ukulizingi
avtolizingi
lizingi

ავტომობილის აქსესუარები მეტი კომფორტისთვის

25.04.2023

ავტომობილის აქსესუარები მეტი კომფორტისთვის

 

არსებობს დღეები, როდესაც მძღოლს დღის უმეტესი ნაწილის ავტომობილში გატარება უწევს. შეიძლება მძღოლს დიდ გზაზე გადაადგილება უწევდეს, ბევრ ობიექტზე იყოს მისასვლელი, საცობში ხანგრძლივი დგომა უწევდეს და სხვა. მსგავს მომენტებში ავტომობილის სახლივით ხდება და აუცილებელია მძღოლისა თუ მგზავრებისათვის კომფორტული და მინიმალურად დამღლელი იყოს მანქანაში დიდხნიანი ჯდომა. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის ქარხნულ მახასიათებლებს, რომლებიც მძღოლსა თუ მგზავრებს კომფორტულად უქცევს მგზავრობას, თუმცა ქარხნული დეტალების გარდა, თავად მძღოლსაც შეუძლია ისეთი აქსესუარების ყიდვა, რომლებიც მანქანით გადაადგილებას ერთი ორად სასიამოვნოს ხდის.

საჭირო აქსესუარები, თუკი მანქანით ბავშვის გადაადგილება გიწევთ

უკანა სავარძელში მჯდომი ბავშვის დასანახი კამერა

როცა უკანა სავარძელში მცირეწლოვანი ზის, თან გზას წინ უნდა უყუროთ და თან ხშირად გინდებათ უკან მიხედვა ბავშვის გასაკონტროლებლად, არc ისე უსაფრთხოა ამ დროს მგზავრობა. მსგავსი შემთხვევებისთვის არსებობს მოწყობილობა, რომელიც შეიცავს კამერას და მონიტორს. კამერა შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ისე, რომ  ბავშვს უყუროს და ეკრანი შეგიძლიათ დაამონტაჟოთ თქვენთვის, მძღოლისთვის მარტივად შესამჩნევ ადგილას. ამგვარად საფრთხის შემცველი არ იქნება უკან მჯდომი ბავშვის კონტროლი.

მაგალითისთვის იხილეთ ლინკი:

https://www.amazon.com/Shynerk-Crystal-Shatterproof-Assembled-Certified/dp/B07F8HTSKD/ref=sr_1_7?keywords=car+accessories+for+baby&qid=1682269934&s=automotive&sprefix=car+accessories+for+baby%2Cautomotive%2C267&sr=1-7

 

მანქანის მინების დამცავი ბადე

ხშირად ბავშვებს უყვართ მანქანის ფანჯარასთან სიახლოვე, მისი ჩამოწევა და თავის გარეთ გადაყოფა. მაშინ, როცა მძღოლი საჭეს მართავს, რთულია ერთდროულად გზის და ბავშვის კონტროლი. რისკების თავიდან ასაცილებლად არსებობს ბადეები ფანჯრებისთვის, რომლებიც მაგნიტით მარტივად ეკვრება და ბავშვს ურთულებს ფანჯარასთან საფრთხის შემცველ მოქმედებებს.

მაგალითისთვის იხილეთ ლინკი:

https://www.amazon.com/Munchkin-Brica-Magnetic-Stretch-Shade/dp/B093NT15T1/ref=sr_1_9?keywords=car+accessories+for+baby&qid=1682269934&s=automotive&sprefix=car+accessories+for+baby%2Cautomotive%2C267&sr=1-9

 

ავტომობილისთვის საჭირო აქსესუარები, თუკი გყავთ შინაური ცხოველი

სივრცის გამყოფი ორგანაიზერი შინაური ცხოველებისთვის

თუკი თქვენი შინაური ცხოველი, ამ შემთხვევაში ძაღლი, არც ისეთი პატარა ზომისაა, რომ მგზავრმა ხელში დაიჭიროს და ასე გადააადგილოთ მანქანით, აუცილებლად გექნებოდათ შემთხვევები, როცა სავარძლის სივრცეში დასმისას, ძაღლი მოსახვევებში ცურდება, ცდილობს სალონის წინა ნაწილში გადასვლას ან უბრალოდ უკონტროლოდ მოძრაობს. იმისთვის, რომ მძღოლი გზაზე და მანქანის მართვაზე იყოს კონცენტრირებული და არ იყოს შინაური ცხოველის მოძრაობით შეშინებული, არსებობს კარგი გამოსავალი, აქსესუარი, რომელიც ავტომობილში სივრცის გამოყოფაში, გადაკეტვაში დაგეხმარებათ და ძაღლს არ მისცემს გადაადგილების საშუალებას.

