10 გასათვალისწინებელი ფაქტორი მეორადი ავტომობილის შეძენისას

26.04.2022

10 გასათვალისწინებელი ფაქტორი მეორადი ავტომობილის შეძენისას

საქართველოში საკმაოდ პოპულარულია მეორადი ავტომობილები და მათი მოხმარება. ხშირად ერთი ავტომობილი შეიძლება ორი, სამი, ოთხი და მეტი მომხმარებლის მფლობელობის ქვეშ აღმოჩნდეს და მუშაობდეს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. დროსთან ერთად კი მანქანა განიცდის ცვეთას, უფრო და უფრო პრობლემური ხდება მისით შეფერხებების გარეშე ყოველდღიური სარგებლობა.

ძველი ავტომობილის პოტენციური პრობლემების ჩამონათვალი და მოგვარების გზები საკმაოდ ვრცელია და მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი მისი შეძენის დროს.

არსებულ ბლოგში შემოგთავაზებთ იმ ფაქტორების ჩამონათვალს, რომელიც გასათვალისწინებელია მეორადი ავტომობილის შეძენამდე:

ავტომობილის ისტორია

თქვენს მიერ შერჩეული  მანქანა შეიძლება იდეალურად გამოიყურება, თუმცა საგულისხმოა მისი ისტორია. არის თუ არა ნაავარიები, ჰქონია თუ არა დაზიანებები, რა აქვს შეკეთებული, რა ნაწილია ქარხნული, რა არა და სხვა.

გარბენი

ყოველთვის მნიშვნელოვანია მანქანას ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები გარბენი, საუკეთესო შემთხვევაში  მაქსიმუმ 100 000 კმ.

სანამ მესამე ფაქტორზე გადავიდოდეთ, გეტყვით რომ მოგოში შეგიძლიათ ისარგებლოთ მეორადი ავტომობილების ავტოლიზინგით. ავტოლიზინგით სარგებლობამდე წაიკითხეთ ჩვენი საინტერესო სტატია: ავტოსესხი თუ ავტოლიზინგი.

ზოგადი შემოწმება

სანამ მომხმარებელი შეიძენს მეორედ მანქანას, აუცილებელია მისი ზოგადი შემოწმება, მონიტორინგი. სამომხმარებლო დონეზე შეიძლება შეფასდეს ვიზუალი, თუმცა რამდენად გამართულია ავტომობილი ტექნიკურად, ამაში დასარწმუნებლად პროფესიონალის მიერ მისი შემოწმება აუცილებელია.

ზეთის შეცვლა

მეორადი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში კი უკვე გარდაუვალია ზეთის პერიოდული ცვლილება. საჭირო დროს კარგი ხარისხის ზეთის დამატება ძრავისთვის, ძველი მანქანის მოვლის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.

ფილტრის შეცვლა

ზეთის შეცვლასთან ერთად, იქნება ეს ძრავისა თუ გადაცემთა კოლოფის ზეთის შეცვლა,  აუცილებელია ჰაერის, სალონის ან საწვავის ფილტრის გამოცვლაც.

მეორადი ავტომობილის ძრავის კონტროლი

ძრავის გამართულად მუშაობისთვის, ზეთის პერიოდულ ცვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ გაკონტროლდეს გადახურების საშიშროება. ხშირ შემთხვევაში, დაბალი ხარისხის ანტიფრიზი იწვევს ძრავის მოშლას და მისი სიმძლავრის შემცირებას.

ელექტროობის კონტროლი

ავტომობილში არის ბევრი სადენი და ნათურა, რომლებშიც გადის ელქტროენერგია. დროის გასვლასთან ერთად, რამდენად ხარისხიანიც არ უნდა იყოს მასალები, რომლითან მანქანაა აწყობილი, ყველაფერი განიცდის ცვეთას. დროსთან ერთად ელექტროობა გაუმართავი ხდება. 5 წლის შემდეგ იწყება პრობლემების წარმოქმნა, 10 წლის შემდეგ კი  ძალიან ხშირდება ელექტოობასთან დაკავშირებული ისთი პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გადაადგილებისას სერიოზული საფრთხე შეუქნმას მანქანაში მსხდომთ.   

კბილანა ღვედის ან ტუმბოს პრობლემა

კბილანა ღვედის ან ტუმბოს დაზიანება საკმაოდ ყურადსაღები პრობლემაა იმ მიზეზით, რომ როგორც წესი, ერთდროულად ფუჭდება ეს ორი ნაწილი და ქმნის მყისიერ პრობლემას. პრევენციისთვის არსებობს ზოგადი სტანდარტი, რომელიც უკავშირდება ამ ნაწილების პერიოდულ პროფილაქტიკას. დაახლოებით 100 000 კილომეტრის გავლის შემდეგ საჭიროა ამ ნაწილების შემოწმება.

დაკიდების სისტემის შემოწმება

ავტომობილში თავმოყრილია მრავალი ისეთი ნაწილი, რომლებიც განაპირობებეს მანქანის რბილ, კომფორტულ და სტაბილურ გადაადგილებას. დაახლოებით 6-8 წლის შემდეგ, რეკომენდირებულია გადამოწმდეს და თუ საჭიროა შეკეთდეს ის ნაწილები, რომლებიც უზრუნველყოფს დაკიდების სისტემის მწყობრად და გამართულად მუშაობას. სხვა შემთხვევაში, ავტომობილი დაიწყებს არასტაბილურ მოძრაობას, ხშირ რყევას და უხეშ ამორტიზაციას.

კიდევ ერთხელ, ავტომობილის ზოგადი კონტროლი

გარდა იმისა, რომ მეორადი ავტომობილის შეძენამდე მანქანის შემოწმება აუცილებელი, შეძენის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს. ხშირად მძღოლს კრიტიკულ შემთხვევებამდე, მანამ, სანამ სერიოზული პრობლემა არ გამოუვლინდება ამვტომობილს, არ მიჰყავს მანქანა შესამოწმებლად. სინამდვილეში სწორედ ზოგადი კონტროლი და ხშირი, თუნდაც უმიზეზო პროფილაქტიკაა აუცილებელი განსაკუთრებით კი მეორადი ავტომობილის ფლობისას.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ძალიან ყურადსაღებია ნებისმიერი მეორადი ავტომობილის მძღოლისთვის, თუმცა საუკეთესო გზა მაინც  წლოვანებით ახალ მანქანაზე გადაჯდომა და ამით დროის, ფინანსების და ენერგიის დაზოგვაა. ამაში კი მომხმარებელს მოგოს ლიზინგი ეხმარება. ისარგელეთ მოგოს სხვადასხვა პროდუქტებით: სკუტერ ლიზინგი, სპეც ტექნიკის ლიზინგი, ასევე წაიკითხეთ სტატია: უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი.

რა საკვანძო სიტყვებით ეძებენ ჩვენს ვებ-გვერდს: avto lizingi  | ავტო ლომბარდი | avto sesxi | sesxebi | ავტო ლიზინგი | avto lizingi | avto lombardi

Დაკავშირებული სტატიები
avtolizingi
ukulizingi
leasing

ტოპ 10 ფილმი ავტომოყვარულებისთვის

27.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

წინა წამყვანი თუ უკანა წამყვანი მოჭიდების სისტემები: რომელია თქვენთვის შესაფერისი

20.10.2023
ukulizingi
leasing
avtolizingi

მანქანის ჰიგიენის გზამკვლევი: თქვენი მანქანის სისუფთავე და უსაფრთხო შენარჩუნება

17.10.2023
sales