რა არის და როგორ ვისარგებლოთ უკულიზინგით?
01.12.2021

უკულიზინგი არის დაფინანსების ფორმა, რომლის დროსაც ავტომობილის მესაკუთრე მანქანას საკუთრების უფლებით გადასცემს სალიზინგო კომპანიას, სანაცვლოდ იღებს ერთიან თანხას და აგრძელებს იმავე ავტომობილით სარგებლობას, ხოლო ყოველთვიური გადასახადის სრულად დაფარვის შემდეგ მანქანა უბრუნდება საკუთრებაში.
უკულიზინგი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე ყავს ავტომობილი, მაგრამ კონკრეტულ მომენტში სჭირდება თანხა. ეს შეიძლება იყოს პირადი ხარჯი, ბიზნესის განვითარება, სხვა ვალდებულების დაფარვა ან უბრალოდ ფინანსური თავისუფლების გაზრდა. ამ შემთხვევაში ავტომობილის გაყიდვა ყოველთვის სასურველი გამოსავალი არ არის - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ყოველდღიური საჭიროებისთვის გჭირდებათ. სწორედ აქ ჩნდება უკულიზინგის როლი.
რა არის უკულიზინგი?
უკულიზინგი არის საშუალება, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილის საფუძველზე მიიღოთ თანხა და ამავე დროს განაგრძოთ მისი გამოყენება.
მარტივად რომ ავხსნათ:
თქვენი ავტომობილი გადადის სალიზინგო კომპანიის საკუთრებაში, თქვენ იღებთ მის ღირებულებას შესაბამის თანხის სახით, ხოლო ავტომობილი კვლავ თქვენს სარგებლობაში რჩება. ხელშეკრულების ვადის განმავლობაში იხდით ყოველთვიურ გადასახადს, ხოლო ვადის დასრულების შემდეგ ავტომობილი ისევ სრულად თქვენს საკუთრებაში ბრუნდება.
ეს არ ნიშნავს მანქანის დათმობას ან მისი გამოყენების შეწყვეტას. პირიქით - თქვენ აგრძელებთ ჩვეულებრივ გადაადგილებას, უბრალოდ ავტომობილი ხელშეკრულების პერიოდში რეგისტრირებულია კომპანიის სახელზე.
როგორ მუშაობს პროცესი?
უკულიზინგის მექანიზმი შედგება რამდენიმე ლოგიკური ეტაპისგან:
- თქვენ მიმართავთ სალიზინგო კომპანიას და სთავაზობთ საკუთარ ავტომობილს.
- კომპანია აფასებს ავტომობილის საბაზრო ღირებულებას.
- შეთანხმების შემთხვევაში კომპანია ყიდულობს ავტომობილს.
- ავტომობილი მაშინვე ლიზინგის ფორმით გადმოგეცემათ სარგებლობაში.
- იღებთ შეთანხმებულ თანხას და იწყებთ ყოველთვიური გადასახადის გადახდას.
- ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ავტომობილი ისევ თქვენს საკუთრებაში ბრუნდება.
მნიშვნელოვანია, რომ მიღებული თანხის გამოყენება შეზღუდული არ არის - შეგიძლიათ დახარჯოთ ნებისმიერი მიზნისთვის.
რით განსხვავდება უკულიზინგი კლასიკური ლიზინგისგან?
კლასიკური ლიზინგი გამოიყენება მაშინ, როდესაც ავტომობილის შეძენა გსურთ და ამისთვის ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ.
უკულიზინგი კი განსხვავებული ამოცანისთვის არსებობს. ის განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე ფლობს ავტომობილს, მაგრამ სჭირდება თანხა და არ სურს მისი საბოლოოდ გაყიდვა.
შედეგად, უკულიზინგი ერთდროულად გთავაზობთ ორ შესაძლებლობას:
- მიიღოთ საჭირო თანხა
- შეინარჩუნოთ ავტომობილის გამოყენების უფლება
ეს არის მოქნილი გამოსავალი იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივი გაქვთ, მაგრამ გჭირდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი.
რა ეტაპებია საჭირო უკულიზინგის მისაღებად?
პროცესი მარტივია და შედგება რამდენიმე ძირითადი ნაბიჯისგან.
