5 პოპულარული კანიონი ავტომობილით მისასვლელად

29.06.2022

საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დატვირთულია ტურისტული სანახაობებით. ეს სანახაობები მრავალფეროვანია და გაფანტულია ქვეყნის სხვადასხვა წერტილში. მათი მონახულება კი მოთხოვნადია როგორც უცხოელი, ისე – ადგილობრივი ტურისტებისათვის. ახლა სწორედ ის სეზონია, როცა ამინდები ხელშემწყობი ფაქტორია პატარ-პატარა მოგზაურობებისა და საკუთარი ქვეყნის უკეთ აღმოჩენისათვის. ტურისტების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვანდი და მართლაც ლამაზი სანახაობა კანიონებია, რომლებიც საქართველოში მრავლად გვხვდება. რამდენიმე კანიონი ახლო წარსულშიც აღმოაჩინეს და მოაწყვეს ინფრასტრუქტურა.
აღნიშნულ ბლოგში მოგო გაგაცნობთ რამდენიმე კანიონს, რომლების უქმეებზე მონახულებაც ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება განტვირთვისა და აღმოჩენების გაკეთებისათვის:

1.    დაშბაშის კანიონი


დაშბაშის კანიონი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშის მიდამოებშია. თბილისიდან მანძილი 107 კილომეტრია და ავტომობილით სულ რაღაც 2 საათია საკმარისი დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. გზის მდგომარეობა საკმაოდ კარგია და შესაძლებელია როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის მქონე მანქანით სოფელ დაშბაშამდე მისვლა.

რაც შეეხება უშუალოდ კანიონის ტერიტორიას, ის აერთიანებს მდინარეს, ჩანჩქერებს, ადამიანის ხელით შექმნილ თუ ბუნებრივ გამოქვაბულებს, ტყეს და მთლიანობაში ეს ადგილი მართლაც ულამაზესია. წელს ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა დაშბაშის კანიონი, რომელიც განახდა და კარკვეული სანახაობები და აქტივობები დაემატა ტერიტორიას. ბუნებრივი სანახაობის გარდა ტერიტორიას დაემატა ექსტრემელური აქტივობები, როგორიცაა ხეობაზე გადაჭიმულ თოკზე ველოსიპედით გავლა, დიდ სიმაღლეზე დადგმული საქანელას კონსტრუქცია და  კანიონზე გამოკიდებული შუშის ხიდი.

კანიონის ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება არც ისე რთულ მარშრუტს უკავშირდება. აქ სტუმრობა კი წელიწადის ყველა სეზონზეა შესაძლებელი.

2. მარტვილის კანიონი

კანიონები საქართველოში | kanionebi saqartveloshi | canions in Georgia | mogo.ge


მარტვილის კანიონი ყველასთვის კარგად ცნობილი ადგილია. მდებარეობა სამეგრელოა, შესაბამისად დაშბაშისგან განსხვავებით იქამდე მისასვლელად უფრო მეტი დრო, ავტომობილით დაახლოებით 4-5 საათია საჭირო. მარტვილამდე მისვლა კი ნებისმიერი ტიპის ავტომობილითაა შესაძლებელი.

თავად კანიონი დაახლოებით 2400 მეტრი სიგრძისაა და აერთიანებს მდინარეს, მდინარის ვარდნით წარმოშობილ ჩანჩქერებს, ბილიკებს, ხიდებს. მთლიანობაში კი ეს ყველაფერი ქმნის ულამაზეს ხედებს. კანიონზე ასევე ზოგიერთ მონაკვეთამდე მისასვლელად საჭიროა ნავის გამოყენება. ნავით გადაადგილებით მიღებული გამოცდილება კიდევ უფრო შთამბეჭდავ სანახაობას სთავზობს დამთვალიერებლებს.

მარტვილის კანიონზე სტუმრობა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, თუმცა საუკეთესო პერიოდი მაინც მაისიდან ოქტომბრის ჩათვლითაა.

3. ოკაცეს კანიონი

კანიონები საქართველოში | kanionebi saqartveloshi | canions in Georgia | mogo.ge


ოკაცეს კანიონი ასევე საკმაოდ ცნობილი ადგილია. ის იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობას.  მარტვილისა და ოკაცეს კანიონი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა, 30 წუთის სავალზე. თბლისიდან ოკაცემდე მისასვლელი დრო კი დაახლოებით 4-5 საათს საჭიროებს მანქანით.

