5 მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილის საბურავის არჩევისას

24.06.2022

ავტომობილის ფუნქციონირება და მისი მოვლა ძალიან მნიშვნელოვნად უკავშირდება ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოგონებას, ბორბალს. მანქანის შემთხვევაში ბორბლის განუყოფელი კომპონენტი არის საბურავი და ავტომობილზე ზრუნვისას უმიშვნელოვანესი ფაქტორია კონკრეტულ გარემოებებში მანქანისთვის სწორად შერჩეული საბურავი. საბურავების არჩევისას მარტივად არ გვაქვს საქმე.

რას ურჩევს მოგო მომხმარებელს ავტომობილის საბურავების არჩევისას?

1.    სეზონი

ნებისმიერ სეზონზე მანქანას ესაჭიროება განსხვავებული საბურავი. საბურავის არჩევისას სულ გამოყოფენ 3 ტიპის საბურავს: ზამთრის, ზაფხულის და შერეული ტიპის.

ზამთრის საბურავები

საბურავის არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომელი სეზონია მოცემულ მომენტში. გამოირჩევა სირბილით და მსუბუქი სვლით. ზამთრის საბურავის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ აქვს დაღარული ზედაპირი იმ მიზნით, რომ კარგად მოეჭიდოს სველ, თოვლიან ან მოყინულ გზას. ტემპერატურის ზრდასტან ერთად (+ 9-10 გრადუსი), ზამთრის საბურავი მარტივად ცვდება ამიტომ გაზაფხულიდან უკვე საჭირო ხდება მისი შეცვლა ზაფხულის საბურავებით.

ზაფხულის საბურავები

აქვს გლუვი ზედაპირი. მისი პროტექტორი მეატდ ეხება გზას და დიდი მოჭიდება აქვს მზისგან გახურებულ გზაზე. როგორც კი ტემპერატურა ეცემა (ჩამოსცდება + 9-10 გრადუსს), საბურავები ცივდება და კარგავს ასფალტზე მოჭიდებას. ეს აქვეითებს ავტომობილის მართვას, ქვეითდება მუხრუჭის სიჩქარეც და საბოლოოდ რთულია ავტომობილის დამორჩილება. ამ მიზეზით ტემპერატურის დაცემასთან ერთად, აუცილებელია ზამთრის საბურავებზე გადასვლა.

იხილეთ ჩვენი ბლოგი: 10 ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვაისწინო მეორადი ავტომობილის შეძენისას

შერეული ტიპის საბურავები


საბურავის არჩევისას შესაძლებელია შერეული ტიპის საბურავის პოვნაც, როდესაც რთულია გარემოსა და ტემპერატურის წინასწარმეტყველება. ასეთი საბურავები აერთიანებს ზამთრის და ზაფხულის საბურავების კომპონენტებს. ძირითადად გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც არაა ცივი ზამთარი. საქართველოს პირობებში უმჯობესია სეზონური საბურავების გამოყენება თქვენი ავტომობილებისათვის.

2.    ავტომობილი, როგორც სპორტი და ჰობი

თუკი თქვენი ავტომობილი გჭირდებათ არა ყოველდღიურად ქალაქში გადასაადგილებლად, არამედ მისით თქვენს ჰობებსა და ინტერესებს იკმაყოფილებთ, დიდი ალბათობით დაგჭირდებათ ზემთ ჩამოთვლილი საბურავებისგან სრულიად განსხვავებული ტიპის საბურავები.

ზოგისთვის დინამიური მართვის სტილია მიმზიდველი და ამისთვის იყენებენ დაბალპროფილიან საბურავებს. ასეთი საბურავები გამოირჩევა იმით, რომ აქვს გაწევის დიდი სიჩქარე, ამცირებს მუხრუჭის მანძილს, მაგრამ წვიმაში მოცურების საშიშროება გააჩნია. ასეთი საბურავები გამოიყენება მხოლოდ მოწესრიგებულ, სწორ ასფალტზე. გაფუჭებულ საფარზე გადავლამ შეიძლება დააზიანოს მანქანის დისკი.