1. განაცხადის დაფიქსირება
შეგიძლიათ განაცხადი დააფიქსიროთ ორ გზით:
- ონლაინ, ვებგვერდზე ფორმის შევსებით
- ან პირდაპირ ფილიალში მისვლით
საჭიროა პირადი მონაცემები და ავტომობილის ძირითადი ინფორმაცია (ნომერი, მარკა, მოდელი, წელი და სხვა ტექნიკური დეტალები).
2. ავტომობილის შეფასება
სპეციალისტები აფასებენ თქვენს ავტომობილს და გაცნობებთ, რა თანხის მიღებაა შესაძლებელი და რა პირობებით.
3. ხელშეკრულების გაფორმება
თუ პირობები თქვენთვის მისაღებია, აფორმებთ ხელშეკრულებას.
4. თანხის მიღება
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იღებთ შეთანხმებულ თანხას და აგრძელებთ ავტომობილის გამოყენებას.
შემდგომში იხდით ყოველთვიურ გადასახადს შეთანხმებული ვადით. ვადის დასრულების შემდეგ ავტომობილი კვლავ თქვენს საკუთრებაში გადმოდის.
როდის არის უკულიზინგი კარგი გადაწყვეტილება?
უკულიზინგი მხოლოდ მოულოდნელი ხარჯის დასაფარად როდი გამოდგება – ის ისეთივე სასარგებლოა დაგეგმილი, სტრატეგიული მიზნებისთვისაც, როცა გადაწყვეტთ, ავტომობილის ღირებულება ამუშაოთ ისე, რომ მანქანა არ გაყიდოთ. ის განსაკუთრებით კარგად გამოდგება მაშინ, როდესაც თანხა გჭირდებათ, მაგრამ ავტომობილის დათმობა ან ყოველდღიური სარგებლობის შეწყვეტა არ გსურთ. ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული სიტუაციები, როდესაც ეს პროდუქტი სწორი არჩევანია.
ბიზნესის განვითარება და საბრუნავი კაპიტალი.
იქნება ეს საქმიანობის გაფართოება, დატვირთული სეზონის წინ საქონლის შესყიდვა თუ ხელფასებსა და შემოსავლის შემოსვლას შორის სხვაობის შევსება – უკულიზინგი ათავისუფლებს ავტომობილში ჩაკეტილ ღირებულებას, რათა ბიზნესმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა. საჭირო თანხას იღებთ ბიზნესის აქტივების დაგირავების ან ახალი პარტნიორის მოზიდვის გარეშე.
ძვირი ვალდებულების ჩანაცვლება.
თუ უკვე სარგებლობთ ავტოლომბარდით ან სხვა მაღალპროცენტიანი პროდუქტით, უკულიზინგზე გადასვლა შესაძლოა უფრო დაბალ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს ნიშნავდეს. ეს გააზრებული, დაგეგმილი ნაბიჯია მათთვის, ვისაც არსებული ვალის მომსახურების შემსუბუქება და ყოველთვიური გადასახადის შემცირება სურს – ისე, რომ მანქანა ყოველდღიურ სარგებლობაში დარჩეს.
ხელსაყრელი, დროში შეზღუდული შესაძლებლობის გამოყენება.
ზოგი შესაძლებლობა ლოდინს არ ითმენს – ფასდაკლებული მოცულობითი შესყიდვა, მომწოდებლის ხელსაყრელი პირობები ან სწორ მომენტში ინვესტირების შანსი. როცა აქტივი გაქვთ, თანხა კი ხელთ არა, უკულიზინგი საშუალებას გაძლევთ, სწრაფად იმოქმედოთ და ის ღირებულება მოიხელთოთ, რომელსაც სხვა შემთხვევაში ხელიდან გაუშვებდით, შემდეგ კი შეთანხმებულ ვადაში კომფორტულად დაფაროთ.
დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიების დაფინანსება.
ქორწილი, იუბილე ან ოჯახის სხვა დიდი ზეიმი ის ხარჯია, რომლის დაგეგმვაც წინასწარ შეიძლება. უკულიზინგით მიღებული ერთიანი თანხა საშუალებას გაძლევთ, ხარჯი მშვიდად დაფაროთ და გადახდა თქვენთვის მოსახერხებელ ვადაზე გაანაწილოთ, ნაცვლად იმისა, რომ დანაზოგი ერთბაშად დახარჯოთ.
