მანქანის ბატარეები: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ შესახებ უნდა იცოდეთ
04.04.2025

მანქანის ბატარეა ის ნაწილია, რომლის გარეშეც ტრანსპორტი ვერ იმოძრავებს. იგი უზრუნველყოფს ძრავის გაშვებას, ელექტრონიკის გამართულ მუშაობასა და ზოგადად, სატრანსპორტო საშუალების ენერგოსისტემის ფუნქციონირებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ტიპის ბატარეები არსებობს, როგორ უნდა მოვუაროთ, როგორ მივხვდეთ, რომ მისი გამოცვლა საჭიროა და როგორ ავარჩიოთ ახალი ბატარეა.
აკუმულატორების ძირითადი ტიპები
აკუმულატორების 4 ძირითადი ტიპი არსებობს:
ლითიუმ-იონური ბატარეები (Li-ion)
ლითიუმ-იონური ბატარეები აგებულია მყარ ელექტრონმატარებელ მასალაზე, სადაც ლითიუმის იონები ენერგიას ინახავენ და გადასცემენ. ასეთი ტიპის აკუმულატორები ფართოდ გამოიყენება ჰიბრიდულ და სრულად ელექტრომანქანებში, სადაც მაღალი ენერგიის სიმძლავრე და ეფექტიანობაა საჭირო.
ტყვია-მჟავა ბატარეები
ტყვია-მჟავა ბატარეები კლასიკური გადაწყვეტაა როგორც ავტომობილებისთვის, ასევე მცირე ზომის ელექტროტრანსპორტისთვის — მაგალითად, გოლფის ეტლებისთვის, მოტორიზებული ეტლებისა და ელექტროსკუტერებისთვის.
SLI ბატარეები
SLI (Start, Light, Ignition) ბატარეები განკუთვნილია იმისთვის, რომ ავტომობილის ძრავის დაქოქვა, განათება და დანარჩენი ელექტროსისტემების მუშაობა უზრუნველყოს. ეს ბატარეები, როგორც წესი, უფრო კომპაქტურია, ვიდრე სამრეწველო დანიშნულების აკუმულატორები.
SLA ბატარეები
SLA (Sealed Lead Acid) ბატარეებს ორი ძირითადი სახეობაა: AGM (Absorbent Glass Mat) და Gel Cell ტიპის ბატარეები. ისინი გამოირჩევიან მაღალი სიმძლავრითა და დატვირთვისადმი გამძლეობით, რაც მათ პოპულარულს ხდის სპორტული ავტომობილებისა და მოდელებისთვის, რომლებიც ექსტრემალურ პირობებში უნდა მუშაობდნენ.
რეკომენდაციები აკუმულატორის შერჩევისას
როდესაც აკუმულატორის შეძენას გადაწყვეტთ, კარგად დაათვალიერეთ მოდელის ტექნიკური აღწერილობა. როგორც წესი, ყველა მოდელს ტიპი, წარმადობა და სხვა მახასიათებლები აღწერილია შეფუთვაზე ან ტექნიკური მახასიათებლების თანმდევ ფურცელზე, თუმცა აქვე მაინც გირჩევთ:
- ტევადობა - ბატარეის ტევადობა მიუთითებს, რამდენ ხანს შეუძლია მას ენერგიის მიწოდება. აირჩიეთ ისეთი ტევადობის ბატარეა, რომელიც მანქანის ტექნიკურ მოთხოვნებს შეესაბამება;
- ძაბვა (Voltage) - სტანდარტული ძაბვაა 12 ვოლტი. სპეციალური ტრანსპორტისთვის შეიძლება უფრო მძლავრიც (მაგალითად, 24V სატვირთოებისთვის);
- ცივი სტარტის სიმძლავრე - CCA (Cold Cranking Amps - ) - განსაზღვრავს, რა სიმძლავრის აკუმულატორი გჭირდება, რომ მანქანა დაიქოქოს. უფრო მაღალი CCA = უკეთესი გაშვება ყინვიან ამინდში;
- ტექნოლოგია (ტიპი) - უნდა შეირჩეს სწორი ტიპის ბატარეა: ლითიუმ-იონური ბატარეები (Li-ion), ტყვია-მჟავა ბატარეები, SLI ბატარეები, SLA ბატარეები;
- ბრენდი და ხარისხი - სანდო მწარმოებლის ბატარეა უფრო ხანგრძლივია და უკეთესი მუშაობის გარანტიას იძლევა. ცნობილი ბრენდებია: Varta, Bosch, Exide, Yuasa და სხვ.
- გარანტია - კარგ ბატარეას უნდა მოჰყვებოდეს, მინიმუმ, 2-3 წლიანი გარანტია;
- მომსახურების საჭიროება - ზოგი ბატარეა საჭიროებს ელექტროლიტის დონის პერიოდულ შემოწმებას;
- ღირებულება - ფასსა და ხარისხს შორის ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანია. იაფი ბატარეა ხშირად მალე ფუჭდება;
- ამინდის პირობები - ძალიან ცივ რეგიონებში სჯობს, აირჩიოთ ბატარეა უფრო მაღალი CCA-ით.
