ტოპ 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
01.10.2024

ეკონომიური ავტომობილი არის მანქანა, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს და ყოველდღიურ გადაადგილებას მნიშვნელოვნად აიაფებს. საქართველოში, სადაც საწვავის ფასები სულ უფრო იზრდება და თბილისის საცობები დამატებით დროსა და საწვავს ითხოვს, ასეთი ავტომობილის არჩევა ბევრი მძღოლისთვის რეალურ დანაზოგად იქცევა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ყველაზე ეკონომიური მოდელების ჩამონათვალი - დიზელის, ბენზინისა და ჰიბრიდული ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები, რომლებიც საწვავის დაბალი მოხმარებითა და პრაქტიკულობით გამოირჩევიან.
რა განსაზღვრავს ავტომობილის ეკონომიურობას
ავტომობილის ეკონომიურობა მხოლოდ საწვავის მოხმარებაზე არ არის დამოკიდებული. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ერთად განსაზღვრავს, რამდენად ეკონომიურია კონკრეტული მანქანა ყოველდღიურ გამოყენებაში:
- ძრავის მოცულობა - მცირე მოცულობის ძრავა ჩვეულებრივ ნაკლებ საწვავს მოიხმარს.
- ავტომობილის წონა - რაც უფრო მსუბუქია მანქანა, მით ნაკლები ენერგია სჭირდება მოძრაობისთვის.
- ჰიბრიდული ან ელექტრო ტექნოლოგია - უზრუნველყოფს ენერგიის უფრო ეფექტურ გამოყენებას და საწვავის დაბალ ხარჯს.
- ტრანსმისიის ტიპი - თანამედროვე ავტომატური და ვარიატორული (CVT) გადაცემათა კოლოფები ხშირად აუმჯობესებს საწვავის ეკონომიას.
- მართვის პირობები - ქალაქის საცობებში მოხმარება ჩვეულებრივ მაღალია, ვიდრე ავტობანზე თანაბარი სვლისას.
ანუ ეკონომიური ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების ერთობლიობის გათვალისწინება და არა მხოლოდ ერთი მაჩვენებლის შეფასება.
ეკონომიური ავტომობილების შედარება
სანამ თითოეულ მოდელს ცალ-ცალკე განვიხილავთ, ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ ერთი შეხედვით შეადაროთ სიაში შესული ავტომობილები - საწვავის ტიპის, დაახლოებითი ხარჯისა და კუზოვის მიხედვით.
მაჩვენებლები დაახლოებითია და შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული თაობის, ძრავისა და მართვის პირობების მიხედვით.
|
მოდელი |
საწვავის ტიპი |
საშუალო ხარჯი (100 კმ) |
ავტომობილის ტიპი |
|
Honda Civic |
ბენზინი |
~5–6 ლ |
სედანი |
|
Toyota Prius C / Aqua |
ჰიბრიდი |
~4 ლ |
ჰეჩბექი |
|
Hyundai Ioniq |
ჰიბრიდი |
~4 ლ |
სედანი |
|
Honda Fit Hybrid |
ჰიბრიდი |
~4–4.5 ლ |
ჰეჩბექი |
|
Toyota Corolla Hybrid |
ჰიბრიდი |
~4–4.5 ლ |
სედანი / ჰეჩბექი |
|
Peugeot 208 |
ბენზინი / დიზელი |
~3–4 ლ |
ჰეჩბექი |
|
Volkswagen Golf |
დიზელი |
~3–4 ლ |
ჰეჩბექი |
|
BMW 320d |
დიზელი |
~4 ლ |
სედანი |
|
Suzuki Vitara Hybrid |
ჰიბრიდი |
~5–6 ლ |
კროსოვერი (SUV) |
|
Smart |
ბენზინი / დიზელი |
~2.7–3 ლ |
მინი |
მაჩვენებლები დაახლოებითია და შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული თაობის, ძრავისა და მართვის პირობების მიხედვით.
ყველაზე ეკონომიური ავტომობილების სია
მოგოს გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ავტომობილების დაფინანსებაზე - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ, რომელ მოდელებს ირჩევენ ქართველი მყიდველები, რამდენი ჯდება მათი მოვლა და რომელი ამართლებს ხარჯს გრძელვადიან პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე, შევარჩიეთ 10 მოდელი, რომლებიც ჩვენი შეხედულებით, ეკონომიურობის, საიმედოობისა და ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომობის მიხედვით გამოირჩევიან.