ინვესტიცია უძრავ ქონებაში ან გრძელვადიან მიზანში.
როცა კარგი ბინა გამოჩნდება ან გრძელვადიანი გეგმისთვის თანხის გამოყოფას აპირებთ, ავანსი ან თქვენს დანაზოგსა და სასურველ თანხას შორის სხვაობა ხშირად დაუყოვნებლივ უნდა შეივსოს. უკულიზინგი ავტომობილის ღირებულებას მზა თანხად აქცევს, რათა გეგმა განახორციელოთ ისე, რომ ის მანქანა შეინარჩუნოთ, რომელსაც ყოველდღიურად ეყრდნობით.
რა უნდა გაითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებამდე?
როგორც ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია წინასწარ გაითვალისწინოთ:
- შეძლებთ თუ არა ყოველთვიური გადასახადის გადახდას შეთანხმებულ ვადაში
- შეესაბამება თუ არა შემოთავაზებული პირობები თქვენს ფინანსურ გეგმებს
- რამდენად შეესაბამება მიღებული თანხა თქვენს რეალურ საჭიროებას
პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება დაგეხმარებათ პროცესის კომფორტულად და მშვიდად გავლაში.
უკულიზინგის პირობები მოგოში
მოგო საქართველო მომხმარებლებს სთავაზობს მკაფიო და წინასწარ განსაზღვრულ პირობებს:
- მაქსიმალური თანხა - 100 000 ლარამდე
- დაფინანსება - ავტომობილის საბაზრო ღირებულების 100%-მდე (დადგენილი ზღვრის ფარგლებში)
- ვადა - 3-დან 84 თვემდე
- თანხის გამოყენება - ნებისმიერი მიზნისთვის
ეს ნიშნავს, რომ შეფასების შედეგად შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ავტომობილის სრული საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა, თუ ის არ აღემატება დადგენილ მაქსიმუმს.
იურიდიული ნაწილი მარტივია: ხელშეკრულების პერიოდში ავტომობილი რეგისტრირდება კომპანიის სახელზე, თუმცა თქვენ სრულად ინარჩუნებთ მის გამოყენების უფლებას. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ საკუთრების უფლება ავტომატურად გიბრუნდებათ.
დასკვნა
უკულიზინგი არის პრაქტიკული გზა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანხა საკუთარი ავტომობილის საფუძველზე, მისი გამოყენების შეწყვეტის გარეშე. პროცესი გამჭვირვალეა, პირობები - წინასწარ განსაზღვრული, ხოლო საბოლოო შედეგი - ავტომობილის საკუთრებაში დაბრუნება.
თუ გაქვთ მანქანა და გჭირდებათ თანხა, უკულიზინგი შეიძლება გახდეს ბალანსირებული და მოსახერხებელი გადაწყვეტა, რომელიც აერთიანებს მოქნილობას, სიმარტივეს და აქტივის შენარჩუნებას.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია თუ არა უკულიზინგით სარგებლობა, თუ სხვა სესხი მაქვს?
დიახ. უკულიზინგით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე გაქვთ სხვა საკრედიტო ვალდებულება. ეს ხშირად სწორედ არსებული, უფრო ძვირი ვალის ჩასანაცვლებლადაც გამოიყენება.
სავალდებულოა თუ არა ავტომობილის დაზღვევა?
უკულიზინგით სარგებლობისთვის ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო არ არის. ეს ამარტივებს პროცესს და ამცირებს დამატებით ხარჯებს.
ვის ეკუთვნის ავტომობილი უკულიზინგის პერიოდში?
უკულიზინგის პერიოდში ავტომობილი სალიზიგნო კომპანიის სახელზე, თუმცა თქვენ გაქვთ მართვის უფლება, ანუ შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ.
რა ხდება ხელშეკრულების დასრულების შემდეგ?
ყოველთვიური გადასახადის სრულად დაფარვის შემდეგ ავტომობილის საკუთრების უფლება ავტომატურად გიბრუნდებათ. დამატებითი პროცედურა საჭირო არ არის.