რას გულისხმობს აკუმულატორის მოვლა?
ძირითადი რეკომენდაციებია:
- ელექტროლიტის დონის შემოწმება (მხოლოდ WET ტიპის ბატარეებისთვის) — საჭიროა რეგულარული კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, მისი დისტილირებული წყლით შევსება.
- კონტაქტების გაწმენდა კოროზიისგან — ბატარეის ტერმინალები უნდა იყოს სუფთა და თავისუფალი ჟანგისგან.
- დატენვა — რეკომენდებულია ბატარეის სრულად დატენვა, იდეალური ძაბვაა, დაახლოებით, 14.4 ვოლტი. დატენვა საჭიროა პერიოდულად, განსაკუთრებით მაშინ, როცა მანქანა იშვიათად გამოიყენება.
- მაშინ, როცა ტრანსპორტს აქტიურად არ იყენებთ, სჯობს, ბატარეა სრულად დატენოთ და მშრალ, ცივ ადგილას შეინახოთ.
გავრცელებული პრობლემები და მოგვარების გზები
ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:
- გაციებისას ბატარეის დაცლა — სიცივეში ქიმიური რეაქციები ნელდება და ბატარეის ტევადობა მცირდება. გამოსავალია რეგულარული დატენვა და ხარისხიანი ბატარეის გამოყენება.
- სულფატაცია — ბატარეის შიგნით ტყვიის სულფატის კრისტალების დაგროვებაა, რაც ართულებს დატენვას. პერიოდულად, საჭიროა ბატარეის სრულად დატენვა და გამოყენება.
- გაბერილი კორპუსი — ბატარეის გადატვირთვის ან გადახურების ნიშანია. ასეთ შემთხვევაში ბატარეა დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს.
- მოკლე ჩართვა (Short Circuit) — ბატარეის შიდა დაზიანება, რაც გამოხატულია სწრაფი განტვირთვით ან ბატარეის გადახურებით. აუცილებელია ბატარეის შეცვლა.
როდის უნდა შეცვალოთ ბატარეა?
საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა:
- ტყვია-მჟავა ბატარეები: 3-5 წელი;
- AGM ბატარეები: 4-6 წელი;
- GEL ბატარეები: 4-7 წელი;
- ლითიუმ-იონის ბატარეები: 7-10 წელი.
შეცვლის აუცილებლობის ნიშნები:
- ძრავის გაშვების შეფერხება;
- ელექტროლიტის გამუქება ან დაბინძურება;
- ბატარეის ძაბვის ვარდნა 12 ვოლტზე დაბლა უმოქმედოდ;
- ტერმინალების ძლიერი ჟანგვა;
- ბატარეის ვიზუალური დაზიანება / გაბერილი კორპუსი.
როცა ახალი ბატარეის შეძენა გსურს…
ახალი ბატარეის არჩევისას:
- აუცილებლად დაიცავით ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციები (ტევადობა, გაბარიტები, სტარტის სიმძლავრე).
- ყურადღება მიაქციეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: Varta, Bosch, Exide, Banner, Yuasa.
- სჯობს, ბატარეა შეიძინოთ სპეციალიზებულ მაღაზიაში ან ავტოსერვის ცენტრში, სადაც გარანტიასა და სერტიფიცირებულ პროდუქტს შემოგთავაზებენ.
როცა ძველი ბატარეა აღარ გსურს…
ძველი ბატარეა შეგიძლიათ, ჩააბაროთ ბატარეების შეგროვების პუნქტში. ასეთი პუნქტები ზოგჯერ 10-30 ლარის ფარგლებში იხდიან ძველ აკუმულატორებში. ასევე, შესაძლებელია ახალი ბატარეის შეძენისას ძველი ბატარეის ჩაბარება და ფასდაკლებით სარგებლობა.
დასკვნა
მანქანის ბატარეა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საჭიროებს სწორ არჩევანსა და მოვლას. სწორი მოვლისა და დროული შეცვლის შემთხვევაში, თავიდან აირიდებთ პრობლემებს, დაზოგავთ დროსა და ხარჯებს და უზრუნველყოფთ თქვენი მანქანის გამართულ მუშაობას ნებისმიერ ამინდში.
აკუმულატორებზე კი ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ თუ მანქანას არ ფლობთ, გახსოვდეთ, რომ მოგო გთავაზობთ ავტოლიზინგის სწრაფ და მოქნილ სერვისს, რომლის ფარგლებში, შესაძლებელია 100,000 ლარამდე დაფინანსების მიღება, 84 თვემდე (7 წლამდე) ვადით. ონლაინ განაცხადი სწრაფად მუშავდება, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ავტომობილს უმოკლეს დროში იღებს. ლიზინგის პირობები მოიცავს ავტომობილის მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით შეფასებას... დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.