კატალიზატორი: რაობა და ფუნქცია
02.06.2025

თუ გსმენიათ ავტომობილის კატალიზატორის შესახებ, მაგრამ ზუსტად არ იცით, რას ემსახურება ან რატომ ითვლება ის ავტომობილის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად – ეს ბლოგი თქვენთვისაა.
დღეს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობას. სწორედ ამ პროცესში კატალიზატორს გადამწყვეტი როლი აკისრია: ის ამცირებს მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვს და ხელს უწყობს როგორც ავტომობილის გამართულ მუშაობას, ისე ჩვენი ჯანმრთელობისა და ბუნების დაცვას.
რა ფუნქცია აკისრია კატალიზატორს, როგორ დავიცვათ ის დაზიანებისგან და რატომ არ უნდა უგულებელვყოთ მისი მდგომარეობა?
რა არის კატალიზატორი
კატალიზატორი ავტომობილის გამონაბოლქვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ძირითადი ფუნქციაა, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების – ნახშიროჟანგის (CO), აზოტის ოქსიდებისა (NOx) და არაჯანსაღი ნახშირწყალბადების (HC) – ნეიტრალიზაცია, რათა გარემოზე მავნე ზეგავლენა შემცირდეს.
კატალიზატორი, როგორც წესი, გამონაბოლქვის კოლექტორსა და გამონაბოლქვის მილს შორის მდებარეობს. მისი შიდა სტრუქტურა შედგება თაფლისებრი კერამიკული ბადისგან, რომელიც დაფარულია ძვირფასი ლითონებით – პლატინა, პალადიუმი და როდიუმი. ეს ლითონები რეაქციაში შედის გამონაბოლქვის გაზთან და გარდაიქმნება ნაკლებად მავნე ნივთიერებებად - წყლის ორთქლად და ნახშირორჟანგად. ვრცლად ეს თემა იხილეთ ბლოგში.
რატომ არის მნიშვნელოვანი
კატალიზატორი არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია. მისი გამართულად მუშაობა უზრუნველყოფს:
- მავნე გამონაბოლქვის შემცირებას – კატალიზატორი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოსთვის საზიანო ნივთიერებებს;
- ტექნიკური ინსპექტირების გავლის შესაძლებლობას – გამართული კატალიზატორი საჭიროა მოქმედ ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობისთვის;
- ავტომობილის გამართულ მუშაობას – დაზიანებულმა კატალიზატორმა შეიძლება, სიმძლავრის კლება გამოიწვიოს, ძრავის გამართულად მუშაობის შეფერხება და საწვავის ხარჯის ზრდა. ვრცლად ეს თემა იხილეთ ბლოგში.
როგორ გავუფრთხილდეთ კატალიზატორს
კატალიზატორის სიცოცხლის გახანგრძლივება და დაზიანების თავიდან აცილება რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინებითაა შესაძლებელი:
როგორ შევინარჩუნოთ კატალიზატორი კარგ მდგომარეობაში:
- გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი საწვავი; 2. რეგულარულად ისარგებლეთ ტექნიკური მომსახურებიღ; 3. არ გადატვირთოთ ძრავა, რათა თავიდან აიცილოთ გადახურება.
როგორ ავიცილოთ დაზიანება:
- მართეთ ფრთხილად; 2. თავი აარიდეთ ღრმა გუბეებს, ვინაიდან წყალი თუ ცხელ კატალიზატორში მოხვდა, მას დააზიანებს.
როგორ დავიცვათ კატალიზატორი ქურდობისგან:
კატალიზატორები ხშირად ქურდობის სამიზნეა ძვირფასი ლითონების – პლატინის, პალადიუმისა და როდიუმის გამო. ყველაზე ხშირი სამიზნე მანქანებია:
- Toyota Prius
- Lexus RX
- დიდი მოცულობის ძრავის მქონე SUV-ები და ფურგონები
თავის დასაცავად:
- დატოვეთ მანქანა დაცულ ან ხალხმრავალ ადგილას;
- დააყენეთ კატალიზატორის დაცვის სისტემა;
- გააფორმეთ სადაზღვევო პაკეტი, რომელიც მსგავს შემთხვევებსაც ანაზღაურებს.
დასკვნა
კატალიზატორი ავტომობილისთვის ისევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც ძრავა ან გადაცემათა კოლოფი. იგი არა მხოლოდ გარემოს იცავს მავნე გამონაბოლქვისგან, არამედ უზრუნველყოფს ავტომობილის სტაბილურ და გამართულ მუშაობას. ის აუცილებელია როგორც ეკოლოგიური სტანდარტების დაცვისთვის, ასევე ტექნიკური ინსპექტირების წარმატებით გასავლელად.
თუ ავტომობილის შეძენას გეგმავთ, იცოდეთ, რომ კომპანია Mogo გთავაზობთ ავტომობილების ლიზინგს, რაც საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ: მანქანით მის საკუთრებაში გადაცემამდე, განაცხადის შევსების სწრაფი და მარტივი პროცედურით, თქვენთვის სასურველი მანქანისა და გადახდის გრაფიკის შერჩევით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.