სკუტერ ლიზინგი - შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის
15.02.2023
გადასაადგილებლად მრავალი ტიპის სატრანსპორტო საშუალება არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი პლიუსი ან მინუსი აქვს. ნებისმიერი მათგანი კონკრეტულ სამომხმარებლო სეგმენტს მიემართება. ზოგს ავტომობილით გადაადილება ურჩევნია, ზოგს კი ორთთვლიანი სატრანსპორტო საშუალებით. მოგოს სალიზინგო კომპანია მომხმარებელს ერთის მარტივად ყიდვის შესაძლებლობასაც აძლევს და მეორესაც. მანქანის მარტივად შესაძენად არსებოს ავტო ლიზინგი, სკუტერის ან მოპედისთვის კი სკუტერ ლიზინგი.
მანქანას სხვა სპეციფიკა აქვს, ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებს კი სულ სხვა. სწორედ მათი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამოიდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკუტერ ლიზინგი ყველაზე მეტად ახალგანზრდა ადამიანებს შეეფერება და ამ ბლოგში სწორედ ამ მოსაზრების არგუმენტებს გაგიზიარებთ:
სკუტერი როგორც, ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება
ახალგაზრდა ადამიანები, სხვა ასაკობრივ კატეგორიაში არსებულ სეგმენტთან შედარებით ყველაზე უფრო სენსიტიურები არიან ფასის მიმართ. მათთვის დაბალი ფასი ნებისმიერი ქონების ყიდვისას პირველი პრიორიტეტია. ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება კი ერთ-ერთი იმ დეტალით განსხვავდება მომხმარებლისთვის სხვა ტრანსპორტისგან, მაგალითად, მანქანისგან, რომ მისი საბაზრო ღირებულება დაბალია. ახალ მდგომარეობაში არსებული სკუტერის შეძენა დაახლოებით 4000 ლარიდან 10 000 ლარამდე შუალედშია შესაძლებელი. მეორადი სკუტერი ან მოპედი კი 2 000 ლარადაც ხელმისაწვდომია. მანქანის შესაძენად საკმარისი მინიმალური თანხა კი შეიძლება სკუტერის შესაძენად საკმარის მაქსიმალურ თანხას გაუტოლდეს.
საწვავის ეკონომიურობა
გარდა სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებისა, მნიშვნელოვანია ის ხარჯები, რაც მის შენახვას ესაჭიროება. საწვავის ფასი ტრანსპორტის შესანახი ბიუჯეტის მთავარი შემადგენელი ნაწილია. სკუტერსა თუ მოპედს 100 კილომეტრის დასაფარად დაახლოებით 2-3 ლიტრი საწვავი ყოფნის მაშინ, როცა მანქანას შეიძლება 10-15 ლიტრი და ზოგ შემთხვევაში მეტი ოდენობის საწვავიც კი დასჭირდეს.
გადატვირთული მოძრაობისგან თავის არიდების შესაძლებლობა
სკუტერი თუ მოპედი ძალიან ზრდის მოქნილი გადაადგილების, მობილურობის შესაძლებლობას. ამის განმაპირობებელი მისი მცირე ზომებია. საცობებით სავსე ქუჩები ისეთი დიდი პრობლემა არაა ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის, როგორიც ეს მანქანისთვისაა. ამის გამო, ქალაქის პირობებში მოპედით მოსიარულე მძღოლს საკმაოდ სწრაფად შეუძლია დანიშნულების ადგილზე მისვლა.
პარკირების პრობლემის არარსებობა
გარდა იმისა, რომ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება საცობის პრობლემებს არიდებს თავს, პარკინგის პრობლემაც ნაკლებად ექმნება. მიზეზი ისევ მისი მცირე ზომებია. ბევრად უფრო მარტივად მოძებნის მძღოლი სკუტერის ან მოპედისთვის საკმარის დასაპარკინგებელ ადგილს, ვიდრე ამას მანქანის მძღოლი იზამს. ეს შესაძლებლობა კი ისევ დროის ეკონომიას იძლევა.
დამატებითი შემოსავლის წყარო
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სკუტერი თუ მოპედი ძალიან ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა დამატებითი შემოსავალი იშოვონ. ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების დაბალი საბაზრო ღირებულება, მისი შენახვის ეკონომიურობა, საცობებისგან და პარკინგისგან თავის დაღწევა მშვენიერი არგუმენტებია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ადამიანმა სკუტერი შეიძინოს და დასაქმდეს მიტანის სერვისში, მაგალითად, გახდეს კურიერი. სკუტერის შეძენაში კი მას მოგო და მისი სკუტერ ლიზინგი დაეხმარება. მოგოს სკუტერ ლიზინგი სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის შესაძენი საკმარისი თანხა არ აქვთ.
გართობა და თავგადასავლები
სკუტერი და მოპედი მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებს თუ არა, ახალგაზრდული სულის მქონე ყველა ადამიანს მაინც ზუსტად შეეფერება. ყველა სატრანსპორტო საშუალების მართვას თავისი სპეციფიკა და ხასიათი აქვს, სკუტერისა და მოპედის მართვა კი ყველაზე მეტად ასოცირდება თავისუფლებასთან, გამოცდილებებთან, აღმოჩენებთან და თავგადასავლებთან. ეს ყველაფერი კი სწორედ ახალგაზრდული სულის მქონე ადამიანებს იზიდავს.
სწორედ ამიტომაა სკუტერი ახალგაზრდებისთვის, უამრავი პრაქტიკული თუ სიმბოლური მიზეზის გამო.
როგორ ეძებენ ჩვენს გვერდს: lombardi | მანქანის მოვლა | lizingi | avto sesxi