ოკაცეზე საკმაოდ მრავალფეროვანი და ლამაზი სანახაობაა. აქ დამთვალიერებელს ხვდება მდინარე, რამდენიმე ჩანჩქერი, ტბა, ბუნებრივი ქვახიდები და მღვიმეები. ამ ბუნებრივი სანახაობების გარდა აქ მოწყობილია ეკოტურისტული ინფრასტურუქტურა. ექსტრემალური ტურების მოყვარეულებისთვის აქ არის კიდული ბილიკები.

ოკაცეზე წასვლის რეკომენდირებული პერიოდი, მარტვილის კანიონის მსგავსად, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლითაა.

4. ბირთვისის კანიონი

კანიონები საქართველოში | kanionebi saqartveloshi | canions in Georgia | mogo.ge


ბირთვისის კანიონი თბილისთან საკმაოდ ახლოს, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშია. თბილისიდან ავტომობილით მისვლა სხვა კანიონებთან შედარებით აქ ყველაზე მოკლე დროში,  დაახლოებით 1 საათშია შესაძლებელი. მანქანით მისასვლელი გზაც საკმაოდ უპრობლემო და მარტივია, რასაც ვერ ვიტყვით უშუალოდ კანიონის მარშრუტზე.

აქ სტუმრობა მხოლოდ ექსტრემის მოყვარული ადმიანებისთვისაა იდეალური. მონუმენტური კლდეების, პატარა ჩანჩქერების, კლდეების გვირაბების და სხვა სანახაობების ხილვა შეუძლებელია წყალთან შეხების გარე.  მთელი გზის განმავლობაში დამთვალიერებელს უწევს წყალში სიარული, ცურვა, ჩანჩქერებზე სრიალი, ციცაბო ადგილებიდან თოკით დაშვება და სხვა. ყველაფერი ეს არც ისე მარტივია და აუცილებელია გიდთან ან სხვა გამოცდილ ადამიანთან ერთად, ეკიპირებული წასვლა.

ბირთვისის კანიონის სტუმრობისათვის საუკეთესო პერიოდია აგვისტოს ბოლო. ამ დროს წყლის დონე შედარებით დაბალია და სიცივეც ნაკლებია.

5. სამშვილდის კანიონი

კანიონები საქართველოში | kanionebi saqartveloshi | canions in Georgia | mogo.ge


სამშვილდის კანიონიც ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშია და კანიონამდე მისასვლელი სამანქანე გზა, ბირთვისის კანიონის მსგავსად, საკმაოდ მარტივია. გზას თბილისიდან დაახლოებით საათნახევარი სჭირდება და ნებისმიერი ტიპის ავტომობილი შეძლებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას.

უშუალოდ კანიონს რაც შეეხება, ის გამორჩეული იმით, რომ ბუნებრივი სანახაობების გარდა კანიონის ტერიტორია აერთიანებს ისტორიულ ძეგლებსაც. სამშვილდის კანიონზე სტუმრობისას დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს ულამაზესი კანიონისებრი ხეობა, მდინარე, ხედები და ამასთან ერთად სხვადასხვა პერიოდის ისტორიული ძეგლები, ნაქალაქარის სახით.

აქ სტუმრობა კი შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ სეზონზე.

მოგოს მიერ შემოთავაზებული თითოეული ამ კანიონის სტუმრობა საჭიროებს მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარების სურვილსა და ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილის ფლობას, იქნება ეს სედანი თუ ჯიპის ტიპის მანქანა. 

თუ არ გყავთ მანქანა, მის შეძენაში მოგო დაგეხმარებათ. იხილეთ მოგოს დეტალური ინფორმაციაჩვენს გვერდზე: ლიზინგიროგორ შევარჩიოთ ეკონომიური ავტომობილი

წაიკითხეთ ასევე ჩვენი ბლოგი: ავტომობილის საბურავების შერჩევა  | ტოპ 10 რჩევა ავტომობილის მოვლისთვის | მიზეზები თუ რატომ უნდა აირჩიოთ მოგოს სერვისები

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | avtolombardi

გადადი პროდუქციის ფორმაზე