ქვემოთ მოცემული თითოეული მოდელი ერთი და იმავე სტრუქტურით არის აღწერილი: მოკლე დახასიათება, საწვავის მოხმარების მაჩვენებლები და ის, თუ რატომ არის ავტომობილი რეალურ პირობებში ეკონომიური.
Honda Civic
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საიმედო ავტომობილი ქართულ ბაზარზე, განსაკუთრებით ეკონომიურია EK და EG ძარის, 1.3 და 1.4-ლიტრიანი ვერსიები. საწვავის ხარჯი ქალაქის საცობებში მაქსიმუმ ~6 ლიტრია, ხოლო ტრასაზე დაახლოებით 4.7 ლიტრამდე ეცემა. რეალურ პირობებში მისი ეკონომიურობა მცირე მოცულობის ძრავის, მსუბუქი ძარისა და 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფის დამსახურებაა - დამატებით, ნაწილები იაფი და ხელმისაწვდომია.
Toyota Prius C / Aqua
![]()
იაპონური ბაზრისთვის შექმნილი კომპაქტური ჰიბრიდი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკონომიური მოდელია. ქალაქში დაახლოებით 4.3 ლიტრს მოიხმარს, ტრასაზე კი ეს მაჩვენებელი ~3.7 ლიტრამდე მცირდება. რეალურ პირობებში ის განსაკუთრებით ეფექტურია სწორედ ქალაქის „გაჩერდი-დაიძარი” რეჟიმში, სადაც ჰიბრიდული სისტემა დამუხრუჭებისას დაკარგულ ენერგიას იბრუნებს.
Hyundai Ioniq
![]()
კონკურენტებისგან განსხვავებული ვიზუალის მქონე, ფართო და კომფორტული ჰიბრიდი. ქალაქში დაახლოებით 4.1 ლიტრით კმაყოფილდება, ტრასაზე კი 3.8 ლიტრიც ჰყოფნის. მისი მაღალი ეკონომიურობა ეფექტური გადაცემათა კოლოფის და აეროდინამიკური ძარის შედეგია.
Honda Fit Hybrid

კომპაქტური და უკიდურესად პრაქტიკული ჰეჩბექი ჰიბრიდული სისტემით, რომელიც იაპონური იმპორტის წყალობით საქართველოში ხშირად გვხვდება. ქარხნული მაჩვენებელი 3.7 ლიტრია, რეალურ, შერეულ პირობებში კი დაახლოებით 4 - 4.5 ლიტრი. მისი ეფექტურობის საიდუმლო e:HEV სისტემაა: ქალაქში დაძვრასა და აჩქარებას ელექტროძრავა უზრუნველყოფს, ბენზინის ძრავა კი ტრასაზე, ოპტიმალურ რეჟიმში ერთვება 40-ლიტრიანი ავზით 1000 კმ-ზე მეტს ფარავს.
Toyota Corolla Hybrid

მეინსტრიმული, საიმედო და ბაზარზე ფართოდ ხელმისაწვდომი ჰიბრიდი, რომელიც სედანისა და ჰეჩბექის ძარა გვხვდება. კომბინირებული ხარჯი 4 - 4.5 ლიტრია. მისი ეკონომიურობა Toyota-ს მრავალწლიანი, გამოცდილი და თვითდამტენი ჰიბრიდული აგრეგატის დამსახურებაა, რომელიც განსაკუთრებით ქალაქში ავლენს თავს.
Peugeot 208
![]()
მოქნილი ფრანგული სუპერმინი ბენზინისა და დიზელის ვერსიებით. ავტობანზე 3.2-ლიტრამდე მოიხმარს, ქალაქში კი დაახლოებით 3.9-ს; 41-ლიტრიანი ავზის სრულად შევსებით 1000 კმ-ზე მეტს გაივლის. რეალურ პირობებში ეკონომიურობას მცირე მოცულობის ეფექტური ძრავები და მსუბუქი ძარა განაპირობებს.
Volkswagen Golf

მე-7 და მე-8 თაობის 2.0 TDI (115 ცხ.ძ.) ვერსია ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და პრაქტიკული არჩევანია. ეკონომიურობის მაქსიმალური ნიშნული 3.3 ლიტრამდე აღწევს. ეს თანამედროვე დიზელის ძრავისა და გრძელი გადაცემათა თანაფარდობის შედეგია, რაც ტრასაზე განსაკუთრებით დაბალ ხარჯს იძლევა.