მაგალითისთვის იხილეთ ლინკი:

https://www.amazon.com/dp/B095SRTGSQ?pd_rd_i=B095SRTGSQ&pf_rd_p=b000e0a0-9e93-480f-bf78-a83c8136dfcb&pf_rd_r=WZZAB43N1WTH0WE38B9Q&pd_rd_wg=UHbNJ&pd_rd_w=8kaKY&pd_rd_r=dd961610-f2a3-4769-b6d2-4441e837a121&th=1

 

ჰიგიენის დასაცავი საფენი შინაური ცხოველის გადასაადგილებლად

ზოგიერთ შინაურ ცხოველს ზომაზე მეტად ცვივა ბეწვი და მათი მანქანით გადაადგილება ჰიგიენური თვალსაზრისით არც ისე კომფორტულია. გარდა ბეწვის ცვენისა, სალონი ისვრება შინაური ცხოველის თათების ნაფეხურებით. იმისთვის, რომ მანქანის სალონის სისუფთავე დაიცვათ, არსებობს გადასაფარებელი, რომელიც სალონის უკანა ნაწილში იშლება. ამ საფენს აქვს სამაგრებიც, რაც ქსოვილს მოკეცვის, შინაურ ცხოველს კი სალონის წინა ნაწილში გადავარდნის საშუალებას არ აძლევს. ეს საფენები, როგორც წესი წყალგამძლეა და სითხესაც არ ატარებს. საბოლოოდ, ჰიგიენის შენარჩუნების გარდა, დამჭერის როლსაც ასრულებს ეს საფენი.

მაგალითისთვის იხილეთ ლინკი:

https://www.amazon.com/Yagud-Waterproof-Resistant-Protector-Washable/dp/B09YD2P95X/ref=sr_1_4_sspa?keywords=car+accessories+for+pets&qid=1682269677&sprefix=car+accessories+for+pets+%2Caps%2C307&sr=8-4-spons&psc=1&spLa=ZW5jcnlwdGVkUXVhbGlmaWVyPUExTkpPM0lJU0hMUTRGJmVuY3J5cHRlZElkPUEwMzYzOTE0M0E2Qk5MTDJCSVVFNCZlbmNyeXB0ZWRBZElkPUEwNDMxMDI4RDZPNFZTQlE5OTg5JndpZGdldE5hbWU9c3BfYXRmJmFjdGlvbj1jbGlja1JlZGlyZWN0JmRvTm90TG9nQ2xpY2s9dHJ1ZQ

 

მობილური ტელეფონისთვის საჭირო აქსესუარები, რომლებიც მანქანაში განსაკუთრებით გამოგადგებათ

 

მობილური ტელეფონის დამჭერი

მანქანის მართვის პარალელურად ხშირად მძღოლს მობილური ტელეფონი შეიძლება დასჭირდეს, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება უსაფრთხოების ფარგლებში. სწორედ იმისთვის, რომ მანქანის მართვას ხელი არ შეუშალოს მობილურის ხელში ჭერამ, არსებობს აქსესუარი, რომელიც საჭის გვერდით მაგრდება, მასში შესაძლებელია მობილური ტელეფონის ჩადება და მისი გამოყენება, მაგალითად რუკისთვის ან უბრალოდ შემოსული ზარების მარტივად საპასუხოდ.

 

 

დამტენი მოწყობილობა

სწორედ მაშინ, როცა ავტომობილში ძალიან დიდი დროის გატარება უწევს მძღოლს, კიდევ უფრო საჭირო ხდება ტელეფონის დამტენი, USB კაბელის შესაერთებელი მოწყობილობა. ზოგიერთ ავტომობილს ეს მოჰყვება, მაგრამ თუკი არ გაქვთ, დამეთანხმებით, აუცილებელი ნივთია.

AUX

ზოგიერთ ავტომობილს მობილური ტელეფონი ბლუთუზით უკავშირდება, თუმცა ბლუთუზის ალტერნატივაც არსებობს AUX კაბელის სახით და ის დაგეხმარებათ მუსიკების მოსმენით ისიამოვნოთ მგზავრობისას.

მანქანის ჰიგიენა

პატარა პილასოსი

ავტომობილში არსებობს ისეთი მიუწვდომელი და წვრილი სივრცეები, რომელშიც მარტივად გროვდება ჭუჭყი და ნამცეცები, თუმცა რთულია მისი ამოწმენდა ხელით და საწმენდი საშუალებების გამოყენებით. ასეთი რთულად მისაღწევი ადგილებისთვის არსებობს პატარა პილასოსები, რომლებსაც დენის წყაროდ სიგარეტის ასანთები სოკეტებიც კი ჰყოფნით და იდეალურია სავარძლების ნაპრალების და მსგავსი რთულად მიღწევადი ადგილების გასაწმენდად.

მაგალითისთვის იხილეთ ლინკი:

https://www.amazon.com/TEMOLA-Handheld-Cordless-Rechargeable-Detailing/dp/B0B3MW99WM/ref=sr_1_16?keywords=car%2Bvacuum%2Bcleaner&qid=1682269557&sr=8-16&th=1

 

 

sales