leasing
avtolizingi
ukulizingi

როგორ შეიძლება საწვავის ხარჯის შემცირება?

31.03.2023

როგორ შეიძლება საწვავის ხარჯის შემცირება?

საწვავის ფასების ზრდასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საწვავის ხარჯების შემცირების გზების პოვნა. საწვავის ფასი მძღოლის მიერ ვერანაირად გაკონტროლდება, თუმცა მძღოლს მანქანის მართვით და მისი მოვლით შეუძლია გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რამდენ საწვავს დახარჯავს მისი ავტომობილი ყოველი 100 კილომეტრის დაფარვისას. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე გზას, თუ როგორ შეუძლია მძღოლს, რომ დაზოგოს საწვავი. ასევე წაიკითხეთ საინტერესო სტატია: ეკონომიური ავვტომობილები

 

 

გააკონტროლე სიჩქარე

 

საწვავის ხარჯების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ავტომობილის სტაბილური მართვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მძღოლმა თავი უნდა აარიდოს უეცარ აჩქარებას, მყისიერ დამუხრუჭებას და უნდა შეინარჩუნოს სტაბილური სიჩქარე.  საშუალო სიჩქარით სიარული ზედმეტი საწვავის ხარჯვის ერთ-ერთი კარგი გამოსავალია.  მყისიერ აჩქარებასა და ზოგადად სწრაფად სიარულის შემთხვევაში ფიზიკის კანონი ირთვება - სიჩქარის ზრდასთან ერთად, იზრდება ჰაერის წინაღობაც. უმრავლეს შემთხვევაში, ავტომობილებზე წვის ხარჯი იწრდება 80 კმ/სთ-ის გადაჭარბების შემთხვევაში. ეს ხარჯი კი 15-20%-ით მეტიც კი შეიძლება იყოს. შეუფერხებლად და სტაბილურად მართვით, შეგიძლიათ შეამციროთ საწვავის მოხმარება 20%-მდე.

 

 

გააკონტროლე, ტექნიკურად რამდენად გამართულია მანქანა

 

ავტომობილის მუდმივი მონიტორინგი, მანქანის გამაფრთხილებელი ნიშნებისათვის ყურადღების მიქცევა და ზოგადად მისი მოვლა ბევრი მიმართულებითაა აუცილებელი. მათ შორის, საწვავის ეკონომიურობისთვისაც მნიშვნელოვანია მანქანის გამართულობის კონტროლი. დამატებით წაიკიხეთ საინტერესო სტატია: მანქანის მოვლის რჩევები მოგოსგან

 

 

ჰაერის და საწვავის ფილტრები

 

აუცილებელია, რომ პერიოდულად შემოწმდეს ჰაერის და საწვავის ფილტრები. მათი დაბინძურება საწვავის ხარჯს ზრდის დაახლოებით 4%-ით.

 

ძრავისთვის შესაფერისი ზეთის გამოყენება

 

ზეთის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს მანქანისათვის. გარდა იმისა, რომ ზეთ ხარისხიანი უნდა იყოს, კიდევ უფრო მინშვნელოვანია რომ კონკრეტული მანქანის ძრავზე იყოს ზეთი მორგებული. ზეთის სწორად შერცევა საწვავის ხარჯს 2%-ით ამცირებს.

ასევე წაიკითხეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის ზეთის შეცვლა რეგულარულად.

 

საბურავებში წნევის კონტროლი

 

როცა საბურავებში წნევა ეცემა, ეს კიდევ უფრო ამცირებს საბურავების მუშაობის რესურსს და ამასთან ერთად იზრდება საწვავის ხარჯი. მნიშვნელოვანია საბურავების წნევა თვეში ერთხელ მაინც შემოწმდეს და დაიბეროს რეკომენდირებულ ნორმაზე 0.2-ით მეტით. საბოლოოდ ამ საკითხის მოგვარება 3%-ით ამინც შეამცირებს საწვავის ხარჯებს.

წაიკითხეთ საინტერესო სტატია: ავტომობილის საბურავების შერჩევა

 

მოერიდე ზედმეტ წონას

 

მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი წონა თქვენს მანქანაში. რაც უფრო მეტ წონას ატარებთ, მით მეტ საწვავს მოიხმარს თქვენი მანქანა. ამოიღეთ ნებისმიერი არასაჭირო ნივთი თქვენი მანქანიდან და მოერიდეთ მძიმე ნივთების ტარებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მართლაც აუცილებელია.

რაც უფრო მსუბუქი აავტომობილი, მას უფრო ნაკლები აჩქარება და შესაბამისად ნაკლები საწვავი ესაჭიროება. ზედმეტი 100 კილოგრამი საწვავის ხარჯს ზრდის დაახლოებით 0.4 ლიტრით. იხილეთ მეტი: ტოპ 10 რჩევა ავტომობილის მოვლისთვის

 

 

ძრავის გასახურებლად არ დახარჯოთ ზედმეტი დრო

 

ზოგადად, ცივ ამინდში საწვავის ხარჯი იზრდება. ამ რეალური ფაქტის პარალელურად, არსებობს მითი, რომ ცივ ამინდში, ძრავის გახურებას კარკვეული პერიოდი, რამდენიმე წუთი ესაჭიროება. სინამდვილეში, თანამედროვე ავტომობილები ძრავის დაქოქვიდან 1 წუთში უკვე მანქანის დაძვრის საშუალებას იძლევა. 1 წუთზე მეტის დალოდება კი უკვე საწვავის ფუჭ ფლანგვას იწვევს, მაგალითად, თუკი მძღლი 3 ლიტრიანი ძრავით აღწურვილ ავტომობილს 10 წუთის განმავლობაში დაელოდება „გახურებისთვის“ დაახლოებით 0.2 ლიტრ საწვავს ფუჭად დახარჯავს. ამ ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია ის, რომ მანქანის დაძვრას მანამ არ უნდა ახლდეს მანქანის მაღალ ბრუნვაზე მუშაობა სანამ ავტომობილი მის ოპტიმალურ ტემპერატურას არ მიაღწევს. მოკლედ რომ ვთქვათ, მანქანის დაძვრა სრულიად შესაძლებელია ძრავის ამუშავებიდან 1 წუთში, თუმცა თავი უნდა შეიკავოთ მის მაღალ ბრუნებაზე ამუშავებისგან, სანამ მანქა ოპტიმალურ ტემპერატურას არ მიაღწევს.

ზემოთ საკითხებიდან მანქანას სულ 2-3 მათგანში რომ მაინც ქონდეს პრობლმა, ეს უკვე ზედმეტი საწავის ფუჭად ხარჯვის დიდ რისკს იწვევს. ამიისგან თავის ასარიებლად, უბრალოდ აკონტროლეთ და მოუარეთ თქვენს ავტომობილს.

 

როგორ ეძებენ ჩვენს გვერდს: sesxebi | avto lombardi | lizingi

sales