გაიარე ტესტი და შეაფასე შენი საკრედიტო ვალდებულებები და ფინანსური მდგომარეობა
28.02.2023
დღევანდელ რეალობაში ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების რეალური აღქმა და ფინანსების ადეკვატურად მართვა ფუნდამენტურ უნარებს წარმოადგენენ. ელევინგის ჯგუფთან პარტნიორობით, ჩვენ შევიმუშავეთ ფინანსური ცნობიერებისliteracy) პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ თქვენი ფინანსური მდგომარეობის შეფასება და გამოსადეგი რჩევების მიღება ბიუჯეტირების, ვალების მენეჯმენტის, დანაზოგების, ფინანსური ჰიგიენის შესახებ და ბევრი სხვა.
ხელსაწყოს შესახებ
ფინანსური შეფასების ხელსაწყო არის ტესტი, რომლის მეშვეობით ნებისმიერ ინდივიდს შეულია შეაფასოს თავისი ფინანსური ვალდებულებების შეფასება - ან ფინანსური შესაძლებლობების გამოთვლა თავიანთი თავისთვის და სახლისთვის.
“სესხის ჯანმრთელობის შემოწმება“-ში მომხმარებელმა უნდა უპასუხოს 6 კითხვას და პასუხები გამოიყენება ინდივიდუალური DTI შეფასების ან ვალის-შემოსავალთან შეფარდების კალკულაციისთვის. ფინანსური დაწესებულებებისთვის ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის მიხედვითაც მიიღებენ გადაწყვეტილებას უარყონ თუ არა სესხის გაცემის მოთხოვნა. ეს შეფასება ასევე არის კარგი ინდიკატორი, რომელიც გვეუბნება ბიუჯეტის, მოულოდნელ, ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების უნარს, ფინანსური დისციპლინის დაკარგვის გარეშე. ტესტი ასევე იძლევა რეალური ცხოვრების ხარჯის, დანაზოგის და ხარჯების დაფარვის შეფასებას. მაგალითად რამდენი ადამიანი შეძლებს არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით ყოველთვე ცხოვრების სტანდარტის შენარჩუნებას და ასოცირებული ხარჯების დაფარვას.
მომხმარებელს მოუწევს კიდევ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა - შესაძლებლობების შეფასებისას. ეს ტესტი მოგვცემს მიახლოებით ინფორმაციას ინდივიდის ან ოჯახის DTI შეფასებას, დანაზოგების მასშტაბს და თვიური პოტენციური ვალდებულებების აღების შესაძლებლობას - ბიუჯეტისთვის არსებითი რისკების შექმნის გარეშე.
პლატფორმა გაიზარდა და ახალ ბლოგის სექციასთან ერთად, დაემატა ღირებული რჩევები ბიუჯეტის დაგეგმვასთან, დანაზოგების, ფინანსური ვალდებულებების მენეჯმენტთან, პირად ბიუჯეტზე ინფლაციის ეფექტის შემცირებასთან, სესხების ხარჯთან, კრედიტ რეიტინგთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტის შესახებ
დიდი ხანია, რაც მსოფლიოში ფინანსებთან დაკავშირებული ცნობიერების დონე პრობლემას წარმოადგენს. ზედმეტად მედ ადამიანს არ გააჩნია ის საბაზისო ცოდნა, რაც საჭიროა ფულის ეფექტურად მენეჯმენტისთვის. ამ ფაქტს შეუძლია გამოიწვიოს ზედმეტი ხარჯები, ფინანსური სტრესი, გაკოტრება ან თუნდაც სიღარიბე. საბაზისო ფინანსური ინფორმაცია უნდა შეისწავლოს ყველამ, რათა შევძლოთ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ძლიერ საფუძველზე დაყრდნობის შედეგად. ამ დანიშნულებისთვის ელევინგ ჯგუფმა და მასში შემავალმა ბრენდებმა შექმნეს ფინანსური ცნობიერების პლატფორმა.
„ფინანსური ცნობიერება საჭიროა, რათა ინდივიდმა მოიპოვოს საჭირო ცოდნა, რომლის მეშვეობითაც შეძლებს თავისი ფულის ჭკვიანურად მართვას. არსებობს მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც გვეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში და არასასურველი შეცდომების თავიდან არიდებაში. ეს ხელსაწყო იქნება ყველასთვის გამოსადეგი - განსაკუთრებით იმისთვის, ვინც ამჩნევს, რომ თავისი რთულად გამომუშავებული ხელფასი იმაზე სწრაფად ტოვებს საფულეს, ვიდრე სასურველი იქნებოდა. ასევე ინდივიდებისთვის, ვინც სირთულეებს ეჯახებიან ფინანსური ვალდებულებების მართვაში. „ ჩვენ შევქმენით ეს ხელსაწყო იმგვარად, რომ ტესტის შესრულების და პლატფორმაზე მიწოდებული რჩევების წაკითხვის შედეგად, ხალხმა შეძლოს სხვადასხვა ფინანსური სირთულეების გამომწვევი მიზეზების და მათი გადაჭრის გზების გააზრება“ - ამბობს ელვინგ ჯგუფის Group Chief Corporate Affairs OfficeR ჯგუფის მთავარი კორპორატიული საქმეთა ოფიცერი, არტურ ქაკარსი