რა უნდა გავითვალისწინოთ საზღვარგარეთიდან ავტომანქანის გამოწერისას
30.07.2021
ავტომობილი დღესდღეობით პრაქტიკულ საჭიროებას წარმოადგენს. მისი გამოყენება მრავალ დროს და რესურს გვიზოგავს, ამისათვის კი მთავარია ჩვენი რჩეული ავტომანქანა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნილებებს და პრიორიტეტს – თუ რისთვის გვინდა გამოვიყენოთ ის. როდესაც საქმე მიდგება არჩევანზე, მაშინ მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი – შევიძინო ახალი, რომელიც უფრო მეტ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიყიდო აქვე არსებული მეორადი მანქანა, თუ გამოვიწერო საზღვარგარეთიდან? დღევანდელ ბლოგ-პოსტში სწორედ ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ. ვეცდებით, ჩამოვთვალოთ ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა და უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ავტომანქანას ვიწერთ საზღვარგარეთიდან.
რა თქმა უნდა პირველი, მთავარი და მნიშვნელოვანი არის არჩევა.
თავდაპირველად უნდა დავრწმუნდეთ და შევამოწმოთ შერჩეული ავტომანქანის ისტორია, რომელიც შესაძლებელია შემოწმდეს VIN კოდით. თუმცა გარდა ამისა, აუცილებელია დავაკვირდეთ საზღვარგარეთ აუქციონზე არსებულ მანქანის სურათებს დეტალურად. პლატფორმების უმეტესობას აქვს HD ხარისხის ფოტოები, რაც საშუალებას მოგვცემს დავაკვირდეთ ავტომანქანის დეტალებს. მნიშვნელოვანია, რომ მანქანა არ იყოს დამტვრეული ან დანარტყამი და ვიზუალურად გამოიყურებოდეს კარგად. უნდა დავაკვირდეთ საქარე მინას და გვერდითა მინებს, რადგან ხშირად გაბზარული მინა და იქ არსებული ხარვეზები შეუმჩნეველია. აუცილებელია ნაჩვენები იყოს მოტორის/ძრავის ფოტოსურათი, რადგან ყოფილა შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს გამოუწერია მანქანა და ძრავი ამოღებული იყო. აგრეთვე მნიშვნელოვანია კატალიზატორი. არ იფიქროთ, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნების ეს „ვნება“ არ ვრცელდებოდეს პირველი მსოფლიოს ქვეყნებშიც. უნდა დავაკვირდეთ აგრეთვე რა ნაწილები არის შეცვლილი მანქანაზე, რადგან საზღვარგარეთ მფლობელები უმეტესად ცდილობენ ორიგინალი, ავთენტური ნაწილებით შეაკეთონ ავტომობილი. განსხვავებით რესელერისგან, რომელიც ცდილობს გამართოს ავტომობილი შედარებით უფრო იაფფასიანი სათადარიგო ნაწილით.
სანდოობა და გამოცდილება – კომპანია თუ გადამყიდველი აგენტი?
უნდა ვეცადოთ ავარჩიოთ ისეთი კომპანია ან გადამყიდველი აგენტი, რომელიც დადებითი რეპუტაციით სარგებლობს და ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ადვილად შეამჩნევს ყველა იმ ზემოთნახსენებ დეტალს, რომელიც ახალბედა მომხმარებლის თვალს შეიძლება გამოეპაროს. სასურველია მომხმარებელი მსგავსი გამოცდილების მენეჯერთან მივიდეს, რადგან აუქციონის და გაყიდვების მენეჯერები ყოველდღიურად ათობით მანქანას იწერენ სხვადასხვა პორტალებიდან და მათ ნაკლებად გაეპარებათ ავტომობილის დაზიანებული დეტალები. ავტომანქანა უნდა იყოს იდენტური იმისა, რასაც ფოტოებზე ვნახავთ. არსებობს შემთხვევები, როდესაც „რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა“ მოცემულობა ყოფილა.
ამავე პარაგრაფში უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მნიშვნელოვანია კომპანიას პირდაპირი კავშირი ჰქონდეს დილერთან, ჰყავდეს საკუთარი სელერი და არ იყენებდეს ე.წ. შუამავალს – იქნება კომპანია თუ აგენტი, რომელიც დამატებით ხარჯს გაგვიჩენს, რადგან რაც მეტია შუამავალი რგოლი – მით მეტია ხარჯი. ეს დაგვიზოგავს მანქანის ჩამოსვლის დროს. მაგალითისათვის მანქანების იმპორტიორ Auto Import Georgia-ს აქვს პირდაპირი კავშირი მსგავსი სელერებთან და შეუძლია ავტომანქანის უმოკლეს დროში ჩამოყვანა. თუ მათი სერვისით ავტომანქანის ჩამოყვანას გადაწყვეტთ, ავტომანქანის თანხას 100%-მდე ჩვენ დაგიფინანსებთ. მოგოს პირობებს შეგიძლია ამ ბმულზე გაეცნო.
