როგორ ვიყიდო სპეც მანქანა მარტივად?

10.02.2023

როგორ ვიყიდო სპეც მანქანა მარტივად?

ადამიანს დამატებითი შემოსავლის დაგენერირება მრავალი გზით შეუძლია და ერთ-ერთი ასეთი გზა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით წამოწყებული საქმიანობებითაა შესაძლებელი. მაგალითად, სპეც ტექნიკა იმ ტიპის ტრანსპორტია, რომლის პირდაპირი დანიშნულებაც საქმიანობას და დამატებითი შემოსავლის მიღებას უკავშირდება. სპეც ტექნიკა გადამზიდი ტიპის მანქანაა, რომელიც ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებას უზრუნველყოფს და სწორედ ამ სერვისის შეთავაზება შეუძლია სპეც ტექნიკის მფლობელს დაინტრესებული პირებისათვის.

ბოლო დროს ქართულ ბაზარზე სპეც ტექნიკის სხვადასხვა მოდელი გამოჩნდა, ამ მანქანებზე მოთხოვნაც გაიზარდა და მოგოს სალიზინგო კომპანიამ გადაწყვიტა მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა მისით სარგებლობა. შედეგად, დღეს მოგოს მრავალ პროდუქტთა შორის, ავტო ლიზინგთან, სკუტერ ლიზინგთან და უკულიზინგთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც სპეც ტექნიკის ლიზინგი ჰქვია. მისით სარგებლობა კი გარკვეული ინფორმაციის ცოდნას საჭიროებს.

 

რა წინაპირობები ახლავს სპეც ტექნიკის ლიზინგით სარგებლობას?

არსებობს რამდენიმე წინაპირობა, რომელიც მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ამ პროდუქტით სარგებლობამდე:

·        აუცილებელია, რომ მანქანა, რომლის სპეც ტექნიკის ლიზინგით ყიდვასაც აპირებს მძღოლი, იყოს 1997 წლის შემდეგ გამოშვებული;

·        სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს B კატეგორიის;

·        წონა არ უნდა აღემატებოდეს 3.5 ტონას;

·        და უნდა იყოს შემდეგი მოდელებიდან ერთ-ერთი:

1.      Ford - Transit

2.      Daihatsu - Hijet

3.      Suzuki - Curry track

4.      Subaru – Sambar truck

5.      Mitsubishi - Minicub

კონკრეტულად რისი მიღება შეიძლება სპეც ტექნიკის ლიზინგით?

·        მაქსიმალური თანხა - მოგო მომხმარებელს სთავაზობს ლიზინგის დახმარებით მაქსიმუმ 100 000 ლარის მიღებას სპეც ტექნიკის შესაძენად. მისაღები თანხის ზუსტი რაოდენობა კი განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით.

·        გადახდის პერიოდი - რაც შეეხება გადახდის პერიოდს, მომხმარებელს ვალდებულების დაფარვა შეუძლია მაქსიმუმ 84 თვის განმავლობაში. 

როგორ უნდა მიიღოს მომხმარებელმა სპეც ტექნიკის ლიზინგი?

·        განცხადების შევსება - სპეც ტექნიკის ლიზინგისა თუ მოგოს სხვა ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება ძალიან მარტივი და მოკლე პროცესია. ისევე როგორც სხვა სალიზინგო პროდუქტების გამოყენებისას, სპეც ტექნიკის ლიზინგის შემთხვევაშიც პირველი ნაბიჯი არის მოგოს ვებ გვერდზე ონლაინ განცხადების შევსება. მომხმარებელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე მინიმალური ინფორმაციის მითითების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში მომხმარებელი იღებს დადებით ან უარყოფით პასუხს მის განაცხადზე.

·        ხელშეკრულების გაფორმება - განცხადების დადებითად განხილვის შემთხვევაში კი შემდეგი ნაბიჯი მოგოს ფილიალში მისვლა და სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებაა.

·        მანქანის დარეგისტრირება მოგოს სახელზე - სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მანქანის კომპანიის, ანუ მოგოს სახელზე გადაფორმება.

·        მანქანის ფლობა და მართვა - სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმების და მანქანის სალიზინგო კომპანიის სახელზე გადაფორმების შემდეგ, მომხმარებელი იწყებს სპეც ტექნიკით სარგებლობას. ზოგადად, ლიზინგით სარგებლობა გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი სასურველი სატრანსპორტო საშუალების შესაძენად საკმარის თანხას იღებს სალიზინგო კომპანიისგან,  მანქანა ყიდვის შემდეგ სალიზინგო კომპანიის საკუთრება ხდება ისე, რომ ლიზინგით მოსარგებლეს მანქანის ფლობის, ანუ გამოყენების უფლება აქვს. სალიზინგო ვალდებულების დაფარვის, ანუ თანხის დაბრუნების შემდეგ კი მომხმარებელი ხდება მანქანის როგორც მესაკუთრე, ისე მფლობელი.

რატომ სპეც ტექნიკის ლიზინგი?

სპეც ტექნიკა, ანუ გადამზიდი ტიპის მანქანა, ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ წამოიწყოს ახალი საქმიანობა, გააკეთოს ახალი ბიზნესი და ამით გაიჩინოს დამატებითი ან ძირითადი შემოსავლის წყარო.

 

 

 

 

Დაკავშირებული სტატიები
avtolizingi
ukulizingi
leasing

ტოპ 10 ფილმი ავტომოყვარულებისთვის

27.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

წინა წამყვანი თუ უკანა წამყვანი მოჭიდების სისტემები: რომელია თქვენთვის შესაფერისი

20.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

მანქანის ჰიგიენის გზამკვლევი: თქვენი მანქანის სისუფთავე და უსაფრთხო შენარჩუნება

17.10.2023
sales