გადაცემათა კოლოფის ზეთი: როდის და რატომ არის მისი შეცვლა საჭირო?
14.03.2025

გადაცემათა კოლოფის ზეთი ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ზეთი კოლოფის გამართულ მუშაობასა და შესაბამისად, თქვენი ავტომობილის სიცოცხლისუნარიანობაზე აგებს პასუხს.
ისევე, როგორც ადამიანს ესაჭიროება საკვები და სასმელი არსებობისთვის, იმავე პრინციპით, ავტომობილს სჭირდება ზეთი. ზეთი ატენიანებს მანქანის მოძრავ ნაწილებს, ამცირებს ხახუნს და ხელს უწყობს სითბოს გაფანტვას, თუმცა დროთა განმავლობაში ზეთი იშლება, ბინძურდება ჭუჭყით, ნამსხვრევებითა და სხვა ნაწილაკებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტურობის დაკარგვა და ძრავის დაზიანებაც კი. სწორედ ამ მიზეზით, უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეთის დროული გამოცვლა.ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ არის გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა აუცილებელი, როგორ უნდა განვსაზღვროთ მისი შეცვლის დრო და ზოგადად, რა სახის ზეთებია რეკომენდებული.
ტრანსმისიის ზეთის ტიპები და დანიშნულება
გადაცემათა კოლოფის ზეთები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:
- ავტომატური გადაცემათა კოლოფის (ATF - Automatic Transmission Fluid) ზეთი – უზრუნველყოფს სითხის გამართულ ცირკულაციას, სითბოს განაწილებასა და შიდა დეტალების დაზიანებისგან დაცვას. ის შექმნილია სპეციალური ფორმულით, რომელიც გადაცემათა კოლოფის ელემენტებს მოქნილობისა და გამძლეობის შენარჩუნებაში ეხმარება;
- მექანიკური გადაცემათა კოლოფის ზეთი – უფრო სქელია და მექანიკური სისტემების ხახუნისა და გადახურებისგან დაცვას უზრუნველყოფს.
ზეთის შერჩევა უნდა მოხდეს ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით, რადგან არასწორი სითხის გამოყენებამ, შესაძლოა, სერიოზული დაზიანებები გამოიწვიოს.
როგორ მივხვდე, რომ დროა, გადაცემათა კოლოფის ზეთი შევცვალო?
გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ძრავის ზეთის შეცვლა (დეტალებისთვის იხ. ჩვენი ბლოგი).
ზოგადად, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის სიხშირე დამოკიდებულია ავტომობილის ტიპზე, მართვის პირობებსა და მწარმოებლის მითითებებზე. თუმცა შეგვიძლია, ჩამოთვალოთ შემთხვევები, როცა ავდომობილი დახმარებას ითხოვს:
- გადაცემათა გადართვის სირთულე – თუ გადაცემათა გადართვა გაძნელდა ან დროში ჭიანურდება, ეს შეიძლება ზეთის დაბინძურების შედეგი იყოს;
- უცნაური ხმა – გადაცემათა კოლოფიდან მომდინარე უჩვეულო ხმები ზეთის უკმარისობას ან ხარისხის დაკარგვას შეიძლება, ნიშნავდეს;
- ზეთის დაბინძურება და მუქი ფერი – სუფთა გადაცემათა კოლოფის ზეთი გამჭვირვალე ან ოდნავ მოწითალო ფერისაა (ATF-ის შემთხვევაში). თუ ის მუქი და ტალახის მსგავსი გახდა, დროა, შეცვალოთ;
- სუნი და გადახურება – დამწვარი სუნი ან გადაცემათა კოლოფის გადახურება, შესაძლოა, ზეთის გაუარესების ნიშანი იყოს;
- გადაცემათა კოლოფის გაპარვა – თუ მანქანის ქვეშ ზეთის გაჟონვის კვალს ამჩნევთ, ეს შესაძლოა სისტემის დაზიანებას ან ზეთის დონის კლებას უკავშირდებოდეს.
დასკვნა
გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა ავტომობილის გამართულ მუშაობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. რეგულარული შემოწმება და მწარმოებლის რეკომენდაციების დაცვა თავიდან აგარიდებთ ძვირადღირებულ რემონტს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ მართვას. არ უგულებელყოთ ზეთის ცვლილების სიხშირე და შეარჩიეთ შესაბამისი პროდუქტი, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი ავტომობილის ეფექტურობა და გამძლეობა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მოგო გთავაზობთ ავტოლიზინგის სწრაფ და მოქნილ სერვისს, რომლის ფარგლებში, შესაძლებელია 100,000 ლარამდე დაფინანსების მიღება, 84 თვემდე (7 წლამდე) ვადით. ონლაინ განაცხადი სწრაფად მუშავდება, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ავტომობილს უმოკლეს დროში იღებს. ლიზინგის პირობები მოიცავს ავტომობილის მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით შეფასებას... დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.