თუ ავტომობილის შეძენისთვის თანხის მოძება გჭრდებათ, წაიკითხეთ მეტი ჩვენს ბლოგში: ავტო ლიზინგი თუ ავტო სესხი | რა არის ავტოლიზინგი ? | ავტოლიზინგი

3.    ლანდშაფტი

დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ზედაპირზე გიწევთ გადაადგილება. ასფალტზე, მთა-გორიან ზედაპირზე, ტალახში, თოვლზე თუ სხვა. თითოეულ შემთხვევაში გესაჭიროებათ კონკრეტული ზედაპირის მქონე საბურავი. მაგალითად, შეიძლება გჭირდებოდეთ საბურავები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ფერდობზე, დაბალი სიჩქარით, უსაფრთხოდ გადაადგილდეთ. ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალია არასაგზაო საბურავები, რომელსაც აქვს ღრმა პროტექტორი, გააჩნია კარგი გამავლობა და ფერდობზე ასვლის საშუალებას იძლევა. გასათვალისწინებელია, რომ არასაგზაო საბურავი არ გამოიყენება ასფალტზე, მითუმეტეს მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას იმ მიზეზით, რომ ღრმა პროტექტორი მალე გაცვდება და შემცირდება მუხრუჭის სიჩქარე.

4.    საბურავის ტიპები პროტექტორის გამოსახულების მიხედვით

იმის მიხედვით, თუ რა ფორმის გამოსახულებები აქვს საბურავის ზედაპირს, შეიძლება შეარჩიოთ თქვენს მანქანაზე მორგებული საბურავი.

გამოსახულება ერთი მიმართულებით

თუკი საბურავის ზედაპირის გამოსახულება გვხვდება ერთი მიმართულებით, ეს იძლევა საშუალებას, რომ მანქანა გაუმკლავდეს წყლის ნიაღვარს. საბურავის მსგავსი ზედაპირი საბურავსა და გზას შორის კონტაქტს უშლის ხელს და ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მოცურებას.

ასიმეტრიული გამოსახულება

არსებობს საბურავები, რომელთა ზედაპირი არის ასიმეტრიული და რომლებიც შედგება ორი განსხვავებული ნიმუშისგან – მარჯვენა არის წვიმის საწინააღმდეგო, მარცხენა კი მშრალი ამინდისათვის.

საბურავების ყიდვა | საბურავების არჩევა / saburavebis kidva | saburavebis shedzena | mogo.ge

5.    საბურავის მონტაჟი

გასათვალისწინებელი დეტალია საბურავების მონტაჟიც. თითოეულს გააჩნია მონტაჟის თავისი წესი.

მაგალითად, ზემოთ ნახსენები ერთი მიმართულების გამოსახულებიანი საბურავები არის საათის ისრის მიმართულების მსგავსი. დიდი მნიშვნელობა აქვს მის მონტაჟსა და დემონტაჟს. არ შეიძლება მისი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს გადატანა თუ ეს არ მოხდება დისკთან ერთად. არასწორად დამონტაჟებული საბურავი წვიმის დროს ხდება ნაკლებას აკვაპლანირებადი, ანუ იზრდება მისი მოცურების შანსი, დაბალი სიჩქარით სიარულის დროსაც კი. 

ასიმეტრიულ გამოსახულებიან საბურავს აქვს წარწერა „Outside” (გარეთ) და „Inside” (შიგნით), რაც მიუთითებს როგორ უნდა დამონტაჟდეს საბურავი, გარკვეული მხარე მოხვდეს გარეთ თუ შიგნით.

წაიკითხეთ ასევე ჩვენი ბლოგი: რა განსხვავებაა ავტოსესხსა და ავტოლიზინგს შორის?

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | avtolombardi | Lombardi | უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი

გადადი პროდუქციის ფორმაზე