივეში კი სითბოს სთავაზობს.
მხსნელი გადაუდებელ სიტუაციებში
ხშირია გაუთვალისწინებელი სიტუაციები. დღის ნებისმიერ მომენტში ადამიანი შეიძლება გადაუდებელ სიტუაციაში აღმოჩნდეს და დასჭირდეს საავადმყოფო ან ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება. მსგავს მომენტებში ყველაზე საჭირო და ღირებული სწრაფი გადაადგილების საშუალება, ანუ ავტომობილია.
მოგზაურობების ინიციატორი
ნეტავ რამდენ სამეგობროში ყოფილა სანატრელი ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთი დიდი ავტომობილი ან უბრალოდ ავტომობილი მაინც ეყოლებოდა. რამდენი მოგზაურობის და მოგონებების შექმნის „ინიციატორი“ ყოფილა ავტომობილი და მანქანიანი მძღოლი. მით უფრო ფრთებს შლის ადამიანის გონება მოგზაურობის დაგეგმვისას, რაც უფრო ცოტაა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები. სამეგობროს თუ ოჯახის გადაადგილებისას არც ბარგის წაღებას აქვს შეზღუდვა, ადამიანის სატარებელი ხომ არაა მძიმე ჩემოდნები?! მანქანამ უნდა ატაროს. დიდ გზაზე არც ბევრგან გაჩერება და გზიდან გადახვევაა პრობლემა და არც გაუჩერებლად დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა, ყველაფერი მძღოლის ნებაა.
პირადი სივრცე მომნიჭებელი
ბევრ მომენტში მანქანა ყველა სულიერზე უფრო ახლო მეგობარი შეიძლება გახდეს. მაშინ, როცა არავის მოსმენა გინდა და მაშინ, როცა ლაპარაკი და პასუხების მოსმენა არ გინდა, უბრალოდ მანქანაში ჩაჯდომა, მუსიკის მოსმენა და უმისამართოდ სიარული საუკეთესო გამოსავალია სტრესისგან გასათავისუფლებლად.
და ვინ არის მანქანის მარტივად „მომნიჭებელი“?
დამოუკიდებლობის, პირადი სივრცისა თუ ბევრი სხვა საჭიროებებისა და კომფორტის მომნიჭებელი შეიძლება მანქანა იყოს, მაგრამ თვითონ ავტომობილის მარტივად „მომნიჭებელი“ ვინ ან რა არის? პასუხია მოგო. მოგოს ავტო ლიზინგი საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ ერთიანი თანხის არ არსებობის შემთხვევაში მიიღო სასურველი მანქანისთვის საჭირო თანხა ძალიან სწრაფად და მარტივად.
როგორ ეძებენ ჩვენს გვერდს: lombardi | მანქანის მოვლა | lizingi | avto sesxi | sesxebi