გამონაბოლქვი - რა სიგნალს გვაძლევს კვამლის ფერი?
23.06.2025

ავტომობილის შეძენისას ბევრი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი, თუმცა უსამართლოდ უყურადღებოდ დარჩენილი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი სიგნალია გამოსაბოლქვი მილიდან გამომავალი კვამლის ფერი. ეს სიმპტომი ხშირად ძრავის ან სხვა სისტემების შესაძლო დაზიანებაზე მიგვანიშნებს. აუცილებელია, კვამლის ფერს მანქანის შეძენამდე დააკვირდეთ, ვინაიდან სწორედ ამ „წვრილმანმა“ შეიძლება, თქვენი სამომავლო ხარჯები განსაზღვროს.
თეთრი კვამლი
როდის არის ნორმალური:
ცივ ამინდში ძრავის დაქოქვისას თეთრი კვამლი შეიძლება, კონდენსატის აორთქლების შედეგი იყოს — ეს ბუნებრივია და პრობლემაზე არ მიუთითებს.
თუმცა თეთრი კვამლი, შესაძლოა, ინდიკატორი იყოს, რომ:
- გაგრილების სითხემ წვის კამერაში შეაღწია;
- ცილინდრის თავსახური გატყდა;
- ცილინდრის გარსი დაზიანდა;
- წყალი და ზეთი ერთმანეთს უჩვეულოდ შეერია.
ასეთი კვამლი ხშირად ძრავთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა შეკეთება ძვირი იქნება.
რეკომენდაციაა, რომ ასეთი მანქანა არ იყიდოთ, თუ ხელოსანს არ აჩვენებთ. ასევე, თუ გაგრილების სისტემაში სითხის დონესა და ზეთის ფერს არ შეამოწმებთ.
დაწვრილებით ამ თემაზე ჩვენს ბლოგს გაეცანით.
ლურჯი კვამლი
რაც შეეხება ლურჯ კვამლს, ძრავში ზეთის წვაზე მიუთითებს და ხშირად სერიოზული ტექნიკური ხარვეზების ნიშანია.
მიზეზები:
- ძრავში ზეთის გაჟონვა და წვა;
- ცილინდრის ბეჭდების ან სარქველის საცობების დაზიანება;
- ტურბინის მწყობრიდან გამოსვლა;
- ძრავის მაღალი ცვეთა.
არ არის რეკომენდებული მსგავსი პრობლემის მქონე მანქანის შეძენა, თუ კვამლი მუდმივად ჩანს. ასეთ მოცემულობაში, ავტომობილი დეტალურ დიაგნოსტიკას საჭიროებს, დაზიანებების გამოსწორება კი, არცთუ ბიუჯეტურია. მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილეთ ასეთი მოძრავი ქონების ყიდვა, თუ გამყიდველი გარანტიას გაძლევთ.
ნაცრისფერი კვამლი
ნაცრისფერი კვამლი ყველაზე რთულად დიაგნოსტირებად კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან მისი გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია.
ზეთის წვა (როგორც ლურჯი კვამლის შემთხვევაში), ტურბოს დაზიანება, გადაცემათა კოლოფის პრობლემები (განსაკუთრებით ავტომატურში) PCV სისტემის გაუმართაობა.
რეკომენდაციაა, რომ მხოლოდ სერვისცენტრში შემოწმების შემდეგ მიიღოთ ასეთი ავტომობილის შეძენის გადაწყვეტილება. დიდი შანსია, რომ შეკეთება ძვირი დაჯდეს.
ასევე, გაითვალისწინეთ, ნუ შეიძენთ, თუ კვამლს თან ახლავს სხვა სიმპტომები (სუნი, ძრავის ხარვეზები)!
შავი კვამლი
შავი კვამლი საწვავის გაუმართავ წვას გვატყობინებს — ძრავა ბევრ საწვავს მოიხმარს ჰაერის მცირე მოცულობით. ეს ხშირად დაკავშირებულია ინჟექტორის ან სენსორების მუშაობასთან.
შესაძლო მიზეზები:
- გადაჭარბებული საწვავის მიწოდება;
- ჰაერის ფილტრის დაბინძურება;
- საწვავის ინჟექტორების დაზიანება;
- MAF სენსორის გაუმართაობა;
- ემისიების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა.
რეკომენდაციაა, რომ საწვავის სისტემის შემოწმებამდე ასეთი ავტომობილი არ შეიძინოთ. ყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილეთ, თუ პრობლემა ადვილად გამოსწორებადია, ამას კი კარგ სპეციალისტთან დიაგნოსტირების შემდეგ გაარკვევთ.
სხვა ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
ფერის გარდა, არსებობს კვამლის სხვა ინდიკატორებიც, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: ტკბილი, დამწვარი პლასტმასის ან ზეთის სუნი, ძრავის არასტაბილური მუშაობა, გართულებული აჩქარება, დეტონაცია, “Check Engine” სიგნალის ჩართვა, გამოსაბოლქვის მილზე მუდმივი ტენიანობა.
თუ ამ ნიშნებიდან ერთ ან მეტს დააფიქსირებთ, მანქანის შემოწმებაზე ფიქრი აღარ გჭირდებათ! აუცილებელია!
მეტის გასაგებად, წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი.
დასკვნა
გამოსაბოლქვი მილიდან კვამლის ფერი, როგორც წესი, უბრალო სიმპტომი კი არა, პირიქით, სერიოზული გაფრთხილებაა ძრავისა და სხვა სისტემების მდგომარეობაზე.
თუ გსურთ ტექნიკურად გამართული მანქანა ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, იცოდეთ, რომ კომპანია Mogo გთავაზობთ ავტომობილების ლიზინგს, რაც საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ: მანქანით - მის საკუთრებაში გადამოცემამდე, განაცხადის შევსების სწრაფი და მარტივი პროცედურით, თქვენთვის სასურველი მანქანისა და გადახდის გრაფიკის შერჩევით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.