რა უნდა ვიცოდე „ტექდათვალიერების“ შესახებ?
09.01.2025

თუ საქართველოში ფლობ ავტომობილს, კანონით ვალდებული ხარ, რომ გაიარო ტექნიკური შემოწმება, ანუ ტექდათვალიერება, რომელიც სულ რაღაც 15-20 წუთიან პროცედურას გულისხმობს. სხვადასხვა ქვეყანაში ავტომობილის ინსპექტირება ცნობილია როგორც "MOT" ტესტი და შექმნილია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ავტომობილი ნამდვილად აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს.
როდის უნდა ჩაუტარდეს მანქანას ტექინსპექტირება?
ეს დამოკიდებულია ავტომობილის გამოშვების წელზე, ანუ „ასაკზე“. განვიხილოთ სხვადასხვა შემთხვევა:
| მანქანის ასაკი | ტექდათვალიერება |
სიხშირე |
| 4 წლამდე | საჭირო არ არის | - |
| 4-8 წელი | საჭირო არ არის | ყოველ 2 წელიში ერთხელ |
| 8 წელი და მეტი | საჭირო არ არის | ყოველწლიურად |
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მანქანა ჩამოყვანილია სხვა ქვეყნიდან, მისი ტექდათვალიერება უნდა მოესწროს განბაჟებიდან 30 კალენდრული დღის ვადაში.

სად შემიძლია ჩემი მანქანის შემოწმება?
თუ ეძებთ ტექდათვალიერების ცენტრს — PTI, ან Greenway-ს ფილიალები მთელ საქართველოშია განლაგებული. ამ სტატიაში განვიხილავთ ტექდათვალიერების წესებს, ვადებსა და ფასებს, რათა ცენტრში მისვლამდე ზუსტად იცოდეთ, რა გელით.
რა მოწმდება ტექნიკური ინსპექტირების დროს?
გამოყოფილი გარკვეული კრიტერიუმები და კომპონენტები, რის მიხედვიტაც მოწმდება ავტომობილი ტექდათვალიერების დროს. ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
- იდენტიფიცირდება სატრანსპორტო საშუალება;
- მოწმდება სამუხრუჭე აღჭურვილობა;
- საჭით მართვის სისტემა;
- ხილვადობა;
- ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
- ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
- შასი და მისი შემადგენლები;
- სხვა მოწყობილობები;
- უარყოფითი ზემოქმედება;
ეწყობა დამატებითი ტესტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
რა ღირს ტექდათვალიერება?
| სატრანსპორტო საშუალება | ფასი |
| მსუბუქი ავტომობილი (M1) | 60₾ |
| ელექტრომობილი | 48₾ |
| სამგზავრო/სატვირთო (M2, M3, N2, N3) | 100₾ |
| მისაბმელი | 60₾ |
რა ხდება თუ ავტომობილი ვერ გაივლის ტექდათვალიერებას?
თუ ავტომობილი ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, მას გადაეცემა სია იმ დეტალებისა, რის მიხედვითად დახარვეზდა მანქანა და მომდევნო 30 კალენდრული დღის განმავლობაში მძღოლმა უნდა მოაწესრიგოს ეს ხარვეზები. ამის შემდეგ, ტექინსპექტირების ცენტრში მისვლისას მოწმდება მხოლოდ ის დეტალები, რომლებიც წინა შემოწმებისას დახარვეზდა. თუკი მანქანამ კიდევ ვერ გაიარა ტექინსპექტირება, ჯარიმის თავიდან ასაცილებლად ასეთ დროს მძღოლები პირველად ტექინსპექტირებას ატარებენ ხოლმე მანქანას და ასე კიდევ ერთხელ 30 დღიანი ვადა ენიჭება მძღოლსა და ავტომობილს ხარვეზების გამოსასწორებლად.
რა საბუთებია საჭირო ტექდათვალიერებისთვის?
- ავტომობილის ტექპასპორტი, მისი ასლი ან ფოტო
- პირადობის მოწმობა (სასურველია)
- თუ ავტომობილი მუშაობს გაზზე, საჭიროა გაზის საბუთი

ტექდათვალიერების გავლილი, გამართული ავტომობილი მშვიდი მგზავრობის საწინდარია. ხოლო თუ ახალ მანქანაზე ფიქრობთ - Mogo-ს ავტო ლიზინგით ის უფრო ხელმისაწვდომია.
ხშირად დასმული კითხვები
შესაძლებელია, რომ მანქანა ტექდათვალიერებაზე მფლობელმა არ მიიყვანოს?
დიახ, შესაძლებელია. ავტომობილის მიყვანა შესამოწმებლად ნებისმიერ პირს შეუძლია, მთავარია თან იქონიოს ტექპასპორტი, მისი ასლი ან ფოტოსურათი.
რამდენი ჯდება ტექდათვალიერება 2026-ში?
მსუბუქი ავტომობილის ტექდათვალიერება 60 ლარია, ელექტრომობილის - 48 ლარი, სამგზავრო/სატვირთოსი - 100 ლარი. ფასი ერთნაირია ყველა ცენტრში, რადგან მას მთავრობა ადგენს.
რა ხდება, თუ ტექდათვალიერება ვერ გავიარე?
ხარვეზის შემთხვევაში ავტომობილს ეძლევა გამოსწორების ვადა და შემდეგ ხელახლა შემოწმდება.
ახლად შემოყვანილ (განბაჟებულ) მანქანას როდის სჭირდება ტექდათვალიერება?
განბაჟებულ ავტომობილს ტექდათვალიერება უწევს საბაჟო პროცედურის დასრულებიდან 30 კალენდარულ დღეში.
ახალ მანქანას (4 წლამდე) ტექდათვალიერება სჭირდება?
არა - 4 წლამდე ასაკის მსუბუქ ავტომობილს ტექდათვალიერების გავლა არ სჭირდება.