არანაირი ფარული ხარჯები
ხარჯები ვახსენეთ და აუცილებელია ამაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა – ავტომანქანების აუქციონზე ხშირად საჭიროა საგარანტიო თანხა, ამიტომ უნდა მოვითხოვოთ სადეპოზიტო ხელშეკრულება და რაიმე სახის ნასყიდობის ხელშეკრულება. ყველა ამ და სხვა დოკუმენტაციას უნდა გავეცნოთ, რადგან სამომავლოდ ავიცილოთ თავიდან ფინანსებთან დაკავშირებული ნებსიმიერი უსიამოვნება. თუ ფინანსები არადამაჯერებლად გამოიყუყრება, მაშინ ხელშეკრულება აშკარად საეჭვოა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყიდოთ მანქანა უკონტრაქტოდ. კარგად უდა დავაზუსტოთ, სად რა ოდენობის თანხას ვიხდით, ნებისმიერი ავტო-იმპორტიორი მინიმუმ 2 გადამზიდავს მაინც იყენებს, რაც ბუნებრივია დაკავშირებულია ხარჯებთან. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია იყოს გამოცდილი ამ მხარესაც, გააჩნდეს ბაზარზე ოპერირების გამოცდილება. Auto Import Georgia ბაზარზე 4 წელია ოპერირებს და ყავს მაღალკვალიფიციური სტაფი, რომელსაც 12 წლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. თუ ფული არ გყოფნის ავტომანქანის საყიდლად, ამაში მოგოს გუნდი დაგეხმარება, ასევე მრავალწლიანი გამომცდილებით.
ასე რომ დავსვათ კითხვები, რათა მივიღოთ ამომწურავი პასუხები.
შემოწმება – საზღვარგარეთ და ადგილობრივად
როდესაც ამერიკაში მანქანა ამერიკაში აუქციონზე გამოდის, მანქანების 99%-ს ისეთი დაზიანება აქვს, რომლის აღდგენაც ადგილობრივად საკმაოდ ძვირია და განკუთვნილია მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, სადაც ამა თუ იმ დეტალის შეკეთება ბევრად უფრო იაფია. არსებობს ადგილობრივი სერვისები, რომლებიც ადგილობრივ ავტოსადგომებზე ამოწმებენ, თუმცა სრულ გარანტიას ვერავინ მოგვცემს, რომ რაიმე დაზიანებული დეტალი არ გაეპარებათ.
ჩამოსვლის ვადები სტანდარტულია და მერყეობს 1 თვიდან 4 თვემდე და ის დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეობს სასურველი ავტომობილი.
არსებობს სადილერო მიმართულებაც, რომელიც ქარხნული მდგომარეობის ავტომობილების გამოწერას გულისხმობს, თუმცა რასაკვირველია ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
როდესაც ავტომობილი რომელიმე ქართულ პორტში ჩამოვა, სასურველია არ დაიქოქოს, რადგან სჯობს შევამოწმოთ ზეთის, ანტიფრიზის და სხვა საჭირო სითხეების მდგომარეობა. თუ ავტომობილს Auto Import Georgia-სა და mogo-ს დახმარებით შეიძენთ, მსგავსი დიაგნოსტიკა თქვენთვის უფასო იქნება. თუ მანქანა შესაკეთებელია, Auto Import Georgia ამ კომპონენტშიც დაგეხმარებათ, რადგან აქვთ ბენეფიტური პროგრამა, რომელიც ყველა მათ მომხმარებლებზე ვრცელდება, რაც გულისხმობს ზემოთხსენებულ უფასო დიაგნოსტიკასა და 20%-იან ფასდაკლებას ავტომანქანის აღდგენით სამუშაოებზე.
თუ ავტომობილი საქართველოშია, გსურთ მისი შეძენა და თანხა არ გყოფნით, შეგიძლიათ სცადოთ ჩვენი ავტოლიზინგი, რომელიც საუკეთესო პირობებს გთავაზობთ – შეგიძლიათ მიიღოთ 30 000 ლარამდე დაფინანსება დღესვე!
იმედი გვაქვს ჩვენი ბლოგ-პოსტი მოგეწონათ. ვეცდებით მომავალში ბევრი ისეთი სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც ავტომობილის თუ სალიზინგო კომპანიის ასარჩევად გამოგადგებათ. გამოიწერეთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალური გვერდი ყველა სასიამოვნო სიახლის გასაცნობად.