5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ მოგოს სერვისები

27.06.2022

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ მოგოს სერვისები

რატომ უნდა აირჩიო მოგო? დღეს ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ ადამიანს უამრავი შესაძლებლობა აქვს, რომ ფულის არ არსებობის შემთხვევაში მიმართოს საფინანსო ორგანიზაციას და მასზე მორგებული პირობებით, მოკლე დროში მიიღოს მანქანის შესაძენად საკმარისი თანხა. მართლაც, უამრავი დასახელების და შინაარსის სერვისი არსებობს ქვეყანაში სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან, თუმცა თითოეულის პირობები და თითოეულით სარგებლობისას მიღებული სამომხმარებლო გამოცდილება არის განსხვავებული.

მოცემულ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ მოგოს სერვისები და რის გამო უნდა მიანიჭოს უპირატესობა მოგოს სერვისებით სარგებლობას.

მოგო – სერვისების მრავალფეროვნება

როგორც უკვე ვახსენეთ, უამრავი საფინანსო ორგანიზაცია და სერვისი არსებობს, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ფორმით სთავზობს სატრანსპორტო საშუალების შეძენას, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს სერვისები კონცენტრირებულია ავტომობილის შეძენაზე. მოგო გამირჩევა იმ მახასიათებლით, რომ მომხმარბელს სთავაზობს პროდუქტების მრავალფეროვნებას. თუკი სხვაგან ძირითადად ავტომობილის შეძენის სხვადასხვა პირობით შეძენაა შესაძლებელი, მოგოში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ავტო ლიზინგით, სკუტერ ლიზინგით, სპეც ტექნიკის ლიზინგით და უკულიზინგით

ნახეთ „ფორტუნას“ სტატია მოგოს სერვისების შესახებ.

მიზეზები თუ რატომ უნდა აირჩიოთ მოგოს სერვისები | mizezebi tur atom unda airchiot mogos servisebi | mogo.ge

თუ სასურველი სატრანსპორტო საშუალების შეძენა გსურთ სწრაფად

მოგოს მრავალფეროვანი პროდუქტების უმრავლესობა უკავშირდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების სწრაფად შეძენის შესაძლებლობას. როგორც ზევით ვახსენთ, მოგო მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის, ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების და გადამზიდი ტიპის (ტრანზიტ მოდელების) ყიდვის შესაძლებლობას. გარდა სატრანსპორტო საშუალებების არჩევანის მრავალფეროვნებისა, მნიშვნელოვანია ლიზინგზე წვდომის სისწრაფე და მოხერხებულობა. სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო ლიზინგით სარგებლობისათვის: განცხადების გაკეთება მოგოს ვებ-გვერდზე, ხელშეკრულების გაფორმება და შერჩეული სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება. ეს ეტაპები საკმარისია იმისთვის, რომ მომხამრებელმა დაიწყოს სასურველი მანქანის, სკუტერისა თუ სპეც ტექნიკის მართვა. იხილეთ სტატია: რატომ არის ავტოლიზინგი მანქანის შეძენის ყველაზე სწრაფი გზა?

კი გაუთვალისწინებელი ხარჯები გაქვთ

გარდა იმისა, რომ მოგო ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც ავტომობილი არ აქვთ, მოგოს აქვს ისეთი სერვისიც, რომელიც ავტომობილის მფლობელებს ეხმარება მანქანის სანაცვლოდ ფულის მიღებაში. გაუთვალისწინებელი ხარჯი ყველას ცხოვრებაში არსებობს. ხშირად ეს ხარჯი მოითხოვს ადამიანისგან სხვადასხვა ქონების, მათ შორის ავტომობილის გაყიდვას. უკულიზინგი არის სერვისი, რომელიც ავტომობილის უზრუნველყოფით მომხმარებელს აძლევს გარკვეულ თანხას და ამასთან ერთად, მანქანას ტოვებს მომხმარებლის მფლობელობაში, ანუ უტოვებს მანქანით სარგებლობის უფლებას. დაწვრილებით იხილეთბმულზე , თუ რა არის უკულიზინგი, უკულიზინგი – თუ ფული სასწრაფოდ დაგჭირდა

მოგო – დამატებითი შემოსავლის წყარო

მოგოს თითოეული პროდუქტი მომხმარებელს შეუძლია აქციოს მისი შემოსავლის წყაროდ. განსაკუთრებით შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ სკუტერ ლიზინგსა და სპეც ტექნიკის ლიზინგზე.  სკუტერი უამრავი ადამიანისთვის არის შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ მიტანის სერვისში და ამით გამოიმუშაონ დამატებითი თუ ერთადერთი შემოსავალი.  რაც შეეხება სპეც ტექნიკას, ანუ გადამზიდი ტიპის სატრანსპორტო საშუალებას, მისი ფლობა პირდაპირ კავშირშია საქმიანობასა და შემოსავლის მიღებასთან. მოგოს ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელს ხდის ორივე ტიპის სატრანსპორტო საშუალება მომხმარებლისთვის მოკლე დროში გახდეს ხელმისაწვდომი.  იხილეთ ვრცლად ბმულზე, თუ როგორ შეგიძლიათ სპეც ტექნიკის ლიზინგით მიიღოთ დამატებითი შემოსავალი.

მომხმარებელზე მორგებული სერვისი

მომხმარებლის დადებით გამოცდილებას მრავალი დეტალი ქმნის, მათ შორის, სერვისის პირობები და თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა. მოგოში მომხმარებელზე მორგებული სერვისი გამოიხატება საკმაოდ ბევრ ასპექტში, მათ შორის, გადახდის პროცესში. მაშინ, როცა მომხმარებელი ლიზინგით სარგებლობას იწყებს და ყოველთვიურად თანხის გადახდის ეტაპი მოდის, შეიძლება მისი წინასწარ განსაზღვრული გეგმები შეიცვალოს. ამ დროს, მოგოსთან დროული კომუნიკაციის შედეგად, შესაძლებელია გახანგრძლივდეს გადახდის პერიოდი, მომხმარებელზე მორგებულად შეიცვალოს  გადახდის რიცხვი და სხვა.

წაიკითხეთ ასევე ჩვენი ბლოგი: რა განსხვავებაა ავტოსესხსა და ავტოლიზინგს შორის?  | ტოპ 10 რჩევა ავტომობილის მოვლისთვის | ეკონომიური ავტომობილი

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | avtolombardi | Lombardi | უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი

Related articles
avtolizingi
leasing
ukulizingi

31.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

24.07.2023
avtolizingi
ukulizingi
leasing

17.07.2023

Information about services provided by AS mogo: AS mogo offers leasing, reverse leasing and consumer credit services. Leasing and reverse leasing services are available with a loan term from 3 to 84 months and a loan amount from 500 to 15000 EUR. Consumer credit service is available with a loan term from 3 to 48 months with a loan amount from 100 to 3000 EUR, maximum interest rate per year - 90%. * Representative example of leasing or reverse leasing for Gold client / Standard client: Loan term - 36 months, loan rate 20.40% /45.60%, APR - 26.83% /69.51%, processing fee - 5% / 10% of the loan amount, monthly payment 176.56 EUR / 254.59 EUR. Loan amount - 5000.00 EUR (total amount for payment 6658.92 EUR / 9165.24 EUR, given that the loan is repaid on time). Representative example of a consumer loan: Loan term - 48 months, loan rate - 42.00%, APR - 51.11%, processing fee - 0 EUR. Loan amount - 3000.00 EUR, monthly payment - 129.92 EUR (total amount for payment 6236.16 EUR, taking into account that the loan is repaid on time).

28-09-2023 16:48:46