ავტო ლიზინგის 5 უპირატესობა ავტო სესხთან შედარებით
23.02.2023
ავტომობილის შეძენა არც ისე მარტივი პროცესია. მრავალი ეტაპი ახლავს ამ მოძრავი ქონების შეძენას და მრავალთაგან ერთ-ერთი სასურველი მანქანისთვის საკმარისი რაოდენობის ფულის შოვნაა. დღეს ეს პროცესიც გამარტივებულია სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების არსებობის ხარჯზე. მომხმარებელს არაერთი სახეობის შეთავაზება აქვს ავტომობილის მოკლე დროში შესაძენად და ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მრავალი სახეობის ფინანსურ დახმარებას შორის არჩევანის გაკეთებაც დიდი გამოწვევაა ხოლმე.
როგორც წესი, ბაზარზე ორი ძირითადი შესაძლებლობაა მანქანის სწრაფად და მარტიავდ შესაძენად. ერთი არის ავტო სესხი, მეორე - ავტო ლიზინგი. ორივე სერვისი ერთ მიზანს ემსახურება - მანქანის შეძენით დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც ყიდვისთვის საკმარისი თანხა არ აქვს, ფინანსური ორგანიზაციისგან მიიღოს ერთიანი თანხა და სამომავლოდ, გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ, პერიოდულად დაუბრუნოს გამსესხებელს ფული.
მიუხედავად საერთო მიზნისა, ავტო სესხი და ავტო ლიზინგი მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს განსხვავება დეტალებშია. ნებისმიერ მომხმარებელს, ნებსმიერი სერვისითა თუ მომსახურებით სარგებლობისას, ინდივიდუალური პრეფერენციები შეიძლება ჰქონდეს. აღნიშნულ ბლოგში კი მოგოს ავტო ლიზინგის მაგალითზე გაგიზიარებთ 5 მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ავტო ლიზინგს მიენიჭოს უპირატესობა. მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:
-
1. უფრო მეტი თანხის მიღებაა შესაძლებელი ავტო ლიზინგით, ვიდრე ეს ავტო სესხის შემთხვევაშია;
2. ვალდებულების დაფარვის ვადა ავტო ლიზინგის შემთხვევაში უფრო მცირეა;
3. საპროცენტო გაანკვეთი ლიზინგით სარგებლობისას უფრო ცოტაა;
4. მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებულ პირობები აქვს მოგოს ლიზინგს;
5. უფრო სწრაფი სერვისი და პროცესები აქვს ლიზინგის.
თითოეული განვიხილოთ უფრო დეტალურად:
რა თანხის მიღებაა შესაძლებელი სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციებისგან?
მას მერე, რაც მანქანით დაინტერესებული პირი გადაწყვეტს, რომ მანქანის შესაძენად ფინანსურ ორგანიზაციას, ბანკს ან სალიზინგო კომპანიას, მიმართოს, მნიშვნელოვანი ხდება თანხის რაოდენობაც. ცხადია, რაც უფრო დიდი თანხის მიღება შეუძლია მომხმარებელს, მით მეტია სასურველი მანქანის ყიდვის შანსი. ამ მხრივ, ქართული ბაზრის მაგალითზე, ბანკები ძირითადად გასცემენ მაქსიმუმ 70 000 ლარს ავტო სესხებისათვის. მოგოს შემთხვევაში კი, მომხმარებელს შეუძლია 100 000 ლარის მიღება. გამოდის, რომ თუკი 70 000 ლარზე მეტი ღირებულების მანქანის ყიდვას გადაწვეტთ, ავტო სესხზე მეტად, მოგოს ავტოლიზინგი დაგეხმარებათ.
რა დროში შეიძლება ვალდებულების დაფარვა ავტო ლიზინგის ან ავტო სესხის შემთხვევაში?
