რა განსხვავებაა ავტო-სესხსა და ავტო-ლიზინგს შორის

27.05.2022

ნესბისმიერი უძრავი თუ მოძრავი ქონების ყიდვა მომხმარებლის მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს იმ რაოდენობის ფინანსურ რესურსს, რომლის თავმოყრაც მოკლე დროში, როგორც წესი, რთულია ხოლმე.

სახლის, მიწის ნაკვეთის, ავტომობილის, ტექნიკისა თუ სხვა მსგავსი ქონების შეძენა საჭიროებს ერთიან დიდ თანხას. სასურველი ქონების შესაძენად ზოგი თანხის შეგროვებას იწყებს, თუმცა ზოგიერთს სულაც არ უღირს დროში გაწელილი პროცესი, რაც ფულის შეგროვებას ახლავს თან.

ასეთი სიტუაციებისთვის არსებობს ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებელს სასურველი ქონების შესაძენად სთავაზობენ ფულს, გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ.  ავტომობილის შემთხვევაში არსებობს ავტო სესხი და ავტო ლიზინგი. ეს სერვისები მომხმარებლებს აძლევენ მანქანის შესაძენ ფულს, სამაგიეროდ კი ითხოვენ გაკრვეულ პირობებს. თითოეული ეს პირობა ყველა საფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში განსხვავებულია და სრულიად მომხმარებელზეა დამოკიდებული რომელს მიანიჭებს უპირატესობას.

რა საერთო აქვს ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს?


ორივე შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ერთიან თანხას მანქანის შესაძენად გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ. ამ თემაზე ასევე იხილეთ ბლოგი: ჩვენთან ავტოლიზინგი, სხვაგან ავტოსესხი

რა განსხვავებაა ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს შორის?

განსხვავება დეტალებშია და სწორედ ეს დეტალებია მომხმარებლისთვის საინტერესო.

  • ფინანსური ორგანიზაციისგან მისაღები თანხის რაოდენობა

როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ მანქანის შესაძენად ფინანსურ ორგანიზაციას მიმართოს, მნიშვნელოვანი ხდება მისაღები თანხის რაოდენობაც. რაც უფრო ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის სურვილი აქვს ადამიანს, მით უფრო იზრდება ლიზინგისა თუ სესხის მიღების საჭიროება. სწორედ ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობის თანხის გაცემა შეეძლოს ფინანსურ ორგანიზაციას. მოგოს შემთხვევაში ეს თანხა 100 000 ლარს უტოლდება, რაც შეეხება ავტო სესხს, ქართულ ბაზარზე დაახლოებითი რაოდენობა 70 000 ლარია.

  • ვალდებულების დაფარვის ვადა

რაც უფრო დიდი რაოდენობის ვალდებულება აქვს მომხმარებელს აღებული, მისთვის მით უფრო კომფორტულია რომ მირებული თანხის დაფარვა უფრო ხანგრძლივ დროში მოხერხდეს. მოგოს ლიზინგი იძლევა შესაძლებლობას, რომ მაქსიმუ 84 თვეში დაფაროს მომხმარებელმა სალიზინგო ხელშეკრულება. ავტო სესხის შემთხვევაში კი ეს პერიოდი ძირითადად 70 თვეა.

  • საპროცენტო განაკვეთი

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კი საპროცენტო განაკვეთია, რომელიც, როგორც წესი, ლიზინგით სარგებლობისას უფრო მცირეა, ვიდრე ეს ავტო სესხის შემთხვევაშია.

  • მომხმარებელზე მორგებული პირობები

ნებისმიერი სერვისითა და მომსახურებით სარგებლობისას მნიშვნელოვანია მომხმარებელზე მორგებული პირობები. თითოეული მომხმარებლის საჭიროება უნიკალურია და რაც უფრო მეტად მოერგება მას სერვისი, მით უფრო კომფორტული ხდება მომხმარებლის გამოცდილება. ლიზინგი, კონკრეტულად კი მოგოს ლიზინგი მაქსიმალურად ცდილობს იყოს მომხმარებელზე მორგებული. ეს საკითხი მრავალ დეტალში გამოიხატება, მათ შორის, სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ეტაპზე.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მომხმარებელს შეიძლება მრავალი გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი რამ შეემთხვეს და ამან გავლენა იქონიოს მის გადახდისუნარიანობაზე. ასეთ დროს, მოგო გთავაზობთ ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გაზრდას და შედეგად ყოველთვიურად უფრო ნაკლები თანხის გადახდას, მიმდინარე თვის გადახდის თარიღის გადავადებას, გადახდის თარიღის ცვლილებას და სხვა. ყველაფერი დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებაზე და ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომლის მიხედვითაც არ დაზიანდება არც მომხმარებელი და არც სალიზინგო კომპანია,

ონლაინ ავტოლიზინგი | ავტომობილის შეძენა | avtomobilis shedzena | mogo.ge

ასევე წაიკითხეთ მოგოს სტატები: როგორი უნდა იყოს ეკონომიური ავტომობილი | უკულიზინგი – თუ ფული სასწრაფოდ გჭირდება რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: ავტო ლომბარდი | avto sesxi | sesxebi |avto lombardi | mogos manqanebi

გადადი პროდუქციის ფორმაზე