გადამზიდი ავტომობილების დანიშნულება ყოველდღიურ ცხოვრებაში

18.05.2022

მრავალი ტიპის სატრანსპორტო საშუალება არსებობს განსხვავებული დანიშნულებით. ზოგი უბრალოდ ადამიანების კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება, ზოგიც კი ნივთებისა და საგნების უსაფრთხოდ გადასაზიდაა საჭირო. იმ მიზნით, რომ ნივთებისა და ტვირთის ერთი წერტილიდან მეორეში გადატანა იყოს უფრო მარტივი და ნაკლებ რისკებთან დაკავშირებული, არსებობს ტრანზიტ მოდელები, ანუ გადამზიდი ტიპის ავტომობილები. სწორედ ასეთი სატრანსპორტო საშუალების შეძენის გასამარტივებლად, მოგო მომხმარებლებს სთავაზობს სპეც ტექნიკის ლიზინგს. გადამზიდი ავტომობილების დანიშნულება ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალნაირია და ვეცდებით ამ ბლოგში მიმოვიხილოთ ეს საკითხი.

რას გულისხმობს სპეც. ტექნიკის ლიზინგი?

მოგოს სპეც ტექნიკის ლიზინგი მომხმარებელს სთავაზოს,  ტრანზიტ მოდელების, იგივე სატვირთო ავტომობილების, იგივე გადამზიდი ტიპის მანქანების ლიზინგით შეძენას.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი სპეც. ტექნიკის ლიზინგით სარგებლობა მოგოში?

იმისთვის, რომ მომხმარებელმა მოგოს ლიზინგის დახმარებით შეიძინოს სპეც ტექნიკა, უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე კრიტერიუმი:

  • ეს სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს 1997 წლის შემდეგ გამოსული
  • უნდა იყოს B კატეგორიის
  • უნდა იყოს 3.5 ტონამდე

ამ კრიტერიუმებთან ერთად კი უნდა იყოს ჩამოთვლილი მოდელებიდან ერთ-ერთი:

  • Ford – Transit
  • Daihatsu – Hijet
  • Suzuki – Curry Truck
  • Subaru – Sambar-truck
  • Mitsubishi – Minicub

რა გამოყენება და საჭიროება აქვს მოგოს მიერ შემოთავაზებულ სპეც ტექნიკას?

ტვირთის გადაზიდვა

გადამზიდი ავტომობილების დანიშნულება ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქოს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ნაცნობი პროცესია. ყველა ის ტრანზიტ მოდელი, რომლის ლიზინგით ყიდვით შესაძლებლობასაც მოგო იძლევა, ზომებიდან გამომდინარე მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის, მცირე ზომის ავეჯის და სხვა მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვას. საბოლოოდ, მსგავსი სატვირთოების გამოყენების საჭიროება შეიძლება არსებობდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში,  ჩვენთვის ყოველდღიურად საჭირო ნივთების და ტვირთის გადასაადგილებლად.

გადამზიდი ავტომობილები და დამატებითი შემოსავლის წყარო

სპეც ტექნიკის საჭიროება ყოველდღიურობაში უკავშრდება იმასაც, რომ ეს ტრანსპორტი შემოსავლის გენერირების შესაძლებლობას იძლევა მომხმარებლისთვის.  მაგალითად, ფიზიკურმა პირმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ტვირთის გადაზიდვის სერვისი შესთავაზოს საკუთარ კლიენტებს და ამით გამოიმუშაოს შემოსავალი. ამ მიზნის მისაღწევად  ტრანზიტ მოდელია საჭირო.  ტრანზიტ მოდელის მარტივად და სწრაფად შესაძენად კი კარგი გამოსავალია სპეც ტექნიკის ლიზინგი მოგოში.

გარდა ზემოთ მოხმობილი მაგალითისა, შეიძლება ვიღაცას მცირე ბიზნესი ჰქონდეს, რომლის განვითარებისა და ხელშეწყობისთვისაც მრავალი გადამზიდი ტიპის სატრანსპორტო საშუალებაა საჭირო. იმისთვის, რომ გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში კომპანიამ ზრდა განიცადოს და მეტი შემოსავალი დააგენერიროს, ასევე კარგი გამოსავალია მოგოს სპეც ტექნიკის ლიზინგის დახმარებით სასურველი სატვირთო ავტომობილების შეძენა.

ახალი იდეები, როგორც შემოსავლის წყარო

კიდევ ერთი გამოყენება მსგავსი ტიპის სპეც ტექნიკისა არის ე.წ. Food Truck ანუ მანქანა-რესტორანი, მობილური კვების ობიექტი. თუკი ადამიანს აქვს სწრაფი კვების ობიექტის იდეა, იაფი და პრაქტიკული გამოსავალია, რომ კომერციული ფართის ნაცვლად, გადამზიდი ტიპის ავტომობილს ჩააბას პატარა მოწყობილობა, კონტეინერი, რომელშიც შესაძლებელია პატარა კვების ობიექტის გახსნა. თუკი კომერციული ფართის ფასი დიდ თანხებს უკავშირდება, ამ შემთხვევაი უფრო ეკონომიურად შეიძლება მიზნის მიღწევა. ამასთან ერთად, თუკი სტანდარტული კვების ობიექტის ლოკაცია ფიქსირებულია, ამ შემთხვევაში ნებისმიერ უბანში, ქალაქში და სტრატეგიულა ხელსაყრელ ადგილზეა შესაძლებელი „მანქანა-რესტორნის“ გადაადგილება.  განსაკუთრებით ხელსაყრელია ეს ზაფხულის პერიოდში, როცა ტურისტული სეზონი მოდის, როცა მრავალი ღონისძება და ფესტივალი იგეგმება სხვადასხვა ქალაქში.

ამგვარად, ერთი შეხედვით პატარა ტვირთის გადამზიდი მანქანა შეიძლება დიდი იდეის, ჭკვიანური და მომგებიანი ბიზნეს გეგმის  წამოწყებისთვის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი გახდეს და ამაში ხელშეწყობა მოგოს სპეც ტექნიკის ლიზინგს ნამდვილად შეუძლია.

სპეც ტექნიკა | ტექნიკის ლიზინგი | სპრინტერის ლიზინიგი | truck leasing | mogo.ge

როგორ ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi  | mogos manqanebi | avto sesxi | მოგოს მანქანები | avto lizingi | avto lombardi

გადადი პროდუქციის ფორმაზე