რაც უფრო დიდ თანხას იღებს მომხმარებელი საფინანსო ორგანიზაციისგან, მით უფრო დიდი დრო შეიძლება ესაჭიროებოდეს ამ თანხის დასაფარად. ბევრ თვეზე განაწილებული ვალდებულება უფრო შეუმჩნევლად და ნაკლები დისკომფორტებით იფარება. ქართულ ბაზარზე სურათი შემდეგია, რომ ძრითად შემთხვევებში, ბანკები მაქსიმუმ 70 თვიან ვადას აძლევენ მომხმარებლებს ავტო სესხის დასაფარად. მოგოს ლიზინგის შემთხვევაში კი ეს პერიოდი 1-ზე მეტი წლითაა გახანგრძლივებული და მომხმარებელს შეუძლია მისი ვალდებულება მაქსიმუმ 84 თვეზე გადაანაწილოს.
რომელს აქვს უკეთესი საპროცენტო განაკვეთი, ავტო სესხს თუ ავტო ლიზინგს?
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფინანსური ორგანიზაციისგან ფულის სესხების დროს არის საპროცენტო განაკვეთი ანუ ის, თუ ერთიანი ფულის სესხების სანაცვლოდ რა რაოდენობით მეტი თანხა უნდა დაუბრუნო გამსესხებელს. როგორც წესი, ასევე ქართული ბაზრის და მოგოს მაგალითზე, ავტო ლიზინგის პროცენტი უფრო დაბალია ხოლმე.
დასაშვებია თუ არა მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებული სერვისი და პირობები?
ლიზინგით თუ სესხით სარგებლობისას ერთ-ერთი მთავარი ეტაპი მას მერე იწყება, რაც მომხმარებელი ვალდებულების დაფარვას იწყებს. ბუნებრივია, რომ მომხმარებლის მხარეს ზოგჯერ შეიძლება ყველაფერი ისე ვერ წავიდეს, როგორც წარმოედგინა. შეიძლება მისი ფინანსური მდგომარეობა და სხვა მოცემულობები ისე შეიცვალოს, რომ ამან გავლენა იქონიოს მომხმარებლის გადახდისუნარიანობაზე.
ამ ნაწილში, მომხარებელსა და მოგოს შორის ხარისხიანი კომუნიკაციის შედეგად, ისეთ შეთანხმებამდე მისვლაა შესაძლებელი, რომელიც არცერთ მხარეს არ დააზარალებს. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გაზრდა, გადახდის თარიღის ცვლილება თუ სხვა, შეიძლება კარგი გამოსავალი აღოჩნდეს მომხმარებლის პრობლემის მოსაგვარებალდ. საბოლოოდ, დროული კომუნიკაცია, აუცილებლად გამოიღებს შედეგს, რომელიც არც კომპანიას და არც მომხმარებელს არ დააზარელებს.
რამდენად სწრაფია სესხი ან ლიზინგი?
მომხმარებელი ლიზინგს ან ავტო სესხს მიმართავს მაშინ, როცა არც ერთიანი ფული აქვს მანქანის შესაძენად და არც ბევრი დრო, რომ გარკვეული პერიოდი ფულის მოგროვებას დაუთმოს. გამოდის, რომ საფინანსო ორგანიზაციისგან ფულის მოკლე დროში მიღება, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოგო ამ მხრივ ძალიან მარტივ და სწრაფ პროცედურას სთავაზობს მომხმარებელს. ეს პროცედურა იწყება მოგოს ვებ გვერდზე ონლაინ განაცხადის შევსებით. განცხადება განიხილება სულ რაღაც 30 წუთის განმავლობაში.
დადებითი პასუხის შემთხვევაში კი მომხმარებელი მოგოს ფილიალში მიდის ხელშეკრულების გასაფორმებლად. ხელშეკრულების გაფორმებისა და შსს-ს მომსახურეობიბს სააგენტოში მანქანის მოგოს სახელზე გადაფორმების შემდეგ კი მომხმარებელი იღებს სასურველი რაოდენობის თანხას.
იხილეთ ჩვენი სხვა საინტერესო სტატიები: გაუთვალისწინებელი ხარჯები | მანქანის მოვლა | რატომ სკუტერი | რატომ ლიზინგი