8 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიწყო სკუტერის მოხმარება

07.07.2022

8 მიზეზი თუ რატომ უნდა დაიწყო სკუტერის მოხმარება

უამრავი სატრანსპორტო საშუალება არსებობს განსხვავებული მახასიათებლით და თითოეულ მათგანს განსხვავებული დადებითი თუ უარყოფითი მხარეები გააჩნია. იმისთვის, რომ მძღოლი კომფორტულად გადაადგილდეს, აუცილებელია მისი ხასიათის, საჭიროებების ყოველდღიურობის გათვალისწინება. აღნიშნულ ბლოგში მოგო გთავაზობთ ყველა იმ მიზეზსა და გარემოებას, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ  სკუტერისა თუ სხვა ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების დიდ უპირატესობად.

1. საცობებისგან თავის დაღწევის საშუალება

ქალაქში გადაადგილება, განსაკუთრებით კი პიკის საათებში, ძალიან გართულდა. საცობები ქალაქის თითქმის ყველა წერტილში ძალიან დიდ დროით რესურსს ახარჯვინებს თითოეულ მძღოლს დღის განმავლობაში. პირადი ავტომობილი, ტაქსი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თითოეული მათგანით გადაადგილება უკავშირდება უსასრულო საცობებში დიდი ხნით დგომას. სკუტერი, მოპედი და სხვა ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ ადამიანი დროულად მივიდეს დანიშნულების ადგილზე. სკუტერის მოხმარება მისი, კომპაქტურობის წყალობით, მიზანშეწონილია. ძალიან მარტივია სკუტრმა თუ მოპედმა გვერდი აუქციოს საცობში ჩამწკრივებულ უამრავ მანქანას და ამგვარად, მარტივად აღმოჩნდეს სასურველ ადგილზე.

2. მარტივი პარკირება

გარდა იმისა, რომ სკუტერი და მოპედი საცობებისგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა, მისი კომპაქტურობის წყალობით მარტივია მისი  პარკირებაც. სკუტერის მოხმარებაქალაქში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში საპარკინგე ადგილების სიმცირისა და ჭარბი რაოდენობის მანქანების გამო, ძალიან რთულია მოკლე დროში, მძღოლის სამოძრაო არეალის სიახლოვეს საპარკინგე ადგილის პოვნა. სკუტერი და მოპედი კი საკმაოდ კომპაქტურია იმისთვის, რომ ქუჩაში ძალიან მარტივად გამოინახოს მის გასაჩერებლად საკმარისი სივრცე. ამ შემთხვევაშიც სკუტერის მოხმარება საუკეთესო გამოსავალია.

3. ხელმისაწვდომობა

ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ სხვა ტრანსპორტთან შედარებით, მისი შეძენა უფრო დაბალ ფასად შეიძლება. საქართველოში გავრცელებულ ყველაზე იაფ საფასო კატეგორიაში არსებულ მანქანებთან შედარებითაც კი, სკუტერისა და მოპედის შეძენა უფრო იაფად შეიძლება. ახალ მდგომარეობაში მათი შეძენა დაახლოებით 4 000 -დან მაქსიმუმ 10 000 ლარამდე ფასადაა შესაძლებელი. მეორად მდგომარეობაში კი სკუტერის შეძენა 2 000 ლარადაც შეიძლება.

სკუტერის ხელისაწვდომობას ამარტივებს მოგოს ერთ-ერთი პროდუქტი – სკუტერ ლიზინგი, დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში – სკუტერ ლიზინგის უპირატესობები.

გარდა სკუტერ ლიზინგისა მოგოში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ავტო ლიზინგით, სპეც ტექნიკის ლიზინგით და უკულიზინგით

4.ეკონომიურობა

სკუტერისა თუ მოპედის ეკონომიურობა უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, რომ ის საჭიროებს ცოტა საწვავს. ერთი და იგივე მანძილის დასაფარად, მანქანასთან შედარებით, დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები საწვავია საკმარისი სკუტერისა თუ მოპედისათვის.

წაიკითხეთ ასევე მოგოს სტატია: როგორი უნდა იყოს ეკონომიური ავტომობილი.

5. დამატებითი შემოსავლის წყარო

ზემოთ აღნიშნული მრავალი გარემოების გამო, ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ძალიან ეფექტურია მიტანის სერვისისათვის.  სწორედ ამიტომ, დღეს მრავალი ახალგაზრდისათვის ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება დამატებითი შემოსავლის წყაროა. 

6. ეკომეგობრული

აღსანიშნავია ისიც, რომ სკუტერი და მოპედი ეკომეგობრულია. გარდა იმისა, რომ მათი მოტორი მანქანასთან და სხვა ტრანსპორტთან შედარებით ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფს, ისინი  ერთი ადგილიდან მეორემდე მისაღწევად დიდხანს არ დგანან საცობში, უფრო ცოტა დროს ატარებენ  ქუჩაში და შესაბამისად ნაკლებად აბინძურებენ ჰაერს.

დაწვრილებით იხილეთ სტატია – სკუტერი და ეკოლოგია.

7. ზაფხულის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება

სკუტერითა თუ მოპედით გადაადგილებით სიამოვნების მიღება ცალკე გამოცდილებაა ამ ტრანსპორტით მოყვარულებისათვის. ეს გამოცდილება კი განსაკუთრებულია მშრალ, თბილ და ამასთან ერთად არც ისე ცხელ ამინდებში.

8. სატრანსპორტო საშუალება და იმიჯი

სკუტერი თუ მოპედი განსაკუთრებულია მისი ვიზუალითაც. თითოეულ სერიასა თუ მოდელს განსაკუთრებული ხასიათი აქვს. ზოგი ფერადი და ვინტაჟურია, ზოგი თანამედროვე. საბოლოოდ, თითოეულის მართვა გარკვეულ იმიჯს სძენს ადამიანს. ეს იმიჯი კი  ახალგაზრდული მუხტისა და თავისუფალი სულისკვეთების გამომხატველია.

წაიკითხეთ ასევე ჩვენი ბლოგი: ავტომობილის საბურავების შერჩევა  | ტოპ 10 რჩევა ავტომობილის მოვლისთვის | მიზეზები თუ რატომ უნდა აირჩიოთ მოგოს სერვისები

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: lizingi | manqanis lizingi | avtolombardi

Დაკავშირებული სტატიები
avtolizingi
ukulizingi
leasing

ტოპ 10 ფილმი ავტომოყვარულებისთვის

27.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

წინა წამყვანი თუ უკანა წამყვანი მოჭიდების სისტემები: რომელია თქვენთვის შესაფერისი

20.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

მანქანის ჰიგიენის გზამკვლევი: თქვენი მანქანის სისუფთავე და უსაფრთხო შენარჩუნება

17.10.2023
sales