BMW 320d
![]()
სრული ზომის, კომფორტული და სოლიდური სედანი უახლესი დიზელის ძრავითა და გადაცემათა კოლოფით. ტრასაზე გადაადგილებისას 4 ლიტრ დიზელს მოიხმარს. მისი უპირატესობა ის არის, რომ დაბალი ხარჯი სუსტი წარმადობის ხარჯზე არ მიიღწევა ავტომობილი მძლავრი და დინამიურია.
Suzuki Vitara Hybrid
![]()
თუ ეძებთ ეკონომიურ ჯიპს ან კროსოვერს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ქართულ ბაზარზე. ჰიბრიდული სისტემისა და შედარებით მსუბუქი ძარის წყალობით მისი ხარჯი 5-6 ლიტრია - SUV-ისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. რეალურ პირობებში ის მაღალ გამავლობას დაბალ საწვავის ხარჯს უთავსებს, რაც კლასიკური ჯიპებისთვის იშვიათია.
Smart
![]()
ულტრაკომპაქტური საქალაქო მინი ბენზინისა და დიზელის (cdi) ვერსიებით. დიზელის მოდელი 100 კმ-ზე მხოლოდ 2.7 ლიტრს წვავს და ავზის სრული შევსებით დაახლოებით 1100 კმ-ს ფარავს. მას აქვს სიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მისი უპრეცედენტო ეკონომიურობა მინიმალური წონისა და პატარა ძრავის შედეგია, რაც მას იდეალურ საქალაქო ავტომობილად აქცევს.
დასკვნა: ეკონომიური ავტომობილი გონივრული და გრძელვადიანი არჩევანია
ეკონომიური ავტომობილი მხოლოდ საწვავზე დანაზოგს არ ნიშნავს - ის ერთდროულად ამცირებს ყოველდღიურ ხარჯებს, ინარჩუნებს გარემოს და დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს იძლევა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბაზარზე სულ უფრო მეტი ეფექტური მოდელი ჩნდება - დიზელის, ბენზინისა და ჰიბრიდული აგრეგატებით - რაც თითოეულ მძღოლს საშუალებას აძლევს, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული, სწორი, არჩევანი გააკეთოს. ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის კომპაქტური ჰიბრიდი იდეალურია, ხოლო ტრასაზე ხშირი მოძრაობისას თანამედროვე დიზელი გამოირჩევა დაბალი ხარჯით.
მთავარია, ავტომობილის შერჩევისას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინოთ - ძრავის მოცულობა, წონა, ტრანსმისია და მართვის პირობები - და არა მხოლოდ ერთი მაჩვენებელი. სწორად შერჩეული ეკონომიური ავტომობილი წლების განმავლობაში ერთგულად და ხელმისაწვდომ ფასად მოგემსახურებათ.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ავტომობილის შეძენა Mogo-ს ლიზინგის გამოყენებით არის შესაძლებელი - მიმართეთ კომპანიას და მიიღეთ დაფინანსება ონლაინ, სწრაფად და მარტივად.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
რომელია ყველაზე ეკონომიური ავტომობილი ქალაქში?
ჰიბრიდები - Toyota Prius C / Aqua და Honda Fit Hybrid (4 ლ/100 კმ), რადგან საცობებში დამუხრუჭების ენერგიას იბრუნებენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (2.7 ლ) Smart-ის დიზელს აქვს.
ჰიბრიდი თუ დიზელი რომელი ჯობს ეკონომიურობით?
ქალაქში - ჰიბრიდი, ტრასაზე - დიზელი (მაგ. Golf TDI და BMW 320d, - 3.3–4 ლ).
რომელი ეკონომიური ავტომობილია ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე?
ჰიბრიდები - Toyota Prius / Aqua, Honda Fit Hybrid, Toyota Corolla Hybrid, Hyundai Ioniq; დიზელები - Volkswagen Golf და BMW 320d.
რომელია ყველაზე ეკონომიური ჯიპი ან კროსოვერი?
Suzuki Vitara Hybrid – 5-6 ლ/100 კმ, რაც SUV-ისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
ბიუჯეტური და ეკონომიური მანქანა ერთი და იგივეა?
არა - ბიუჯეტური იაფია შესაძენად, ეკონომიური კი ზოგავს ხარჯს ექსპლუატაციაში.